ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016590
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
154
29/11/2019
ვებგვერდი, 03/12/2019
010250020.35.160.016590
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/12/2019 - 21/02/2020)

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №154

2019 წლის 29 ნოემბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის  გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად,   ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  20 იანვრის  №216 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  25 ივნისის  №226 დადგენილება ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს:

ა)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია  ტექსტური ნაწილი (დანართი 1);

ბ)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2);

გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №3).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  20 იანვრის  №216 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  25 ივნისის  №226 დადგენილება „ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 3 დეკემბერიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
11. 27/03/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 66 - ვებგვერდი, 28/03/2023 10. 15/09/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 16/09/2022 9. 20/04/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 26/04/2022 8. 15/11/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 277 - ვებგვერდი, 16/11/2021 7. 30/07/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 271 - ვებგვერდი, 03/08/2021 6. 23/06/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 264 - ვებგვერდი, 24/06/2021 5. 24/02/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 240 - ვებგვერდი, 25/02/2021 4. 22/07/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 209 - ვებგვერდი, 23/07/2020 3. 22/04/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 191 - ვებგვერდი, 22/04/2020 2. 20/03/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 181 - ვებგვერდი, 23/03/2020 1. 21/02/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 176 - ვებგვერდი, 26/02/2020