„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 573
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021599
573
28/11/2019
ვებგვერდი, 02/12/2019
470000000.10.003.021599
„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №573

2019 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 470000000.10.003.021008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №1 დანართის (დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,372.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

885.0

2

საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი

14.0

3

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა  მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

83.0

4

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

318.0

5

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი

117.0

6

საინფორმაციო რეგისტრებისა და ელექტრონული მოდულების განვითარება

202.0

7

პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაცია და საინფორმაციო მხარდაჭერა

100.0

8

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგი

653.0

 

სულ

2,372.0

.“.    

2. №2 დანართის (იმუნიზაცია):

) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმუნიზაციის წარმოებისათვის (მათ შორის, B ჰეპატიტით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს (დიალიზზე მყოფი პირები, ჰემოფილიით დაავადებული პირები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი პირები, მსმ პირები, აივ-ინფექციით/შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, სამედიცინო პერსონალი) მიკუთვნებული პირების B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, აგრეთვე ასაკობრივად რევაქცინაციას დაქვემდებარებული პირების (მ.შ., სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული პირების ნუსხის მიხედვით) ტეტანუსის/დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის ვაქცინაციისთვის) საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას;“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 21,956.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

12,515.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

157.0

3

ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

7,643.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

1,506.0

5

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

80.0

6

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

55.0

 

სულ

21,956.0.

.“.

3. №3 დანართის (ეპიდზედამხედველობა):

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა საყრდენი ბაზების მეშვეობით, რაც მოიცავს:

თ.ა) ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტების სკრინინგს B ჰეპატიტზე და სკრინინგდადებითი (HBsAg+) პირების კონფირმაციულ/ დამადასტურებელ კვლევას მწვავე და ქრონიკული ფორმის განსაზღვრისათვის;

თ.ბ) ვირუსული B და C ჰეპატიტის თითოეული დიაგნოსტირებული/დადასტურებული შემთხვევისთვის სპეციფიკური ეპიდკვლევის საანგარიშგებო ფორმის შევსებასა და ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებას.“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. ამასთან, B ჰეპატიტზე  სკრინინგული კვლევა, ერთეული მომსახურების ღირებულება (პრე- და პოსტკონსულტირება, უშუალოდ სკრინინგი) განსაზღვრულია არა უმეტეს 10 ლარით, B და C ჰეპატიტის თითოეული დიაგნოსტირებული/დადასტურებული შემთხვევისთვის სპეციფიკური ეპიდკვლევის კითხვარის შევსება და ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირება – არა უმეტეს 8 ლარით, ხოლო B ჰეპატიტზე კონფირმაციული კვლევის ღირებულება – არა უმეტეს 28 ლარის ოდენობით.“;

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

10. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება  განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სამედიცინო დაწესებულების შერჩევის, ცენტრის მიერ სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზე.“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,100.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

553.5

2

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

1,303.5

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

22.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

15.0

5

B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა

28.0

6

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ.შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 3600 ლარისა)

178.0

სულ

2,100.0

.“.

4. №4 დანართის (უსაფრთხო სისხლი):

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

 „ვ) ცენტრის მიერ დონორთა სისხლის ცენტრალიზებულად (პილოტურად ქალაქ თბილისის მასშტაბით) კვლევას NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, იმ სისხლის ბანკებში, რომლებიც ფლობენ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის ლიცენზიას, განთავსებულნი არიან ქალაქ თბილისში და წერილობით დაუდასტურებენ განმახორციელებელს ამ კომპონენტში მონაწილეობის სურვილს;

ზ) დონორთა სისხლის ალიქვოტების მომზადება და ტრანსპორტირება ცენტრში;“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად, თითო ალიქვოტზე არაუმეტეს ერთი ლარის ოდენობით.“;

გ)  მე-5 მუხლის:

გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-3 მუხლის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისთვის საჭირო ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-5 პუნქტი:

„5. მე-3 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სამედიცინო დაწესებულების შერჩევის, ცენტრის მიერ სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზე.“;

დ) მე-6 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისა და საქონლის მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის თანახმად.“;

