დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 346 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/11/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017251 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
771 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამს.“. |
2.
78-ე მუხლის: |
ა)
მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შერჩეული პირის მიერ ალკოჰოლიანი სასმელის სავალდებულო ნიშანდებისთვის გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკა დატანილი უნდა იყოს ისეთი ფორმით, რომ მარკაზე აღნიშნული ბორჯღალოს აღმნიშვნელი სიმბოლო მთლიანად განთავსდეს ტარის თავსახურზე ან ყელზე. 6. თამბაქოს ნაწარმის მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება არსებულ შეფუთვაზე, პოლიეთილენის საფარველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შიგნიდან. საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე სიგარას, სიგარილას და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 100 00 აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების შემთხვევაში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება შესაძლებელია განხორციელდეს არსებულ შეფუთვაზე, პოლიეთილენის ან/და სხვა საფარველის არსებობის შემთხვევაში, საფარველის გარედან.“; |
ბ)
71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. ცალკეულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, 5 ლიტრი და მეტი ტევადობის ლუდის ნაწარმზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 240311 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00, 2403 99 100 00, 2403 99 900 01, 2403 99 900 02 და 3824 90 980 01 კოდებში მითითებულ საქონელზე სავალდებულო ნიშანდება შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლისგან განსხვავებული წესით.“. |
3.
79-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401,2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00 და 3824 90 980 01 კოდებში მითითებული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 8.0 ევროს ეკვივალენტი ლარებში.“. |
4.
792 მუხლის: |
ა)
მე-2 პუნქტის: |
ა.ა)
„ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
,,ბ1) აქციზური მარკა 24 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);”; |
ა.ბ)
„მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ - ჟ“ ქვეპუნქტები:
„ნ) ადგილობრივი დანარჩენი თამბაქო 1000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ო) ადგილობრივი დანარჩენი თამბაქო 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); პ) ადგილობრივი მოსაწევი სითხეები 1000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ჟ) ადგილობრივი მოსაწევი სითხეები 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);“. |
5.
792 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00 და 3824 90 980 01 კოდებში მითითებულ საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერი განისაზღვრება ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო აქციზური მარკების შეფუთვის ფორმები განისაზღვრება ადგილობრივი დანარჩენი თამბაქოსა და ადგილობრივი მოსაწევი სითხეებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.“. |
6.
793 მუხლის: |
ა)
მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მე-3 სვეტში მიეთითება – მომხმარებლის მიერ წარმოებული/იმპორტირებული პროდუქციის სახეობა (ალკოჰოლური სასმელი, ლუდი, თამბაქოს ნაწარმი შესაბამისი სახეობის მითითებით, არააქციზური საქონელი);“; |
ბ)
მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მე-4 სვეტში მიეთითება – მომხმარებლის მიერ წარმოებული/იმპორტირებული აქციზური/არააქციზური პროდუქციის ერთეულის ლიტრაჟი, თამბაქოს ნაწარმზე – კოლოფში ან სხვა შეფუთვაში განთავსებული ღერებისა ან სხვა ნაწარმის რაოდენობა/მოცულობა;“. |
7.
811 მუხლის მე - 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამოუყენებული მატერიალური ფორმის აქციზური მარკების უკან დაბრუნება ხორციელდება შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების შესწავლის შედეგების შემოსავლების სამსახურისთვის შეტყობინების შემდეგ, შემოსავლების სამსახურისგან მიღებული დასტურის შესაბამისად, როგორც ნაწილობრივი, ასევე, 792 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეფუთვების ფორმით. თამბაქოსათვის განკუთვნილი აქციზური მარკების დაბრუნების შემთხვევაში, უკან დაბრუნებული აქციზური მარკების შეფუთვების ფორმები უნდა შეესაბამებოდეს მის გაცემისას არსებულ ფორმებს, გარდა 792 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რულონური (თვითწებადი) შეფუთვის ფორმებისა.“. |
8.
812 მუხლის მე -5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) უზრუნველყოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00, 2403 99 100 00, 2403 99 900 01, 2403 99 900 02 და 3824 90 980 01 კოდებში მითითებული საქონლისათვის მიღებული მატერიალური აქციზური მარკის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება) აქციზური მარკის მიღებისთანავე, არაუგვიენეს მიღებიდან 1 სამუშაო დღისა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები