„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5503-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 02/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.019684
5503-Iს
11/12/2019
ვებგვერდი, 18/12/2019
060000000.05.001.019684
„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 060000000.05.001.019578) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ მედიაციასა და კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ მედიაციაზე.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირს უფლება არ აქვს, იყოს მედიატორი, თუ იგი იყო/არის იმავე საქმის ან მასთან არსებითად დაკავშირებული სხვა საქმის მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, არბიტრი ან ექსპერტი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში, როგორც სახელმწიფო მოსამსახურე, მედიატორი ნოტარიუსი ანდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული მედიატორი. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მედიატორი იხილავდა იმავე საქმეს ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეს, როგორც არბიტრი, და მხარეები უშუალოდ სამედიაციო სადავო საკითხის წარმოშობის შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის ამავე დავის საქმეზე მედიატორად არჩევაზე.

4. პირს უფლება არ აქვს, იყოს საქმის მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, არბიტრი ან ექსპერტი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან მონაწილეობა მიიღოს საქმეში, როგორც სახელმწიფო მოსამსახურემ, მედიატორმა ნოტარიუსმა ანდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულმა მედიატორმა, თუ იგი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არბიტრად ასარჩევი/დასანიშნი პირი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი და მხარეები არბიტრაჟში დავის დაწყების შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის არბიტრად არჩევაზე/დანიშვნაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 2 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

11 დეკემბერი 2019 წ.

N5503-Iს