„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016311
20
06/11/2019
ვებგვერდი, 08/11/2019
010250050.35.126.016311
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2019 წლის 6 ნოემბერი

ქ. თერჯოლა

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №13 დადგენილებაში (ვებგვერდი, 02.02.2018, ს.კ 010250050.35.126.016256) და დადგენილების 1-ლი მუხლით დატკიცებული სამსახურის დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;

გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;

დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;

ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;

ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის დაჯავშნის ორგანიზება;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოვალეობანი;

თ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი აღრიცხვა;

ი) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;

კ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;

ლ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

მ) ხალხისა და სატრანპორტო რესურსის მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;

ნ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს;

ო) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტისათვის;

პ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობას და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს.

2. სამსახური უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის:

ა)   1961 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის, უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებაზე მოქალაქის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობის თაობაზე;

ბ) 1963 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა მიღების თაობაზე, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი;

გ) 1966  მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შეუტყობინებლობის თაობაზე.

დ) 197-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – მუნიციპალიტეტის მერიისათვის სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობლობის თაობაზე;

ე) 1971 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე –  სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის თაობაზე;

ვ) 198-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე – სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭების ან დაკარგვის თაობაზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე