,,ევროელექტრონიქსი + - ის'' საქმესთან დაკავშირებით უსწორობის გასწორების შესახებ

,,ევროელექტრონიქსი + - ის'' საქმესთან დაკავშირებით უსწორობის გასწორების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/26160-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 31/10/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/26160-17
31/10/2019
ვებგვერდი, 08/11/2019
,,ევროელექტრონიქსი + - ის'' საქმესთან დაკავშირებით უსწორობის გასწორების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/26160-17

საქართველოს სახელით

 უსწორობის გასწორების შესახებ

2019 წლის 31 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე


კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენლები – მერაბ წირქვაძე, სალომე გულოშვილი

მოვალე: შპს „ევროელექტრონიქსი +'', ს/ნ 200261199

წარმომადგენელი: დავით ალავიძე

მეურვე: აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი: ლელა ხაციკიდუ

მოთხოვნა: უსწორობის გასწორება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებაში შესწორების შეტანის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ის მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,ევროელექტრონიქსი+'' გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2019 წლის ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას უსწორობის გასწორების შესახებ განცხადებით მომართა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა. კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული საგადასახადო მოთხოვნის ნომერი 83071 არ ემთხვევა 29.12.2017 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული არცერთი ტრანზაქციის მოთხოვნის ნომერს, რის გამოც, განმცხადებელმა უსწორობის გასწორება მოითხოვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება საფუძვლიანია და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, №99949 საგადასახადო მოთხოვნის ნაცვლად მითითებულია №83071.

შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284- 285-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. სამოქალაქო საქმეზე №2/26160-17 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებაში შევიდეს შესწორება.

2. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის №GE07TB7563236020100006 ანგარიშზე (მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 203860642; მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE22; დასახელება: ქ. თბილისი, სს „თიბისი ბანკის“ სათავო ბანკი, საგადახდო მოთხოვნა №99949 ) შეტანილი 5000 ლარი გადაეცეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასურის სახით.“

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდ. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

მოსამართლე:  ვერა დობორჯგინიძე.