დ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელია NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დონორთა სისხლის ცენტრალიზებული კვლევის პილოტურ პროექტში ჩართული სისხლის ბანკები.“;

ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,201.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

დონორული სისხლის კვლევა В და С ჰეპატიტზე, აივ-ინფექციასა/შიდსა და სიფილისზე

1,315.0

2

ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა, მათ შორის, NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დონორთა სისხლის ცენტრალიზებული კვლევის პილოტური პროექტი

674.0

3

სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (მ.შ., „უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა)

200.0

4

სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ადმინისტრირება

12.0

 

სულ

2,201.0

.“;

ვ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სიფილისზე ტესტირება დონაციათა 100%-ში უნდა ხდებოდეს ჰემაგლუტინაციის (ТРНА) ან იმუნო-ფერმენტული (EIA) ანალიზის მეთოდით;“.

5. 6 დანართის (ტუბერკულოზის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,391.4 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 12 500 ლარი თვეში)

3,121.0

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველის ლოჯისტიკა, მ.შ.:

1,160.0

2.1

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა“ და პენიტენციური სისტემის ფარგლებში არსებული ლაბორატორიებისათვის პროგრამის მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა

200.0

3

სტაციონარული მომსახურება

 9,373.4

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

39.2

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 75%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

1,380.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა  ფულადი წახალისების დაფინანსება

280.0

 

სულ

15,391.4

.“.

6. 7 დანართის (აივ-ინფექციის/შიდსის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,860.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება, მათ შორის:

3,220.0

 

1.1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე, B ჰეპატიტსა და სიფილისზე სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების, არვ მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა

2,500.0

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

4,000.0

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

2,450.0

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის (სრულად) და მეორე რიგის (სრული ღირებულების არა უმეტეს 75%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

2,190.0

 

სულ

11,860.0

.“.

7. 8 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,733.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა, მათ შორის:

5,963.0

1.1

 სამედიცინო მომსახურება სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში

45.0

2

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.0

3

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/ შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით (B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფა

157.0

 

4

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

900.0

5

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

50.0

6

მედიკამენტებითა და საკვები დანამატით უზრუნველყოფა, მათ შორის:

250.0

6.1

სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

81.0

სულ:

7,733.0

.“.

8. №18 დანართის (სოფლის ექიმი) დანართ 18.1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფინანსებული პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული ტუბერკულოზის, აივ-ინფექციის/შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის პროექტის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ/საქალაქო სამსახურებთან არსებული შრომითი და/ან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების) ფარგლებში ბენეფიციარების ტანდემ-ტესტირება С ჰეპატიტზე, აივ-ინფექციასა/შიდსსა და ტუბერკულოზზე, ხოლო სკრინინგით იდენტიფიცირებული დადებითი შედეგის მქონე პირების შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვის ხელშეწყობა.“.

9.  №19 დანართის (რეფერალური მომსახურება):

ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „51“ პუნქტი:

„51. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან:

ა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ბ) იმ ოჯახის წევრები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის  მინიჭებული  სარეიტინგო  ქულა  არ აღემატება 70 000-ს;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები;

დ) სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;

ე) „მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაოებზე დასაქმებული პირები, რომლებსაც  სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკის გამო აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადებები.“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციას, რომელიც მოიცავს     ძირითადი რესპირატორული პათოლოგიების რეაბილიტაციის 20-დღიან კურსს.“; 

გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (თვის ლიმიტი 126.6 ათასი ლარი).“;

დ)  მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის  101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრისგან.“;

ე) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი.“;

ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 25,126.6 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 24,995.0 ათასი ლარით;

ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით;

გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი – 126.6 ათასი ლარით.“;

ზ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი სერვისის  ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ვ.ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია;

ვ.ბ) ანგარიშის წარდგენა;

ვ.გ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

ვ.დ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;

ვ.ე) კონტროლი;

ვ.ვ) რევიზია;

ზ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლის ჩართვისა და რიგის მართვის საკითხები განიხილება ფილტვის ქრონიკული დაავადებებით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვის კომისიაზე, რომელიც შეიქმნება სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში“.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია