ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/5/879
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 14/11/2019
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016460
2/5/879
14/11/2019
ვებგვერდი, 19/11/2019
000000000.00.000.016460
ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/5/879
 

2019 წლის 14 ნოემბერი

. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

თეიმურაზ ტუღუშისხდომის თავმჯდომარე ;

ირინე იმერლიშვილიწევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

მანანა კობახიძეწევრი ;

თამაზ ცაბუტაშვილიწევრი .

სხდომის მდივანი : მარიამ ბარამიძე .

საქმის დასახელება : ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი : სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 75- მუხლის მე -8 პუნქტის პირველი და მე -2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით .

საქმის განხილვის მონაწილენი : მოსარჩელე მხარის წარმომადგენელინანა წერეთელი ; მოპასუხე მხარის , საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელიქრისტინე კუპრავა ; მოწმეებისსიპაღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსი მარინა ფარცვანია და თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილე მაგდა ყვირალაშვილი .

 I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №879) მიმართა საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძემ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად . №879 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა , ზეპირი მოსმენით , გაიმართა 2018 წლის 21 მარტს და 2019 წლის 13 მაისს .

2. №879 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42- მუხლის პირველი პუნქტი , 89- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე -15 და მე -16 მუხლები .

3. სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 75- მუხლის მე -8 პუნქტი განსაზღვრავს იძულებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების სამართლებრივ შედეგს . კერძოდ , სადავო ნორმის თანახმად , თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი , რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან , უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა , ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან . ამასთანავე , აღნიშნულ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით , იმავე კრედიტორის სასარგებლოდ , სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება .

4. №879 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . კონსტიტუციის ხსენებული დებულება განამტკიცებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას .

5. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე , საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით . საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრიდან მოქმედი რედაქციის 31- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს . საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია “.

6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია , რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია დიდუბე -ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 8 მაისს გაცემული №2/2266-98 სააღსრულებო ფურცელი , რომლის თანახმად , მოვალეებს დაეკისრათ თანხის გადახდა მოსარჩელე ზურაბ სვანიძის სასარგებლოდ . ამასთანავე , მოსარჩელე აღნიშნავს , რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს არაერთი სააღსრულებო წარმოება დიდუბე -ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 მაისს გაცემული №2/2266-98 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით . შესაბამისად , მოვალის სახელზე რიცხულ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღები კრედიტორთა , მათ შორის , მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით . მოსარჩელის აღნიშვნით , თუკი აღნიშნული უძრავი ქონება პირველ და ორ განმეორებით აუქციონზე არ გაიყიდა , ის გათავისუფლდება ყადაღისგან და კრედიტორის ამ ქონებიდან დაკმაყოფილება ვეღარ მოხდება .

7. მოსარჩელის არგუმენტაციით , სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა . სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი რეალიზაციისთვის აუცილებელია გარანტიები , რომლებიც უზრუნველყოფს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების დროულ და ჯეროვან აღსრულებას . თუმცა , მოსარჩელის განმარტებით , სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება , რომლის შესაბამისადაც , დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისგან და უბრუნდება მოვალეს , აბრკოლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას .

8. მოსარჩელის განმარტებით , ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შემთხვევაში , მოვალეს შეუძლია , საკუთარი სურვილისამებრ განკარგოს , უფლებრივად დატვირთოს ნივთი . ამდენად , ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება უთანაბრდება მოვალის გათავისუფლებას სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან . მისი პოზიციით , ბალანსი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის დაცული იქნებოდა , თუ დადგენილი წესით ჩატარებული სამი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში , ქონება , მოვალის ნაცვლად , გადავიდოდა კრედიტორის საკუთრებაში .

9. მოპასუხე მხარის , საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით , სადავო ნორმა ემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულების ლეგიტიმურ მიზანს . კერძოდ , მოპასუხის მითითებით , კონკრეტული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იძულებითი აუქციონის ჩატარებაზე უარის თქმა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმას . მოპასუხის განმარტებით , ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება გრძელდება მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე . ქონების სამ აუქციონზე რეალიზების შეუძლებლობის შემდგომ მისი ყადაღისაგან გათავისუფლება კი უზრუნველყოფს იმას , რომ ნივთი , რომელიც არალიკვიდურია და რომლისადმი დაინტერესებაც არ არსებობს , გამუდმებით არ იქნეს შეთავაზებული ბაზრისთვის . ამგვარი შეთავაზება , მოპასუხის პოზიციით , ფორმალური მოქმედება იქნება და არა კონკრეტული შედეგისკენ მიმართული ღონისძიება . ამავდროულად , მოპასუხე მხარე განმარტავს , რომ იძულებით აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს თავად კრედიტორსაც . ის ფაქტი , რომ სამი აუქციონი უშედეგოდ დასრულდა და კრედიტორმაც კი არ მოისურვა ქონების შეძენა , ნივთის რეალიზების ობიექტურად შეუძლებლობის დამატებითი არგუმენტია .

10. მოპასუხის განმარტებით , ერთი კრედიტორის სასარგებლოდ აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში , ქონების აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანა ხდება სხვა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით . აღნიშნული საშუალებას აძლევს სხვა კრედიტორებს , განახორციელონ იძულებითი აუქციონი და ისარგებლონ ქონების რეალიზების იმ შესაძლებლობით , რომელიც ერთმა კრედიტორმა უკვე გამოიყენა . თუმცა , მოპასუხის განმარტებით , სხვა კრედიტორების სასარგებლოდ გამართულ აუქციონზე ქონების რეალიზების შემთხვევაში , მოთხოვნები დაიფარება კანონით დადგენილი წესით , განსაზღვრული რიგითობის შესაბამისად , მათ შორის , ამონაგები თანხით მოხდება იმ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაც , რომლის სასარგებლოდაც თავდაპირველად გამართული იძულებითი აუქციონი უშედეგოდ დასრულდა .

11. დადგენილი წესით ჩატარებული სამი აუქციონის უშედეგოდ დასრულებისას ქონების კრედიტორის საკუთრებაში ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით , მოპასუხე მხარემ განმარტა , რომ ამგვარი გადაწყვეტა რიგ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული . კერძოდ , იმ შემთხვევაში , თუ კრედიტორის მოთხოვნა ქონების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია , ნივთის ნატურით გადაცემისას იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება . ამავდროულად , გარკვეულ გარემოებებში , შესაძლოა , კრედიტორის ინტერესის საგანი იყოს არა კონკრეტული ნივთი , არამედ თანხის გადახდევინება . ასეთ დროს , მისთვის იძულებით ქონების საკუთრებაში გადაცემა ვერ ჩაითვლება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებად . გარდა ამისა , მოპასუხის განმარტებით , სირთულეები წარმოიშობა იმ შემთხვევაშიც , როდესაც სააღსრულებო წარმოებაში რამდენიმე კრედიტორი მონაწილეობს . მსგავს ვითარებაში , რთულია განისაზღვროს , თუ ვის საკუთრებაში უნდა დარეგისტრირდეს ნივთი .

12. მოწმემ , სსიპაღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსმა , მარინა ფარცვანიამ განმარტა , რომ ქონების რეალიზების მიზნით სამი აუქციონის ჩატარება ნიშნავს იმას , რომ სახელმწიფომ ნივთის რეალიზებისათვის ყველა ზომა მიიღო . ამდენად , ქონების სამ აუქციონზე რეალიზების შეუძლებლობისას იგულისხმება , რომ ქონება ბაზრისთვის უინტერესო , არალიკვიდურია . ამგვარი მდგომარეობა უთანაბრდება იმ ფაქტობრივ მოცემულობას , როდესაც მოვალეს ქონება საერთოდ არ გააჩნია . ამასთან , მოწმის აღნიშვნით , კონკრეტული ნივთის რეალიზებისათვის იძულებითი აუქციონის ჩატარებაზე უარის თქმა სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას არ ნიშნავს , ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების 10-წლიანი ხანდაზმულობის მანძილზე გრძელდება მოვალის სხვა ქონების მოძიება და მისი საშუალებით კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება .

13. მოწმის განმარტებით , კანონმდებლობის შესაბამისად , კრედიტორს აქვს უფლებამოსილება , აირჩიოს იძულებითი აღსრულების მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ღონისძიება . ამდენად , მას აქვს შესაძლებლობა , გადაწყვიტოს , ქონების იძულებითი მართვა უფრო უზრუნველყოფს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას , თუ იძულებითი აუქციონი . ამასთან , ნივთის აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანამდე , ნებისმიერ ეტაპზე კრედიტორს აქვს მოთხოვნის ტრანსფორმირების შესაძლებლობა . ამდენად , ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზება კრედიტორის გადაწყვეტილებაა და აუქციონის უშედეგოდ დასრულების თანმდევი შედეგიც მისთვის გონივრული რისკია .

14. მოწმის განმარტებით , კანონმდებლობის შესაბამისად , იძულებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ქონების ნატურით კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა არ ხდება რიგი სირთულეების გამო . კერძოდ , გარკვეულ შემთხვევაში , ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება კრედიტორის მოთხოვნის ოდენობას . შესაბამისად , ქონების ნატურით საკუთრებაში გადაცემა გამოიწვევს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას . ასევე , პრობლემურია კრედიტორის არსებობისას ქონების წილობრივ საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხი .

15. მოწმემ , თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილე მაგდა ყვირალაშვილმა განმარტა , რომ სახელმწიფოს მიერ ქონების რეალიზების მიზნით სამი აუქციონის ჩატარება ნიშნავს იმას , რომ ქონების რეალიზებისათვის მიღებულია ყველა გონივრული ზომა . ამდენად , ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და მოვალისთვის დაბრუნება აუქციონის უშედეგოდ დასრულების ლოგიკური შედეგია . ქონების კრედიტორის საკუთრებაში ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით , მოწმემ განმარტა , რომ ასეთ შემთხვევაში სადავოა , ერთი მხრივ , რა ღირებულებით უნდა გადაეცეს ეს ქონება კრედიტორს და , მეორე მხრივ , როგორი უნდა იყოს მოწესრიგება სააღსრულებო წარმოებაში რამდენიმე კრედიტორის მონაწილეობისას . ამასთან , მოწმის აღნიშვნით , ხშირად , კრედიტორები , რომელთა სასარგებლოდაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება , წარმოადგენენ უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის მქონე პირებს . მაგალითად , ასეთი მოთხოვნებია შრომითი ურთიერთობიდან , დასახიჩრების ან /და მარჩენალის გარდაცვალების გამო მიყენებული ზიანიდან მომდინარე მოთხოვნები . ასეთ დროს შეუძლებელია იმის განსაზღვრა , თუ ვის და რა პროპორციით უნდა გადაეცეს ქონება საკუთრებაში .

16. ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზების პროცედურებთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა , რომსააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად , აღმასრულებელს უფლება აქვს , დაათვალიეროს , აღწეროს და დააყადაღოს მოვალის საცხოვრებელი ფართი . თუმცა იმ შემთხვევაში , როდესაც ქონება დაკეტილ მდგომარეობაშია , აღმასრულებელს არ აქვს მასში იძულებით შეღწევის უფლებამოსილება . ამდენად , იძულებით აუქციონზე ამგვარი ქონების რეალიზებისას , პოტენციური მყიდველიც მოკლებულია ქონების დათვალიერების შესაძლებლობას . მოწმის განმარტებით , აღნიშნული მოწესრიგების მიზანია , საცხოვრებელ ფართში არსებული მოძრავი ქონების დაცვა და მათთან დაკავშირებით სამომავლო დავების აცილება .

17. №879 კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა რემზი შარაძემ . სასამართლოს მეგობრის განმარტებით , სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში და ქონება უნდა იყიდებოდეს არა იძულებით აუქციონზე სახელმწიფოს მიერ , არამედ კრედიტორისა და მოვალის ურთიერთშეთანხმებით . სასამართლოს მეგობარი აღნიშნავს , რომ №879 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია იძულებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ქონების კრედიტორის საკუთრებაში ნატურით გადაცემისკენ , რაც ნიშნავს მოვალისათვის საკუთრების იძულებით წართმევას და არ არის დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებით . ამდენად , რემზი შარაძე მიიჩნევს , რომ №879 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს .

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური დებულების ცვლილება

1. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე , საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით . შესაბამისად , მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია . აღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით , რომელსაც მსგავსი /იდენტური შინაარსი გააჩნია .

2. საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) განამტკიცებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას . ანალოგიურად , სამართლიანი სასამართლოს უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31- მუხლის პირველი პუნქტი , რომლის შესაბამისადაც , „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს . საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია “.

3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო

4. საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს . საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია “. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას . სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის .

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით , სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა , მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა . „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა . თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა , სამართლებრივი ბერკეტი , თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ . შესაბამისად , უფლება -თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას , არამედ , იმავდროულად , შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა , რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული )“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-14).

6. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებაარაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება , რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს , ერთი მხრივ , ადამიანების რეალური შესაძლებლობა , სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან , აღიდგინონ საკუთარი უფლებები , ხოლო , მეორე მხრივ , სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება -თავისუფლებებში ჩარევისას , დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-59). შესაბამისად , სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური , ისე მატერიალური შინაარსით , საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა .

7. ამავდროულად , საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის , სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ან /და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით . საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „იმისთვის , რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით , სახელმწიფო ვალდებულია , შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები /რეგულაციები , რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან /და კანონიერ ინტერესებს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-8).

8. მაშასადამე , სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია . საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება , თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები , რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების , მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას , თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზესააქციო საზოგადოებები – „საქგაზიდაანაჯგუფი “ (ყოფილითბილგაზოაპარატი “) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-4). სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება აზრს დაკარგავს , თუ მართლმსაჯულების საბოლოო პროდუქტი - სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება .

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანი , ქმედითი აღსრულებაც , რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა .

