დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5467-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 280060000.05.001.019691 |
|
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) კომპეტენტური ორგანო – ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით: ა) საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღოს ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ აქტი; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოციალური მომსახურების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიდან ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და საქმიანობა განაგრძოს მისი დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 11 დეკემბერი 2019 წ. N5467-Iს |
დოკუმენტის კომენტარები