„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 229/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017849
229/ნ
29/11/2019
ვებგვერდი, 29/11/2019
430010000.22.022.017849
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №229/ნ

2019 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის (დოკუმენტის ნომერი №3024-რს) კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21.02.11, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“ და დებულების:

ა) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა ინფორმირება

1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 5 სექტემბრამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით.

2. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 10 სექტემბრისა, დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის ცენტრში.  

3. ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას, არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 16 სექტემბრისა, განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა მიღების გამოცხადება

1. საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად აბიტურიენტთა მიღების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით ავსებს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა).

2. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების შემდეგ, არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის 10 იანვრისა, ადასტურებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“, „ე“, „ვ“, „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს, ხოლო „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს ადასტურებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დადასტურებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეთანხმებული ფორმით, უზრუნველყოფს ცენტრის წვდომას უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ/დადასტურებულ ინფორმაციაზე. ცენტრი მიღებულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში ასახავს სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.

3. ანკეტაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულების:

ა.ა) სამართლებრივი ფორმა, სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.ბ) მისამართი და ვებგვერდი;

ა.გ) ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი;

ა.დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონებისა და ელ. ფოსტის მითითებით;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიურ პროგრამებზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისთვის ცალ-ცალკე. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით გათვალისწინებულია ერთზე მეტი მისანიჭებელი კვალიფიკაცია, რომელთათვისაც ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსხვავებული საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, მიღება უნდა გამოცხადდეს ცალ-ცალკე კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამისად, ჩასაბარებლად სავალდებულო საგნების გათვალისწინებით;

გ) აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები გაერთიანებულად (შემდგომში – პროგრამების გაერთიანება) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა ერთიანი მიღება და საერთო ადგილების რაოდენობა. დაუშვებელია არააკრედიტებული და აკრედიტებული აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება, რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ამ დებულების მე-8, 81 და 84 მუხლებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე ამ დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება, ასევე იმ აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება, რომლებსაც არ აქვთ ერთნაირი სწავლების ენა, სწავლის საფასური და კრედიტების რაოდენობა. გაერთიანებულ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს ენიჭება ერთი საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) პროგრამაზე/პროგრამების გაერთიანებაზე მისაღები ადგილების კვოტა – საგნების მიხედვით;

ე) პროგრამის მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების დასახელება, ხოლო პროგრამების გაერთიანების შემთხვევაში, ამ გაერთიანებაში შემავალი ყველა პროგრამის მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება;

ვ) ინფორმაცია იმის თაობაზე, აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, აკრედიტაციის ვადის მითითებით; პროგრამების გაერთიანების შემთხვევაში მიეთითება ინფორმაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის თაობაზე, რომელსაც აკრედიტაციის ვადა უფრო ადრე ეწურება;

ზ) გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნისთვის ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;

თ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის პირობები;

ი) სავალდებულო საგნები, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;

კ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული დამატებითი საგანი/საგნები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;

ლ) ინფორმაცია სახელოვნებო-შემოქმედებით, სასპორტო ან/და სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის შესახებ;

მ) საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;

ნ) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;

ო) აბიტურიენტებისთვის განსაზღვრული სპეციალური პირობები, მათ შორის კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესის და პირობების და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 მარტის №72/№30/ნ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად განათლების მიღების პირობები;

პ) პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნა/მოთხოვნები (აუცილებელია სამედიცინო შემოწმების გავლა, კონკრეტული უცხო ენის ჩაბარება, კონკურსის გავლა იმ პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის სახელოვნებო-შემოქმედებითი, სასპორტო ან/და სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა და ა.შ).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემები და ანკეტაში ივსება ავტომატურად, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ანკეტაში შეიტანება დაწესებულების მიერ.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ანკეტაში ასახოს ის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლებზეც ანკეტის წარდგენის დროისათვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის დამოწმება გულისხმობს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის დადასტურებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მართვის სისტემისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

7. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ამ ინფორმაციის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში გადააგზავნოს ცენტრში.

8. ცენტრი ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების თაობაზე ინფორმაციას ელექტრონულ ბაზაში ასახავს და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს მხოლოდ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

9. საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ელექტრონულ პროგრამაში არ შეავსებს ანკეტას.

10. ცენტრი მონაცემთა ბაზების ფორმირებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე.

11. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები/პროგრამების გაერთიანებები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.

12. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ჩარიცხვის წლის 1 აგვისტოს ცენტრში წარადგინოს ინფორმაცია ანკეტაში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის (აკრედიტაციის ვადის მითითებით), აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის თაობაზე.

13. ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

გ) 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკადემიურ პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც ამ დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისთვის.“;

დ) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე პუნქტი:

„38. მართვის სისტემა, ამ დებულების 121 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორის დადასტურებისას იმ პროგრამებზე, რომელთა მისანიჭებელი კვალიფიკაციები შეესაბამება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანამდე, ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მისანიჭებელი კვალიფიკაციებისა და ჩასაბარებელი სავალდებულო საგნების ნაწილში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირინე აბულაძე