 3. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობის და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

10. სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 75- მუხლის მე -8 პუნქტის პირველი და მე -2 წინადადებების შესაბამისად , „თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი , რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან , უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა , ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან . ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება “. სადავო ნორმის შინაარსის სრულყოფილი გააზრებისათვის მნიშვნელოვანია , განისაზღვროს იძულებითი აუქციონის არსი , ქონების აუქციონზე რეალიზაციის წინაპირობები და დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების სამართლებრივი შედეგები . სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი , სადავო ნორმიდან მომდინარე უფლების შეზღუდვის ფარგლების იდენტიფიცირება და , შესაბამისად , მისი კონსტიტუციურობის შემოწმება .

11. უპირველეს ყოვლისა , აღსანიშნავია , რომსააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის მე -2 მუხლის თანახმად , აღსრულებას ექვემდებარება როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება , ასევე - სხვა ტიპის სამართლებრივი აქტები . ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი ფასდება საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , საკონსტიტუციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ქონების იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან გათავისუფლების კონსტიტუციურობის საკითხს .

12. სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონი არეგულირებს , მათ შორის , სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს . საქართველოს კონსტიტუციის 62- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა . იმ შემთხვევაში კი , როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ვალდებული მხარე ნებაყოფლობით არ ასრულებს , „სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონი ითვალისწინებს იმ იძულებითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების პროცედურას , რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების იმპერატიულობის , სავალდებულოობის კონსტიტუციური პრინციპის ქმედითობას .

13. სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 251 მუხლი ჩამოთვლის სააღსრულებო წარმოების ეტაპებს . კერძოდ , თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია აღსრულების დაწყება , ქონებაზე ყადაღის დადება , აუქციონის ჩატარება და კრედიტორისათვის თანხის გადაცემა . ამდენად , ქონების დაყადაღება და მისი აუქციონის წესით რეალიზაცია სააღსრულებო წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტია და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასა და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას .

14. სადავო ნორმა განსაზღვრავს იძულებით აუქციონზე ქონების რეალიზაციის უშედეგოდ დასრულების სამართლებრივ შედეგებს . კერძოდ , როგორც უკვე აღინიშნა , სადავო ნორმის შესაბამისად , პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში , ქონება გათავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან . ამასთანავე , ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება .

15. სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის მე -40 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები არეგულირებს მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების სამართლებრივ შედეგს . კერძოდ , „მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას , მესაკუთრისათვის ქონების განკარგვისნებისმიერი ფორმით გასხვისების , დაგირავების , მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადებისაკრძალვის გამოცხადებას ან /და ქონების შესანახავად გადაცემას . აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში “. ამავე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად კიბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება “. უძრავი ქონების დაყადაღების სამართლებრივი შედეგები კი რეგლამენტირებულიასააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 631 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებში . კერძოდ , დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , „უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვისნებისმიერი ფორმით გასხვისების , იპოთეკით , უზუფრუქტით , სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის , მასზე თხოვების , ქირავნობის ან /და იჯარის ხელშეკრულების დადებისაკრძალვას . რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის , ხოლო უძრავ ქონებაში გათავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადებაქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე . უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით . ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი /მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს “. ამავე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , „ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება “.

16. მაშასადამე , ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს უკრძალავს ამ ქონების განკარგვას , მასთან დაკავშირებით ისეთი გარიგებების დადების შესაძლებლობას , რომელმაც შესაძლოა , გავლენა მოახდინოს ქონების ლიკვიდურობაზე , შეცვალოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა . ამგვარად , ქონების დაყადაღება საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის ერთ -ერთი მექანიზმია , რომელიც რეგისტრაციის მომენტიდან გამორიცხავს ყადაღადადებულ ნივთზე სხვა უფლების რეგისტრაციას . შესაბამისად , ყადაღის დადებით მესაკუთრის მიერ ქონების განკარგვის უფლება ექვემდებარება შეზღუდვებს , რაც კანონზომიერად იცავს კრედიტორს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომი ხელშემშლელი ფაქტორებისაგან . ამ ღონისძიების გამოყენებით შესაძლებელი ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლებების თავიდან აცილება . აღნიშნულიდან გამომდინარე , ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება ნიშნავს მესაკუთრისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას , მისთვის ქონების სამოქალაქო ბრუნვაში მიქცევის სამართლებრივი შესაძლებლობის მინიჭებას .

17. სადავო რეგულირების თანახმად , სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებული პირის ქონება , რომლის რეალიზება ვერ მოხდა დადგენილი წესით ჩატარებულ აუქციონზე , თავისუფლდება ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს . ამდენად , სადავო ნორმით დადგენილი წესის გათვალისწინებით , მესაკუთრეს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა , სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულების არსებობის მიუხედავად , საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს /უფლებრივად დატვირთოს ქონება , რომელიც აღმასრულებლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით იქნა დაყადაღებული . უფრო მეტიც , სადავო რეგულირების მიხედვით , იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით , მომავალშიც გამოირიცხება ამ ქონებაზე სააღსრულებო წარმოების განხორციელება . შესაბამისად , მოვალის საკუთრებაში ქონების არსებობის მიუხედავად , დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონის უშედეგოდ დასრულების გამო , ამ ქონების კრედიტორის სასარგებლოდ იძულებით აუქციონზე გატანა ან /და მისი რეალიზაციის შემთხვევაში ამონაგები თანხიდან კრედიტორის დაკმაყოფილება პერსპექტივაშიც გამოირიცხება .

18. ამავდროულად , დადგენილი წესით ჩატარებულ აუქციონზე ქონების რეალიზების შეუძლებლობა არ გულისხმობს , რომ ამ ქონებას ღირებულება არ გააჩნია და მისი მეშვეობით კრედიტორის კანონით დადგენილი წესით აღიარებული მოთხოვნის დაკმაყოფილების a priori შეუძლებელია . „სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 75- მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად , თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი . სადავო ნორმა კი არეგულირებს სამი აუქციონის უშედეგოდ დასრულების სამართლებრივ შედეგებს . შესაბამისად , შეეხება იმ ქონების აუქციონზე რეალიზების საკითხს , რომლის საბაზრო ღირებულება 5000 ლარი ან მეტია . მაშასადამე , ქონებას , რომლის სამ აუქციონზე რეალიზებაც ვერ მოხდა , შესაძლოა , მაღალი ღირებულება ჰქონდეს და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მნიშვნელოვანი , ზოგ შემთხვევაში კი , ერთადერთი წყარო იყოს .

19. აღსანიშნავია , რომ ქონების აუქციონზე რეალიზებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას . საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „ზოგადად , ქონების ეფექტურად რეალიზებაზე გავლენა სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინოს . ზოგიერთი მათგანი დამოკიდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებებზე , ზოგი კი მისგან დამოუკიდებლად არსებობს . მაგალითად , ის ფაქტი , რომ ქონების იძულებით , მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ რეალიზება ხდება , შეიძება გავლენას ახდენდეს ქონების შემძენის განწყობაზე და გარკვეულწილად ქონების შეძენისაგან თავის შეკავებისკენაც კი უბიძგებდეს მას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზერემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ “, II-35). მაშასადამე , შესაძლებელია , ქონების აუქციონზე რეალიზება ვერ მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო . მაგალითად , ასეთი შეიძლება იყოს სარეალიზაციო ნივთის მაღალი ღირებულება , ასევე სარეალიზაციო ნივთის შეძენაზე უარის თქმა მისდამი სეზონური დაინტერესების არარსებობის გამო და სხვა . აღნიშნული ფაქტორები , ზოგ შემთხვევაში , შესაძლოა , ობიექტურად ხელშესახები გარემოებებიდან მომდინარეობდეს , ზოგ შემთხვევაში კი , სრულიად შემთხვევითობაზე იყოს დამოკიდებული , მაგალითად , მაშინ , როდესაც უბრალოდ საზოგადოებამ მონაწილეობა არ მიიღო კონკრეტულ აუქციონში . ის გარემოება , რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ არსებობს სარეალიზაციო ნივთის შეძენის სურვილი , არ გამორიცხავს სამომავლოდ ამ ქონებაზე მოთხოვნის გაჩენის შესაძლებლობას . რაც შემძენისთვის ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა დღეს , შეიძლება საინტერესო იყოს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ . აღნიშნულის გათვალისწინებით , ქონების სამ აუქციონზე რეალიზების შეუძლებლობა , თავისთავად , არ მიუთითებს , რომ ამ ქონებას ღირებულება არ გააჩნია , უფრო მეტიც , როგორც უკვე აღინიშნა , მას შესაძლოა სოლიდური საბაზრო ფასი ჰქონდეს . ამგვარი ქონებისადმი კრედიტორის დაინტერესება , საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მისი გამოყენების სურვილი , პატივსადები , კონსტიტუციურად ლეგიტიმური მოთხოვნაა . აქედან გამომდინარე , ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება მნიშვნელოვნად აფერხებს იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის ინტერესების რეალიზებას .

20. იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორი სამართლებრივი ურთიერთობის ის მონაწილე მხარეა , რომლის სასარგებლოდაც მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება , მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება აღსრულდეს ჯეროვნად . როგორც უკვე აღინიშნა , სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ნაწილია . ასევე უნდა აღინიშნოს , რომ სადავო რეგულირება შეეხება თანხის გადახდევინების საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას . ასეთ პირობებში , როგორც წესი , სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არა კონკრეტული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის კრედიტორისათვის მიკუთვნებაზე , არამედ , ზოგადად , მოვალის აქტივებიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინებაზე . ამგვარად , სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია და , შესაბამისად , სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცული არ არის მოვალისათვის დაკისრებული თანხის კონკრეტული და ინდივიდუალიზებული ნივთის რეალიზაციიდან ამოღება . ამის გათვალისწინებით , აუქციონზე გატანილი ქონების რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში , მოვალის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან თანხის ამოღებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის არსებობა ამცირებს მოსარჩელის (კრედიტორის ) უფლების შეზღუდვის ინტენსივობას . თუმცა რთული , ხოლო ზოგ შემთხვევაში , პრაქტიკულად შეუძლებელია იმის წინასწარ პროგნოზირება , რომ იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების გარდა , მოვალეს სხვა ქონებაც აღმოაჩნდება და მისი რეალიზაციის შედეგად , სრულად მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება . ამგვარი დაშვებები მხოლოდ ვარაუდებზე , შემთხვევითობაზე , ფაქტობრივ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული და არა სამართლებრივ მოცემულობაზე . სხვაგვარად , შეუძლებელია წინასწარ იმის აბსოლუტური სიზუსტით განსაზღვრა , აღმოჩნდება თუ არა მოვალის საკუთრებაში იძულებით აუქციონზე რეალიზების მიზნით უშედეგოდ გატანილი ქონების გარდა სხვა ნივთი , ხოლო ასეთი ნივთის არსებობის შემთხვევაში სრულად დაკმაყოფილდება თუ არა ამ ნივთიდან კრედიტორის მოთხოვნა . შესაბამისად , ნებისმიერ შემთხვევაში , კრედიტორის მოთხოვნის ჯერ კიდევ აღუსრულებლობის პირობებში , მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დადებული ყადაღისაგან მოვალის ქონების გათავისუფლება , სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელი ქმედებაა .

21. ამავდროულად , აღსანიშნავია , რომ სადავო რეგულირება ასევე ვრცელდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის უფლების მქონე კრედიტორზე , კერძოდ , იპოთეკარის /მოგირავნის სასარგებლოდ იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ქონების აუქციონზე უშედეგოდ რეალიზების შემთხვევებზე . უზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში კი , ზოგადი წესის შესაბამისად , მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც , როდესაც გირავნობის /იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად , რომლის უზრუნველყოფის საშუალებადაც გირავნობა /იპოთეკა არის გამოყენებული (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276- მუხლის მე -2 ნაწილი და ამავე კოდექსის 301- მუხლის 11 ნაწილი ). მაშასადამე , ასეთ შემთხვევაში ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და მასზე შემდგომი სააღსრულებო წარმოების განუხორციელებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმას უთანაბრდება . შესაბამისად , უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის აღსრულების შემთხვევაში , სადავო ნორმა ადგენს უფლებაში უფრო მაღალი ინტენსივობით ჩარევას .

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , სადავო რეგულირება , რომელიც გამორიცხავს მოვალის აქტივების კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სასარგებლოდ გამოყენებას , აფერხებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას .

 4. შეფასების ტესტი

23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , სამართლიანი სასამართლოს უფლება , მისი მნიშვნელობის მიუხედავად , არ არის აბსოლუტური და იგიშეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით , რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-15). ამასთანავე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად , რაც გულისხმობს , რომუფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური ) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას . ამავე დროს , უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული , მისი თანაზომიერი უნდა იყოს . დაუშვებელია , ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზედანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ”, II-60). ამდენად , საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს , თუ რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად შეესაბამება იგი თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს .

 5.ლეგიტიმური მიზანი და გამოსადეგობა

 24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში , ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი , არაკონსტიტუციურია “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილებაისრაელის მოქალაქეებითამაზ ჯანაშვილი , ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “ , II-15).

25. ამავდროულად , ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს , რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია . შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია , დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც . თავის მხრივ , ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისასსაკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს , რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორისრამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-48).

 5.1.სხვა კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება

26. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა სადავო ნორმის ერთ -ერთ ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა კრედიტორების ინტერესების დაცვა . კერძოდ , მოპასუხე მხარის განმარტებით , იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შემთხვევაში , აღნიშნული ქონება იძულებით აუქციონზე შესაძლოა გაიტანონ სხვა კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით . შესაბამისად , სადავო ნორმა , ამ თვალსაზრისით , ასევე უზრუნველყოფს სხვა კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებას .

27. თითოეულ კრედიტორს , რომელსაც კანონით განსაზღვრული წესით აღიარებული მოთხოვნები გააჩნია , უნდა ჰქონდეს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი მექანიზმი . „სამართლებრივ სახელმწიფოში მნიშვნელოვანია , რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში . ადამიანებს უნდა გააჩნდეთ განცდა , რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისას , მეორე მხარის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში , არსებობს სამართლებრივი მექანიზმები , რათა მათი ინტერესები არ იქნეს გაუმართლებლად შელახული . აღნიშნულის არარსებობა მკვეთრად დააბრკოლებდა ნებისმიერ პირს ამგვარ ურთიერთობებში შესვლისაგან და , საბოლოოდ , სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას დააყენებდა ეჭვქვეშ “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზერემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ “, II-22). ამგვარად , კანონმდებელი ვალდებულია , შეიმუშაოს გადაწყვეტილების დროული და ეფექტური აღსრულებისათვის საჭირო პროცედურები , აუცილებელია , არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილებით ან სხვაგვარად დადასტურებული მოთხოვნების განხორციელებისათვის საჭირო მექანიზმები . შესაბამისად , საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას , რომ , ზოგადად , სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა უაღრესად მნიშვნელოვანი ინტერესია . თუმცა განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული მიზნის ლეგიტიმურობა კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან კავშირში უნდა შეფასდეს . კერძოდ , უნდა დადგინდეს , რამდენად არის დასაშვები სხვა კრედიტორების ინტერესების დაცვაზე აპელირებით გამართლდეს იმ კრედიტორის უფლების შეზღუდვა , რომელიც თავად არის იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი .

28. პირველ რიგში , აღსანიშნავია , რომ სადავო რეგულირება ზოგადი ხასიათისაა და ვრცელდება ისეთ ვითარებაზეც , როდესაც სააღსრულებო წარმოებაში სხვა კრედიტორები საერთოდ არ მონაწილეობენ . მაშასადამე , გარკვეულ შემთხვევებში ბუნებრივად არ დგას სხვა კრედიტორების ინტერესების დაცვის საჭიროება . ამდენად , მაშინ , როდესაც სააღსრულებო წარმოება მხოლოდ ერთი კრედიტორის სასარგებლოდ მიმდინარეობს , მეორე განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში , ამ ქონების იძულებითი აუქციონის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან გათავისუფლება ვერ გამართლდება სხვა კრედიტორების ინტერესების დაცვაზე აპელირებით , ობიექტურად ამგვარი ინტერესების არარსებობის გამო .

29. შესაფასებელია , რამდენად არის გამართლებული მოსარჩელის უფლების შეზღუდვა კრედიტორების ინტერესების დაცვის მიზნით , მაშინ , როდესაც სააღსრულებო წარმოებაში მართლაც მონაწილეობენ სხვა კრედიტორები . აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია , განიმარტოს იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორისა და სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა კრედიტორების სტატუსი და მათი უფლებრივი მდგომარეობის ურთიერთმიმართება .

30. სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 54- მუხლი აწესრიგებს მოძრავ ქონებაზე მრავალჯერადი ყადაღის დადებასა და ფულად მოთხოვნათა აღსრულების რიგითობასთან დაკავშირებულ საკითხებს . კერძოდ , ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , ქონებას ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ . ყადაღადადებულ ქონებას შესაძლებელია , კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი ) კრედიტორის სასარგებლოდ . ამასთანავე , ამავე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში , მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი , რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში . ხოლო ამავე მუხლის მე -4 პუნქტის მიხედვით , კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში , ამ ქონებაზე აღსრულებას შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ აგრძელებს ის აღმასრულებელი , რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული . „სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 69- მუხლი კი აწესრიგებს უძრავ ქონებაზე მრავალჯერადი ყადაღის დადების შემთხვევას . კერძოდ , ხსენებული ნორმის მე -4 პუნქტის თანახმად , ქონებაზე სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ მრავალჯერადი ყადაღის დადების შემთხვევაში , ამ ქონებაზე აუქციონს ატარებს ის აღმასრულებელი , რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა მარეგისტრირებელ ორგანოში .

31. მაშასადამე , სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე კრედიტორთა სიმრავლის შემთხვევაში , ქონების იძულებით რეალიზაციას ახორციელებს ის კრედიტორი , რომლის ყადაღაც ქონებაზე უფრო ადრეა რეგისტრირებული . იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების შეჩერების შემთხვევაში კი , ამ ქონებაზე აღსრულება გაგრძელდება შემდგომი კრედიტორის სასარგებლოდ . ამასთანავე , „სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 69- მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად , „ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს , აღსრულების ხარჯს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს , რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი “. ამავე კანონის 821 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი , აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული ) თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად , რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება . მაშასადამე , ამონაგები თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა შორის განაწილების მიზნით , რომლებმაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინეს იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე .

32. აღსანიშნავია , რომ ის , თუ რომელი კრედიტორი განახორციელებს ქონების იძულებით რეალიზაციის , გავლენას არ ახდენს კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობაზე . სხვაგვარად , იმისგან დამოუკიდებლად , თუ ვინ გაიტანს ქონებას იძულებით აუქციონზე რეალიზების მიზნით , არსებობს გადახდევინებული თანხების კრედიტორთა შორის განაწილების დამოუკიდებელი წესი . კერძოდ , აღნიშნულ საკითხს არეგულირებსსააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის XIV​1 თავი (821 - 824 მუხლები ), რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობას . მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობის დამდგენი ნორმები გამომდინარეობს თავად მოთხოვნათა ბუნებიდან და არ უკავშირდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სტატუსს . აღნიშნულიდან გამომდინარე , სადავო ნორმის მიზანს არ წარმოადგენს სხვა კრედიტორებისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილების მოსარჩელის თანასწორი შესაძლებლობის მინიჭება , ვინაიდან ხსენებული შესაძლებლობა უზრუნველყოფილია სადავო ნორმის მოქმედების პირობებშიც .

33. სადავო ნორმის მოქმედების შედეგად წყდება მოსარჩელის სასარგებლოდ აღსრულება კონკრეტულ ქონებაზე , რაც გამორიცხავს ამ ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ მისი რეალიზება მოხდება სხვა კრედიტორის სასარგებლოდ მიმდინარე აღსრულების ფარგლებში . ამდენად , სადავო ნორმის მოქმედების შედეგად იზღუდება მოსარჩელის შესაძლებლობა კონკრეტული ქონებიდან სხვა , იმავე რიგის კრედიტორების თანასწორად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა . აღნიშნულიდან გამომდინარე , საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ერთი კრედიტორის მოთხოვნის სხვა კრედიტორის სასარგებლოდ შემცირება რამდენად შეიძლება წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს .

34. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს , რომ ერთი და იმავე რიგის კრედიტორებს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების მსგავსი კონსტიტუციური ინტერესი გააჩნიათ . მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება იმ კრედიტორის , რომლის სასარგებლოდაც გრძელდება აღსრულება სადავო ნორმის საფუძველზე ყადაღისგან გათავისუფლებულ ქონებაზე , აღმატებული ინტერესი . ამდენად , სხვა კრედიტორების დაცვის ინტერესზე მითითებით მოპასუხე ფაქტობრივად ახდენს ერთი პირის ქონებრივი ინტერესების იმავე მდგომაროებაში მყოფი სხვა პირის სასარგებლოდ შეზღუდვას . არ არსებობს ერთი და იმავე ქონებრივი ინტერესის მქონე პირებს შორის რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭების საჯარო ინტერესი . სახელმწიფო ერთი პირის ქონების კანონის საფუძველზე შემცირებას , ამ ქონების , მეორე , იმავე მდგომაროებაში მყოფი პირისათვის გადაცემით ვერ გაამართლებს . ამავე დროს , მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება რაიმე დამატებითი ინტერესი რომელიც მიუთითებდა სახელმწიფოს მხრიდან რომელიმე კრედიტორისათვის უპირატესობის მინიჭების საჭიროებაზე . აღნიშნულიდან გამომდინარე , დასახელებული ლეგიტიმური მიზანი ვერ გამოდგება მოსარჩელე მხარის უფლების შეზღუდვის გამამართლებელ არგუმენტად , ვერ ჩაითვლება იმგვარ საჯარო მნიშვნელობის კონსტიტუციურ სიკეთედ , რომლის მიღწევაც გაამართლებდა მოსარჩელე მხარის უფლების შეზღუდვის დაშვებას .

5.2.აღსრულების დროულად და ეფექტურად განხორციელება

35. მოპასუხე მხარემ , საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად ასევე დაასახელა სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულების უზრუნველყოფა . კერძოდ , სადავო რეგულაციის შესაბამისად , ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და მასზე იმავე კრედიტორის სასარგებლოდ იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების განხორციელების აკრძალვა ემყარება იმ ვარაუდს , რომ სახელმწიფომ მიიღო მის ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომა ქონების რეალიზაციისათვის . კერძოდ , მოვალის ქონების სარეალიზაციოდ ჩატარდა სამი აუქციონი , თუმცა ვერ მოხდა ნივთის გაყიდვა . შესაბამისად , აღსრულების დროულად და ეფექტურად განხორციელების მიზნიდან გამომდინარე , გონივრულია , რომ ამგვარ ქონებაზე აღსრულება აღარ განხორციელდეს და მოძიებულ იქნეს მოვალის სხვა ქონება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით .

36. როგორც უკვე აღინიშნა , სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულება სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია . სამართლიანი სასამართლოს უფლება , შესაძლებელია შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად .

37. მოპასუხე მხარის განმარტებით , ქონების რეალიზების მიზნით ჩატარებული სამი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში , ლოგიკურია ვარაუდი , რომ ამ ქონებას რეალიზების გზით მოცემულ მომენტში არ აქვს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების პოტენციალი . აღსანიშნავია , რომ მოპასუხე მხარის მიერ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის გამართლებასთან დაკავშირებით განვითარებული მსჯელობა , ერთი მხრივ , სხვა ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით შემოთავაზებულ მისივე არგუმენტაციას ეწინააღმდეგება , ხოლო , მეორე მხრივ , არ შეესაბამება თავად ნორმის ლოგიკას . კერძოდ , სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა კრედიტორების ინტერესის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე მსჯელობისას მოპასუხე მხარემ განმარტა , რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება ემსახურება დასახელებულ კრედიტორთა სასარგებლოდ ქონების რეალიზებას და , ამ გზით , მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას . მაშასადამე , ამ მსჯელობიდან გამომდინარე , თავად მოპასუხე მხარეც უშვებს ქონების შემდგომში რეალიზების და ამგვარად , ამონაგები თანხიდან კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას .

38. მოპასუხის მიერ შემოთავაზებული არგუმენტაცია არ შეესაბამება თავად სადავო ნორმის ლოგიკასა და შინაარსს . უფრო კონკრეტულად , სადავო ნორმის მიხედვით , დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონის უშედეგოდ დასრულებისა და ქონების რეალიზების შეუძლებლობის შემთხვევაში , ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და ამ ქონებაზე სააღსრულებო წარმოება გამოირიცხება ამ კრედიტორის იმავე მოთხოვნის აღსრულების მიზნით . სადავო ნორმა სააღსრულებო წარმოებას გამორიცხავს მხოლოდ იმავე კრედიტორის იმავე მოთხოვნის აღსრულების მიზნით . მაშასადამე , თავად სადავო ნორმის ტექსტიდანაც იკვეთება , რომ შესაძლებელია ქონების დაყადაღება და შემდგომი რეალიზება როგორც სხვა კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილების , ასევე იმავე კრედიტორის სხვა მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად . ბუნებრივია , ქონებისადმი ღირებულების არარსებობის დაშვების შემთხვევაში , ეს ქონება ღირებულების არმქონედ დარჩებოდა იმის მიუხედავად , თუ რომელი კრედიტორი ან რა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გაიტანს ნივთს აუქციონზე სარეალიზაციოდ . მაშასადამე , არასწორია ქონებისათვის ღირებულების არარსებობაზე აპელირება ამ ქონებით სხვა კრედიტორთა მოთხოვნის (ან იმავე კრედიტორის სხვა მოთხოვნის ) აღსრულების დაშვების პირობებში .

39. მოპასუხე მხარის მიერ შემოთავაზებული არგუმენტაციის წინააღმდეგობრივი ხასიათის მიღმა ასევე აღსანიშნავია ის გარემოება , რომ სამ აუქციონზე ქონების რეალიზების შეუძლებლობა , არ მიუთითებს იმაზე , რომ მას არ გააჩნია ღირებულება . კერძოდ , ქონების ღირებულებას განსაზღვრავს მისი საბაზრო ფასი და არა ის გარემოება , გაიყიდება თუ არა იგი იძულებით აუქციონზე . როგორც უკვე აღინიშნა , სადავო რეგულირება ვრცელდება 5000 ლარის ან უფრო მეტი საბაზრო ღირებულების ქონებაზე და მისი იძულებით აუქციონზე რეალიზებაზე მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორი ახდენს გავლენას . შესაბამისად , ნივთის შეძენისადმი ინტერესი , მის მიმართ საბაზრო მოთხოვნა ან /და მისი რეალიზაციის შანსი შესაძლოა იცვლებოდეს დროის კონკრეტული პერიოდების ან სხვა ფაქტორების მიხედვით . შესაბამისად , დადგენილი წესით ჩატარებულ აუქციონზე ნივთის რეალიზების შეუძლებლობა , თავისთავად არ მიუთითებს ღირებულების არქონაზე . მაშასადამე , მოვალის საკუთრებაში გარკვეული (ზოგ შემთხვევაში - სოლიდური ) ღირებულების ქონების არსებობისას ამ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და მასზე იმავე მოთხოვნის აღსრულების მიზნით პერსპექტივაშიც უარის თქმა , ლოგიკურად არ უკავშირდება და ვერ მოემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულების ლეგიტიმურ მიზანს . უფრო მეტიც , ამგვარი წესრიგი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელი , დამაბრკოლებელი რეგულირებაა . შესაბამისად , სადავო ნორმა ამ თვალსაზრისით არა თუ მოსარჩელის უფლების დაცვისკენ არის მიმართული , არამედ პირიქით , ხელს უშლის მას უფლებების განხორციელებაში .

40. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე , რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შემთხვევაში ხდება მოვალის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების მოძიება , მისი აუქციონზე რეალიზებისა და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით . აღსანიშნავია , რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ლოგიკურად არ უკავშირდება სხვა ქონების მოძიების ხელშეწყობასაც . კერძოდ , მოვალის საკუთრებაში არსებული აქტივების მოძიება და დაყადაღება შესაძლებელია სამ აუქციონზე ერთხელ უკვე გატანილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების გარეშეც . აღნიშნული ყადაღის ძალაში დატოვება ხელს არ უშლის მოვალის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების გამოძებნას და მეტიც , საერთოდ არ უკავშირდება ამ პროცესს .

41. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე , სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება ლოგიკურად არ უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროულად და ეფექტურად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს .

 5.3.ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვა

42. დამატებით , საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ სადავო ნორმა შესაძლოა , ემსახურებოდეს ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის ინტერესს . კერძოდ , ქონების აუქციონზე რეალიზება გარკვეულ რესურსებს მოითხოვს . საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „იძულებითი აუქციონის ჩატარება და ამ გზით , ქონების რეალიზება მნიშვნელოვან ადამიანურ თუ მატერიალურ რესურსს უკავშირდება “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზერემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ “, II-32). სასამართლოს განმარტებით , „მართალია , სახელმწიფომ უნდა შექმნას საჯარო აუქციონის სისტემა იმგვარად , რომ მოხდეს ქონების მაქსიმალურად მაღალ ფასად რეალიზაცია , თუმცა ვერ გამოირიცხება შემთხვევები , როდესაც დაბალია ქონების შეძენის ინტერესი . აღნიშნული სხვადასხვა გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული , თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება , გამუდმებით ატაროს ერთი და იგივე ქონებასთან მიმართებით აუქციონი და კონკრეტული სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდეს დაუსრულებელი ვადით “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზერემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ “, II-30). შესაბამისად , ამ თვალსაზრისით რესურსების დაზოგვის ინტერესი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სიკეთეა . ამასთან , ნათელია , რომ იძულებითი აუქციონის ჩატარება და , ამ გზით , ქონების რეალიზება გარკვეული რესურსების ხარჯვასთან არის დაკავშირებული და მოითხოვს შესაბამის ფინანსურ და ინსტიტუციურ (მატერიალურ -ტექნიკური და ადამიანური ) რესურსებს .

43. აღსანიშნავია , რომ კანონმდებლობის მიხედვით , სააღსრულებო წარმოების ხარჯების , მათ შორის , აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს . კერძოდ , „სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 38- მუხლის მე -5 პუნქტის თანახმად , საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს . ამავე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით , აღსრულების საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი , რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე . ამავე კანონის 39- მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისადაღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაწეული ქონების შენახვის , ტრანსპორტირების , საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების ან /და დადგენის პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი დაეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად , თუ ეს ხარჯი გაიღო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და შესაძლებელია მისი დადასტურება შესაბამისი დოკუმენტაციით .

44. ამავდროულად , „სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 38- მუხლის მე -6 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცებულისააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის , აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის გათვალისწინებით , თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე გადასახდელი საფასურის ოდენობა გამოიანგარიშება აღსასრულებელი მოთხოვნის თანხის მიხედვით და არ უკავშირდება აუქციონის ჩატარების რაოდენობას ან აღსრულების პროცესში გაწეულ რეალურ ხარჯებს . შესაბამისად , წესი , რომელიც ამარტივებს , ნაკლებად ხარჯიანს ხდის აღსრულების პროცესს , ემსახურება სააღსრულებო წარმოების პროცესში რესურსების დაზოგვის მიზნებს .

45. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებულია რეგულირება , რომელიც პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში , გამორიცხავს იმავე ქონების აუქციონის წესით რეალიზებას , მასზე სააღსრულებო წარმოების განხორციელებას , უდავოდ , ზოგავს სააღსრულებო წარმოების ჩატარებისთვის საჭირო რესურსებს და ამ თვალსაზრისით , ემსახურება ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის მნიშვნელოვან ინტერესს . ამგვარად , სადავო ნორმა რესურსების დაზოგვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა .

6. აუცილებლობა

46. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ ) საშუალებას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-26). თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ნორმატიული აქტი , რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას , ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი .

47. აღსანიშნავია , რომ სააღსრულებო წარმოების არაერთი ერთმანეთისაგან კონცეპტუალურად განსხვავებული მოდელი და მეთოდი შეიძლება არსებობდეს . შესაბამისად , აღსრულების პროცედურების სახეებისა და მოდელების შერჩევისას სახელმწიფო გარკვეული მიხედულების ფარგლებით სარგებლობს . თუმცა მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო და არ გულისხმობს საკითხის თვითნებურად გადაწყვეტის შესაძლებლობას . სააღსრულებო წარმოების ნებისმიერი მოდელის პირობებში , კანონმდებელს მოეთხოვება , თავიდან აიცილოს სამართლიანი სასამართლოს უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა და არ შეაფერხოს მოთხოვნის აღსრულება მაშინ , როდესაც ამის საჭიროება ობიექტურად არ არსებობს . ამრიგად , განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს , რამდენად არის შესაძლებელი სააღსრულებო წარმოების რესურსების დაზოგვა კრედიტორის სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებით .

48. სადავო ნორმის მიხედვით , იძულებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ ყადაღისაგან . აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლომ უნდა დაადგინოს , ხომ არ არის შესაძლებელი სახელმწიფო რესურსების დაზოგვა იმგვარად , რომ უფრო ნაკლებად შეიზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლება . მაგალითად , ასეთი ალტერნატიული ღონისძიება შეიძლება იყოს სააღსრულებო პროცედურის შემოღება , რომლის ფარგლებშიც მოხდება , იძულებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში , სარეალიზაციო ქონების კრედიტორისათვის ნატურით გადაცემის შეთავაზება და მისი მოთხოვნის ამ გზით დაკმაყოფილება . აღსანიშნავია , რომ იძულებითი აუქციონის შედეგად ქონების რეალიზების შეუძლებლობისას კრედიტორისთვის ქონების ნატურით გადაცემა უცხო არ არის მოქმედ სააღსრულებო წარმოების სისტემაში . მაგალითად , ქონების ნატურით გადაცემას ითვალისწინებსსააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 50- მუხლის 10-121 პუნქტები და 771 მუხლი იმ შემთხვევაში , როდესაც სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ .

49. მოპასუხე არ დაეთანხმა დასახელებული ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენების შესაძლებლობას . კერძოდ , მოპასუხის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ქონების ნატურით გადაცემასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებზე . მოპასუხის განმარტებით , ქონების ნატურით გადაცემა მაშინ , როდესაც კრედიტორს არ აქვს ამ ქონების მიღების ინტერესი , აუარესებს მის უფლებრივ მდგომარეობას , ხოლო იმ შემთხვევაში , როდესაც ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება კრედიტორის მოთხოვნის ოდენობას , ქონების ნატურით საკუთრებაში გადაცემა იწვევს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას . გარდა ამისა , მოპასუხე მხარემ მიუთითა საქმეში კრედიტორთა სიმრავლისას ქონების თანასაკუთრებაში დარეგისტრირების პრობლემურობაზე . შესაბამისად , მოპასუხის პოზიციით , ამ ინსტიტუტის დანერგვა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული და იგი არ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებად .

50. როგორც უკვე აღინიშნა , ქონების აუქციონზე რეალიზების შემთხვევაში მისი კრედიტორის საკუთრებაში ნატურით გადაცემის შეთავაზება უფრო ნაკლები ინტენსივობით ზღუდავს კრედიტორის სამართლიანი სასამართლოს უფლებას , ვიდრე სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი , რომლის მიხედვითაც , ქონება თავისუფლდება ყადაღისგან და კრედიტორი ვეღარ ახერხებს ამ ქონების საშუალებით მოთხოვნის დაკმაყოფილებას . ბუნებრივია , ქონების ნატურით გადაცემა შესაძლოა , განხილულ იქნეს როგორც კრედიტორის უფლება და არა მისი ვალდებულება . შესაბამისად , იგი ჩაითვლება უფლების ნაკლებად მზღუდავ საშუალებად იმ პირობებში , როდესაც კრედიტორი თანახმაა , მიიღოს შემოთავაზებული ქონება ნატურით , სხვა შემთხვევაშიკრედიტორი არ იქნება ვალდებული , რომ ნატურით მიიღოს ქონება საკუთრებაში . მაშასადამე , საკითხის ამგვარად მოწესრიგების შემთხვევაში გამოირიცხება ის რისკები , რომლებზეც ამ თვალსაზრისით მოპასუხე მხარე აპელირებს .

51. მოპასუხემ ასევე მიუთითა მოთხოვნაზე მაღალი ღირებულების მქონე ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემისას კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებისა და კრედიტორთა სიმრავლის შემთხვევაში პრობლემების წარმოშობის შესახებ . უნდა აღინიშნოს , რომ სათანადო მოწესრიგების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნაზე მაღალი ღირებულების მქონე ქონების საკუთრებაში მიღებისა და კრედიტორთა სიმრავლისას ინტერესთა ბალანსის საკითხების იმგვარად განსაზღვრა , რომ სამართლიანად დაბალანსდეს როგორც კრედიტორების , ისე მოვალეების ინტერესები . კერძოდ , შესაძლებელია , ისეთი პროცედურის შემოღება , რომელიც მხედველობაში მიიღებს ქონების ღირებულებისა და კრედიტორის მოთხოვნის თანაფარდობას და გაითვალისწინებს ამ თანაფარდობის აღმოფხვრის მექანიზმებს . ანალოგიურად , შესაბამისი რეგულირებით შესაძლებელია , კრედიტორთა სიმრავლის შემთხვევაში , მათი უფლებების გონივრული და სამართლიანი დაბალანსება იმგვარად , რომ თითოეული ინტერესი თანაბრად იყოს დაცული . ამ თვალსაზრისით მოპასუხეს არ მიუთითებია სარწმუნო არგუმენტზე , რომელიც სასამართლოს დაანახვებდა მის მიერ დასახელებული პრობლემების რეალურობას და საკითხის ამგვარი მოწესრიგების შეუძლებლობას .

52. ამავდროულად , როგორც აღინიშნა , ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზებაზე მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორი ახდენს გავლენას და მისი შეძენისადმი ინტერესი , შესაბამისად , რეალიზაციის შანსი შესაძლოა იცვლებოდეს დროის კონკრეტული პერიოდების ან სხვა ფაქტორების მიხედვით . შესაბამისად , არ გამოირიცხება , რომ ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის წარუმატებელი მცდელობიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ შეიცვალოს ბაზარზე მოთხოვნა და მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქონების შეძენის ინტერესი . სადავო ნორმის მიხედვით , სამ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება . ქონების ყადაღისგან გათავისუფლება შესაძლებლობას აძლევს მის მესაკუთრეს თავისუფლად განკარგოს იგი , მათ შორის გაასხვისოს სხვა პირზე . შესაბამისად , სადავო ნორმა ფაქტობრივად გამორიცხავს კრედიტორის მიერ ამ ქონების სამომავლოდ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენებას . მათ შორის იმ შემთხვევაში , როდესაც აშკარად გაზრდილია ქონების შეძენის მიმართ ინტერესი და მისი რეალიზაციის შანსი . ამ თვალსაზრისითაც , სადავო ნორმა იმაზე ფართო შეზღუდვას აწესებს , ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო . შესაძლებელია , კანონმდებელს შეემუშავებინა უფლების ნაკლებად მზღუდავი ღონისძიება , რომლის ფარგლებშიც მხედველობაში იქნებოდა მიღებული ქონების გარკვეული ვადის შემდგომ რეალიზაციის შესაძლებლობა და უვადოდ არ გამოირიცხებოდა კრედიტორის მიერ საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ამ ქონების გამოყენება .

53. გარდა აღნიშნული გადაწყვეტებისა , საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ შესაძლოა , არსებობდეს სახელმწიფო რესურსების დაზოგვის ინტერესის მიღწევის სხვა , მოსარჩელის უფლების ნაკლებად მზღუდავი შესაძლებლობა . მაგალითად , კრედიტორის სახსრებით , მისთვის საფასურის გადახდევინების გზით და გარკვეული პირობებით იძულებითი აუქციონის ჩატარება . საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს კრედიტორისა და ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის ინტერესის დაბალანსების სხვა მექანიზმის შექმნის შესაძლებლობასაც , სადაც მიზნის მიღწევის საშუალება ამავე მიზნის თანაზომიერი იქნება . ამასთანავე , აღსანიშნავია , რომ ის , თუ რომელი მოდელი , უფლების ნაკლებად მზღუდავი რომელი საშუალება იქნება შერჩეული , კანონმდებლის გადასაწყვეტია . თუმცა , თავისთავად , ერთი ამგვარი სამართლებრივი გადაწყვეტის არსებობაზე მითითებაც კი , სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის თვითკმარი საფუძველია .

54. ამგვარად , არსებობს ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის სხვა , ნაკლებად მზღუდავი საშუალებები და სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა იმაზე ფართოა , ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის ობიექტურად საჭირო . შესაბამისად , სადავო რეგულირება არ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს . ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , „სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 75- მუხლის მე -8 პუნქტის პირველი და მე -2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩატარებული პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებას და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების განხორციელების აკრძალვას , არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტს .

  III
სარეზოლუციო ნაწილი

 საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტისა და მე -5 პუნქტის ; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე -2 მუხლის მე -4 პუნქტის ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2, მე -5, მე -8 და მე -11 პუნქტების , 23- მუხლის პირველი პუნქტის , 25- მუხლის პირველი , მე -2 და მე -3 პუნქტების , 27- მუხლის მე -5 პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 43- და 45- მუხლების საფუძველზე ,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

 1. კონსტიტუციური სარჩელი №879 („ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილისააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 75- მუხლის მე -8 პუნქტის პირველი და მე -2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩატარებული პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებას და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების განხორციელების აკრძალვას საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან .

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან .

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს , საქართველოს პრეზიდენტს , საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს .

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოსსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის წევრები :

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

მანანა კობახიძე

თამაზ ცაბუტაშვილი .