ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დავნიას განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დავნიას განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016301
26
26/11/2019
ვებგვერდი, 27/11/2019
010250020.35.141.016301
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დავნიას განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2019 წლის 26 ნოემბერი

ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დავნიას განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად,  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №2114 განკარგულებით  დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს სოფელ დავნიას განაშენიანების გეგმა (ტექსტური ნაწილი -დანართი №1, გრაფიკული ნაწილი - დანართი №2).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №2114 განკარგულება ,,სოფელი დავნიას მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმისა და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან