„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5293-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.019654
5293-Iს
26/11/2019
ვებგვერდი, 04/12/2019
260000000.05.001.019654
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6პუნქტი:

„61. სამსახური უფლებამოსილია რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით პირისგან/აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. თავის მხრივ, პირი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.“.

2. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. სამსახური უფლებამოსილია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით პირისგან/აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით). ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22მუხლი:

„მუხლი 221. სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაცია

1. ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას სამსახურს უფლება აქვს, სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაციის მიზნით მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა.

2. სამსახური ინფორმაციას/დოკუმენტს სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უგზავნის ან/და წარუდგენს მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით. ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნის ფორმას ირჩევს სამსახური.

3. ერთი დოკუმენტის რამდენჯერმე ან სხვადასხვა ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის სუბიექტისთვის/პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის პირველად ჩაბარების თარიღი.

4. მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ  ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას განმეორებით ეგზავნება. 

5. ინფორმაცია/დოკუმენტი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ელექტრონული ფორმით წარედგინება ელექტრონული ფოსტის ან/და ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

6. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარებას ადრესატი ელექტრონული საშუალებით ადასტურებს.

7. ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) მეშვეობით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, რასაც იგი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ადასტურებს.

8. სამსახურსა და სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის მიმოწერის წესს ადგენს სამსახური.“.

4. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სამსახურის მიერ გამოცემული, ძალაში შესული ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი იძულებითი აღსრულება ხდება სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

26 ნოემბერი 2019 წ.

N5293-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.