„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016532
129
27/11/2019
ვებგვერდი, 03/12/2019
010250020.35.123.016532
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №129

2019 წლის 27 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250020.35.123.016411), კერძოდ, დადგენილების დანართის 63 მუხლიდან ამოღებულ იქნეს  მე-2 პუნქტი („2. გენდერული თანასწორობის საბჭოს იმ წევრის მიერ, რომელიც ამავდროულად არის საკრებულოს/მერიის თანამდებობის პირი, საბჭოს წევრის მიერ ამ თავით გათვალისწინებული ეთიკური საფუძვლების დარღვევის შემთხვევაში, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული წესით, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და გასცემს რეკომენდაციას მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე“.).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი შენგელია