„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016533
130
27/11/2019
ვებგვერდი, 03/12/2019
190020020.35.123.016533
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №130

2019 წლის 27 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03.03.2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.123.016444), კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი შენგელია

დანართი № 2

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი

პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დასახელება

ღონისძიების დასახელება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია/სახარჯთაღრიცხვო ღირებულების პროცენტული წილი

1.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, რომელიც გულისხმობს ეზოს მოპირკეთებას ბეტონის, ასფალტობეტონისა და დაწნეხილი ფილების გამოყენებით (საჭიროების შემთხვევაში ღია ან დახურული სანიაღვრე არხების მოწყობა). მოთხოვნის შემთხვევაში ფანჩატურის, საბავშვო ატრაქციონის, საბაღე ძელსკამების, მცირე ზომის სანაგვე ურნებისა და მარტივი ტიპის ტურნიკების მოწყობა

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით.

95%-5% (95% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 5% – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

2.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია

სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 90%/10% (90% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 10% – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

3.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს  სადარბაზოების შესასვლელებში რკინისსაკეტიანი კარების მონტაჟს. სურვილის შემთხვევაში, აუცილებლობის დროს, პანდუსების მოწყობა, სადარბაზოს კარებამდე მისასვლელი კიბეებისა და ამორტიზებული ხის კიბეების კონსტრუქციის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, შესასვლელის გადახურვის კონსტრუქციისა და ბაქანის რეაბილიტაცია, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა და სადარბაზოებში არსებული წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით.

95%/5% (95% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 5% – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

4.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთათვის სხვადასხვა სახეობის მასალის შეძენა-გადაცემა

სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა – ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების პროცენტული ოდენობის დამადასტურებელი საბანკო გარანტია (საგარანტიო უზრუნველყოფის ფორმა – ორიგინალი) – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. გადასახური მასალის ღირებულების 100%-იანი დაფინანსება – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

5.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია

სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 90%/10% (90% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 10% – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

6.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების რეაბილიტაცია

სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 90%/10% (90% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 10% – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

7.

საბავშვო ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის

სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 80%/20% (80% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 20% – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

8.

ძელსკამების შეძენა-მონტაჟი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის

80%/20% (80% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 20% – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

9.

დასასვენებლად განკუთვნილი ფანჩატურისა და მარტივი ტიპის სტაციონარული „ტრენაჟორების“ მოწყობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის

სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა. 80%/20% (80% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 20% – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

10.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დამდგარი წყლის ამოტუმბვის სამუშაოები

100%-იანი დაფინანსება – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. საჭიროების შემთხვევაში საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით.