„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5391-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 280010000.05.001.019668
5391-Iს
29/11/2019
ვებგვერდი, 10/12/2019
280010000.05.001.019668
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.05.001.018881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე ვრცელდება ამ კანონის დებულებები, თუ პატიმრობის კოდექსით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე.“.

3. მე-17 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისადმი − სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) განთავსებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის კონსულტაციების გაწევას, მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას და მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პატიმრობის კოდექსით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას.“.

4. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებები

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა პენიტენციურ და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემებში, აგრეთვე ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის გზით განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან და აღსრულების მიმართულებით. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე.

2. პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკი:

ა) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას;

ბ) კონსულტაციას უწევს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს;

გ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ადვოკატირებას;

დ) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციური სტრესის შემცირებას;

ე) მონაწილეობს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასებაში/გადაფასებაში;

ვ) ახდენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზიანის რისკის შეფასებას/გადაფასებას;

ზ) რეციდივის ალბათობის დასადგენად ახდენს მსჯავრდებულის რისკებისა და საჭიროებების შეფასებას/გადაფასებას;

თ) გამოვლენილი რისკებისა და საჭიროებების საფუძველზე, მსჯავრდებულის მონაწილეობით შეიმუშავებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას;

ი) ავლენს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მოწყვლად ჯგუფებს მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, ზრუნავს დადგენილი სტანდარტების დაცვაზე;

კ) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას და ამ პროგრამების განხორციელებას;

ლ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების პროგრამებში მონაწილეობას და ამ პროგრამების განხორციელებას;

მ) განსაზღვრავს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიის მიმართულებებს, ხელს უწყობს მათ განხორციელებას და მათ უწევს ფასილიტაციას;

ნ) ხელს უწყობს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა შრომას/დასაქმებას;

ო) ხელს უწყობს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დამხმარე პროგრამების, კერძოდ, კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

პ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციისთვის მომზადებას;

ჟ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს მუშაობას მოშიმშილე ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემაში სოციალური მუშაობა წარიმართება ამ კანონისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო) სოციალური მუშაკი მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მიზნით:

ა) აფასებს სრულწლოვანი/არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულის რისკებსა და საჭიროებებს;

ბ) მონაწილეობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში ბენეფიციარის ზიანის რისკისა და დანაშაულის განმეორების ალბათობის დასადგენად და სხვა სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმას;

გ) სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში ბენეფიციარებს აწვდის სარეაბილიტაციო მომსახურებას;

დ) მუშაობს პირობით მსჯავრდებულთა ოჯახებთან ოჯახური კონფერენციების მოწყობისა და კონსულტაციის გაწევის საშუალებით; 

ე) მონაწილეობს პირობით მსჯავრდებულთა საჭიროებების შესაბამისი სარეაბილიტაციო ტრენინგმოდულების შექმნაში;

ვ) პირობით მსჯავრდებულებს აკავშირებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას;

ზ) მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში სპეციალური პენიტენციური სამსახურისა  და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას.

4. განრიდების ან განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ 14 წლიდან 21 წლამდე პირებთან მომუშავე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი:

ა) უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროგრამისთვის მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებული პირის მდგომარეობის ინდივიდუალურ შეფასებას შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით;

ბ) ხელს უწყობს ბენეფიციარის სოციალურ აქტიურობას, სერვისების მოძიების მიზნით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

გ) მონიტორინგს უწევს განრიდებული პირის ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი ამზადებს არასრულწლოვანი ბრალდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს მისთვის სასჯელის დანიშვნის მიზნით.

6. სოციალური მუშაობის სფეროში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებია:

ა) ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასების საფუძველზე მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, მათ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური მომსახურების დანერგვა, მოძიება და მიწოდება, მათი რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი;

ბ) ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან ან უახლოეს წრესთან მუშაობის წარმართვა და პრობლემური შემთხვევების მართვა;

გ) ბენეფიციართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა;

დ) ბენეფიციართათვის საჭიროების შესაბამისი არაფორმალური განათლების მომსახურების მიწოდება, მათი პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა;

ე) ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით სპორტულ-კულტურული და რეკრეაციული ღონისძიებების დაგეგმვა ან მოძიება და მიწოდება;

ვ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვან ბენეფიციართა რესოციალიზაციის  ხელშეწყობა;

ზ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

7. დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირთა ჯგუფებთან სოციალური მუშაობის სფეროში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებია:

ა) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასება, მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი, ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების დანერგვა ან მოძიება და მიწოდება;

ბ) ბენეფიციართა მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასება;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კონსულტაციების გაწევა;

დ) ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა, აგრეთვე დღის ცენტრებისა და 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტებისათვის დანაშაულის მეორე დონის პრევენციისკენ მიმართული სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა;

ე) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირებთან მომუშავე სპეციალისტებისათვის რთული ქცევის მართვასთან და დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ვ) ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესში სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ პირთან სოციალურ მუშაობას ატარებს შემდეგნაირად:

ა) უზრუნველყოფს სააღსრულებო წარმოების პროცესის ბენეფიციარისადმი კეთილგანწყობილი მიდგომით წარმართვას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააღსრულებო მოქმედებებზე იმ სოციალური მუშაკის დასწრებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მხარეებს კონსულტაციას უწევს და ფსიქოლოგიური სტრესის შემცირებაში ეხმარება;

გ) მონაწილეობს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების საქმეში;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

5. 53-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 64-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა:

ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ;

ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ;

გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის შესახებ.

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა:

ა) ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილების წესის განსაზღვრის შესახებ;

ბ) ამ კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2019 წ.

N5391-Iს