„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 223/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016418
223/04
18/11/2019
ვებგვერდი, 19/11/2019
220090000.18.011.016418
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №223/04 №350

2019 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-№51 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ, III, №13, 03.02.2010, მუხ.151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ემისია) – პირდაპირი განთავსებით ან აუქციონზე გაყიდული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობა;“;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1)  ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა – ფინანსთა სამინისტროს მიერ, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა დაფარვის თარიღამდე, მეორად ბაზარზე აუქციონის მეშვეობით ან  აუქციონის გარეშე, თუ გამოსყიდვის შესაძლებლობა წინასწარ განსაზღვრულია გამოსასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებში;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების და გამოსყიდვის ოპერაციების ორგანიზება“;

ბ)  პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე ან აუქციონის გარეშე, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობების შესაბამისად.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არაუგვიანეს ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს გამოშვების კალენდარს სულ მცირე მომდევნო სამი თვისათვის. ანალოგიურად შეიძლება გამოქვეყნდეს გამოსყიდვის კალენდარი.

2. გამოშვების კალენდარი მოიცავს ინფორმაციას აუქციონების ჩატარების თარიღების, თითოეულ აუქციონზე გასაყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვადიანობის და მოცულობის შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. გამოსყიდვის კალენდარი მოიცავს ინფორმაციას გამოსყიდვის აუქციონების ჩატარების თარიღების, თითოეულ აუქციონზე გამოსასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის, ფასიანი ქაღალდის დაფარვამდე დარჩენილი დღეების რაოდენობის და საჭიროების შემთხვევაში ფასიანი ქაღალდის რაოდენობის შესახებ.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებისა და გამოსყიდვის კალენდრების შედგენა და მასში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება ხდება ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, რისთვისაც იგი კალენდრების პროექტს გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე უგზავნის ეროვნულ ბანკს.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამოშვების აუქციონის გამოცხადებისას ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს გამოშვების აუქციონის თარიღს, გასაყიდად გამოტანილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერს და რაოდენობას, ანგარიშსწორებისა და დაფარვის თარიღებს, ასევე სახაზინო ობლიგაციებისათვის კუპონის გადახდის თარიღებს.“;

ე) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 და 53 პუნქტები:

„52. გამოსყიდვის აუქციონის გამოცხადებისას ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს გამოსყიდვის აუქციონის თარიღს, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერს, ანგარიშსწორების თარიღს და საჭიროების შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების საორიენტაციო ან ზუსტ რაოდენობას.

53. აუქციონის გარეშე გამოსყიდვის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს გამოსასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის საიდენტიფიკაციო ნომერს, გამოსყიდვის თარიღს, ანგარიშსწორების თარიღს და ანგარიშსწორების თანხას.“.

4. 42 მუხლის:

ა) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფინანსთა სამინისტრო, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, წინასწარ განსაზღვრავს ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების მოცულობებს და ბანკებს შორის განაწილების პრინციპს, რის შესახებაც წინასწარ ეცნობებათ ბანკებს. ამ საკითხზე შესაძლებელია წინასწარი კონსულტაცია განხორციელდეს საბანკო სექტორთან.

3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შეტყობინებაში ცალკე მიეთითება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერი და რაოდენობა, გამოშვების მოცულობა, კუპონის განსაზღვრის წესი, ემისიის განთავსების ფორმა და ბანკებს შორის განაწილების პრინციპი და/ან ლიმიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. საქართველოს მთავრობის და/ან ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ფორმიდან ერთ-ერთის მეშვეობით:

ა) აუქციონით, ამავე აუქციონზე წარდგენილი კონკურენტული განაცხადების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით;

ბ) პირდაპირი განთავსებით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებით ან იმავე ვადიანობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბოლო აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თითოეული ბანკისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული ლიმიტის ფარგლებში ავტომატურად კმაყოფილდება ამ მუხლის შესაბამისად გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის განაცხადები, რომელიც ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით არის წარდგენილი.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აუქციონზე წარმოდგენილი ერთი არაკონკურენტული განაცხადის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თითოეული ბანკის მიერ გამოშვების აუქციონზე წარდგენილი საკუთარი განაცხადების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 75%-ს.“;

გ) 122 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„122. გამოშვების აუქციონზე თითოეული ბანკის მიერ წარდგენილი ერთი კლიენტის განაცხადების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 50%-ს.“;

დ) მე-16 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონკურენტული განაცხადის შემთხვევაში: შესასყიდი/გასაყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რაოდენობას და საპროცენტო განაკვეთს (მეათასედის/მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით). კლიენტის სახელით გაკეთებულ განაცხადში ბანკი გააკეთებს შესაბამის მითითებას;

ბ) არაკონკურენტული განაცხადის შემთხვევაში: შესასყიდი/გასაყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ჯამურ ოდენობას და საკუთარი და კლიენტებისაგან მიღებული განაცხადების რაოდენობას.“.

6. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოშვების აუქციონზე მიღებული განაცხადები ეგზავნება ფინანსთა სამინისტროს. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტრო მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ გაუგზავნის შეტყობინებას აუქციონის განკვეთის დონის დადგენის შესახებ, მაშინ გამოშვების აუქციონი სრულდება:

ა) აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების სრულად განთავსებით, თუ აუქციონზე შემოსული განაცხადების მოცულობა უტოლდება ან აღემატება გამოცხადებული ემისიის მოცულობას;

ბ) შემოსული განაცხადების სრულად დაკმაყოფილებით, თუ აუქციონზე შემოსული განაცხადების მოცულობა ნაკლებია გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების მოცულობაზე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. თუ გამოსყდვის აუქციონის შეტყობინებაში მითითებულია გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობა და ფინანსთა სამინისტრო განაცხადების მიღებიდან მომდევნო ერთი საათის განმავლობაში არ აცნობებს ეროვნულ ბანკს აუქციონის განკვეთის დონეს, გამოსყიდვის აუქციონი სრულდება:

ა) ფასიანი ქაღალდების სრული გამოსყიდვით, თუ გამოსყიდვის აუქციონზე შემოსული განაცხადების მოცულობა უტოლდება ან აღემატება გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების წინასწარ გაცხადებულ მოცულობას;

ბ) შემოსული განაცხადების სრულად დაკმაყოფილებით, თუ აუქციონზე შემოსული განაცხადების მოცულობა ნაკლებია გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების წინასწარ გაცხადებულ მოცულობაზე.

22. თუ გამოსყიდვის აუქციონის შეტყობინებაში არ არის მითითებული გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობა, ფინანსთა სამინისტრო მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ეროვნულ ბანკს აცნობებს აუქციონის განკვეთის დონეს და გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას.“;

გ) მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. არაკონკურენტული განაცხადების ჯამური თანხა, მაგრამ არაუმეტეს მთლიანი გამოცხადებული ემისიის/გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების მოცულობის 25%-ისა, აკლდება ემისიის/გამოსასყიდ მოცულობას და დარჩენილი ნაწილით განისაზღვრება კონკურენტული განაცხადების აუქციონის მოცულობა.

4. იმ შემთხვევაში თუ მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არაკონკურენტული განაცხადების საერთო თანხა გამოცხადებული ემისიის/გამოსასყიდი მოცულობის 25%-ზე მეტია, არაკონკურკეტული განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით.

5. გამოშვების აუქციონზე დაშვებული ყველა კონკურენტული განაცხადი დალაგდება განაცხადში მითითებული საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  პუნქტი:

„51. გამოსყიდვის აუქციონზე დაშვებული ყველა კონკურენტული განაცხადი დალაგდება განაცხადში მითითებული საპროცენტო განაკვეთების კლების მიხედვით.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამოშვების აუქციონზე პირველ რიგში დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე კონკურენტული განაცხადი, ხოლო შემდგომ ყოველი მომდევნო მაღალი განაკვეთის მქონე კონკურენტული განაცხადი და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დაკმაყოფილებული კონკურენტული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება კონკურენტული განაცხადების აუქციონის მოცულობას ან საპროცენტო განაკვეთი მიაღწევს აუქციონის განკვეთის დონეს.“;

ვ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61  პუნქტი:

„61. გამოსყიდვის აუქციონზე პირველ რიგში დაკმაყოფილდება ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (ყველაზე დაბალი ფასის) მქონე კონკურენტული განაცხადი, ხოლო შემდგომ ყოველი მომდევნო დაბალი განაკვეთის მქონე კონკურენტული განაცხადი, სანამ სრულად არ იქნება გამოსყიდული ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსყიდვის აუქციონის შეტყობინებაში მითითებული ან აუქციონის მიმდინარეობისას, განკვეთის დონის საფუძველზე განსაზღვრული გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.“;

ზ) მე-7–მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ გამოშვების აუქციონის დასრულებისას ყველაზე მაღალი და გამოსყიდვის აუქციონის დასრულებისას ყველაზე დაბალ ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთის მქონე რამდენიმე კონკურენტული განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ გაუნაწილებელი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდებიან პროპორციულად.

8. საჭიროების შემთხვევაში, პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, გასაყიდად/გამოსასყიდად გაცხადებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა გაიზრდება ან შემცირდება აუქციონის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

9. სახაზინო ობლიგაციის კუპონის განაკვეთი დგინდება გამოშვების აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ერთი მერვედის ჯერადამდე დამრგვალებით.“;

თ) 93 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„93. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმის ფარგლებში გამოსაშვებ სახელმწიფო ფასიან ქაღალდზე კუპონის განაკვეთი ფინანსთა სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს ერთ-ერთი შემდეგი წესით:

ა) ამავე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის პირველად აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით, აუქციონის მეშვეობით განთავსების შემთხვევაში;

ბ) ამავე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის პირველად აუქციონზე დაფიქსირებული კუპონის განაკვეთი, პირდაპირი განთავსების შემთხვევაში.“.

7. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოშვების აუქციონის ანგარიშსწორების დღეს, არაუგვიანეს საოპერაციო საათის დასრულებამდე, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებად საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ხდება აუქციონში გამარჯვებული ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვა სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშსწორების ანგარიშზე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. გამოსყიდვის აუქციონის ანგარიშსწორების დღეს, არაუგვიანეს საოპერაციო საათის დასრულებამდე, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებად საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ხდება გამოსყიდული ფასიანი ქაღალდების შესაბამისი თანხის ჩამოჭრა სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშსწორების ანგარიშიდან და მათი ჩარიცხვა აუქციონში გამარჯვებული ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი