პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5392-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.019657
5392-Iს
29/11/2019
ვებგვერდი, 10/12/2019
100030010.05.001.019657
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 71 მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამსახურის გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 

2. მე-14 მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით.“.

3. 17მუხლის: 

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო პენიტენციური დაწესებულების გარეთ – სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პენიტენციური დაწესებულებისა და სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულისა და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.“.

4. 27-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში მსჯავრდებული პირველივე დღეს უნდა გამოცხადდეს სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში (შემდგომ − პრობაციის ბიურო), სადაც დააფიქსირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დაწყების დროს. თუ ობიექტური მიზეზით მსჯავრდებული განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს დაწესებულებაში დაბრუნებას, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია გაუგრძელოს მას ვადა არაუმეტეს 2 დღისა.“.

5. 41-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტოს 1 თანამშრომელი;“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეარჩევს და საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი. იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი სააგენტოს უფროსის წარდგინებით. იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. იმავე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

6. 42-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიმართოს სააგენტოს რეკომენდაციით მსჯავრდებულისათვის დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე.“.

7. 551 მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

8. 75-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. მას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.“.

9. 116-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) პროფესიული მომზადება და გადამზადება;“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:

„5. მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (შემდგომ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი).

6. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირი.“.

მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესის დამტკიცება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2019 წ.

N5392-Iს