დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 572 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/11/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.021598 |
|
„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 21/04/2015; 470000000.10.003.018554) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-4 მუხლის: ა) „11“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „12“ პუნქტი: „12. პროგრამის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია საყოველთაო ჯანდაცვის გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლად, რომელთანაც რეგისტრირებულია საყოველთაო ჯანდაცვის გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმღები 18 წლისა და მეტი ასაკის 5 ათასზე მეტი ბენეფიციარი, აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“; ბ) „41“ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები, რომლებიც პროგრამის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა4“ ქვეპუნქტის ფარგლებში გამოვლენილი ბენეფიციარებისაგან სისხლის ნიმუშის აღებას ახორციელებენ მათთან არსებული ლაბორატორიული სიმძლავრეების და/ან გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა4“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო რეაგენტების, ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა4“ ქვეპუნქტი: „ა4) პირველად ჯანდაცვაში 3 ინფექციაზე ინტეგრირებული სკრინინგის პროექტის ფარგლებში, ქალაქ თბილისის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანდაცვის გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმღებად რეგისტრირებული 18 წლისა და მეტი ასაკის ბენეფიციარების სკრინინგი ტუბერკულოზზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და C ჰეპატიტზე, ხოლო სკრინინგით იდენტიფიცირებული დადებითი შედეგის მქონე პირების შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვის ხელშეწყობა;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემა, მოთხოვნის შესაბამისად, იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/ სამსახურებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აფთიაქებზე, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის C ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების გამოყენებით, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის პროექტებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებზე;“. 4. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. პროგრამის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება 18 წლისა და მეტი ასაკის მქონე მხოლოდ იმ ბენეფიციარებისათვის ჩატარებული სკრინინგები, რომლებზეც C ჰეპატიტის სკრინინგის ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, სკრინინგის ჩატარების მომენტისთვის არ არის რეგისტრირებული წინა პერიოდში ჩატარებული C ჰეპატიტის სკრინინგის არცერთი შემთხვევა.“. 5. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,172.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 6. დანართ №8-ის (მკურნალობის სერვისების ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ცენტრებში): ა) მე-3 პუნქტის „ბ.ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ.გ) თუ FIB4 ქულა არის 1.45 − 3.25 მაჩვენებლებს შორის, ტარდება ღვიძლის ელასტოგრაფია; ღვიძლის დაზიანების F3, F3-F4, F4 ხარისხის შემთხვევაში, პაციენტი გადამისამართდება პროგრამის მიმწოდებელ კლინიკაში, ხოლო ღვიძლის დაზიანების F1, F1-F2, F2 ხარისხის შემთხვევაში, პაციენტს უტარდება დიაგნოსტიკური კვლევები ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დანართის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევების ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები