„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 520
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021540
520
05/11/2019
ვებგვერდი, 06/11/2019
470230000.10.003.021540
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №520

2019 წლის 5 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-4 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სააგენტომ გამოიყენოს ამ პროგრამის მიზნებისთვის;“;

ბ) „ვ“ და „ვ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს განახლებული მონაცემები (პირადი ნომრის მითითებით) წინა თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით შემდეგი კატეგორიის პირთა შესახებ (ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სააგენტომ გამოიყენოს ამ პროგრამის მიზნებისთვის):

ვ.ა) საჯარო სკოლის მასწავლებლები;

ვ.ბ) საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი;

ვ.გ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები;

ვ.დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტით;

ვ.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

ვ.ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები;

ვ.ზ) სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვები;

ვ.თ) პროფესიული სტუდენტები, მათ შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ კომპეტენციის ფარგლებში წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;

ვ.ი) საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელმაც თანხმობა განაცხადა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით განსაზღვრულ – საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს მიღებაზე;

1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სტუდენტების შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეთანხმებული ფორმატით. ამასთან,  2014  წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოიყენოს ამ პროგრამის მიზნებისთვის;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა):

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ ქვეპუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.ზ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ – „ვ.ზ“ და „ვ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები;“;

) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი, გარდა ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-11 მუხლის 31 და მე-15 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის პირველი, 11 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევა ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისას განიხილება და შეფასდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესით.“;

) მე-15 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პაციენტი, თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით, იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის საჭიროებით განხორციელებული რეფერალის/ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებისა (რომლებიც, მათი შემდგომი მიმდინარეობის მიუხედავად, სრულად განიხილება პროგრამულ შემთხვევად) და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა.“;

დ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ პროგრამის მოსარგებლის კატეგორიის განსაზღვრისას გამოყენებულ მონაცემთა წყაროებში არსებულმა შეუსაბამობამ/ უზუსტობამ, რაც დადასტურდება კომპეტენტური ორგანოების მიერ, მიმწოდებლისა და პაციენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განაპირობა ამ დადგენილების №1 დანართის მე-8 და მე-11 მუხლებით დადგენილი პირობების დარღვევა, შესაბამისი შემთხვევები განიხილება და კლასიფიცირდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესით.“;

ე) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემა (გარდა მშობიარობისა და საკეისრო კვეთისა);“;

ვ) 22-ე მუხლის:

ვ.ა) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მ.შ., კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 14, 21 და 45 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა) ანაზღაურება ხდება №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით.“;

ვ.ბ) 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:.

„82. №1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით,  №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კარდიოქირურგიული მომსახურებების ანაზღაურება ხდება  განმახორციელებლის მიერ ნოზოლოგიური ჯგუფებისთვის (დიაგნოზთან შეჭიდული მსგავსი სირთულის შინაარსობრივად ერთგვარი ინტერვენციების დაჯგუფება) დანართ №1.8-ის შესაბამისად განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში შესაბამისი პროცენტული თანაგადახდისა და წლიური ლიმიტის გათვალისწინებით.“.

3. დადგენილების №1.1 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) მე-2 პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირებისა და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარნენ კონსერვატულ მკურნალობას), ასევე დეფიბრილატორით ან გულის რესინქრონიზაციული თერაპიის აპარატით აღჭურვილი იმპლანტირებადი რითმის ხელოვნური წარმმართველის ხარჯები;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე (ოპერაციები ჭარბი წონის დროს). აღნიშნულ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.“.

4. დადგენილების №1.2 დანართის (გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები) მე-2 პუნქტის „“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპიის ტარიფები (ლარი)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპიის ტარიფები (ლარი)

 

დონე

დაყოვნება  ≤ 14 /

დაყოვნება > 14/  ≤ 21/

დაყოვნება > 21/  ≤ 45/

დაყოვნება >45/

I

240

200

150

90

II-III

440

380

250

140

ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა

I

200

150

140

80

II-III

420

350

250

150

 

 

 

 

 

 

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (1 სეანსი)

120

 

სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა (ერთი ტრანსფუზია)

80

           

.

 

5. დადგენილების №1.2 დანართის (გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (გადაუდებელი მდგომარეობები) განსაზღვრული ცხრილის:

ა) 7.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „

7.4.

K25/K26 / K27/ K92.2

კუჭის წყლული/ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული/ პეპტიკური წყლული დაუზუსტებელი/ გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი

JDS

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ქირურგია

გართულებული სისხლდენით/ პერფორაციით

პერფორირებული წყლულის გაკერვა, სისხლმდენი წყლულის ამოკერვა/  ჰემოსტაზი

1980

                                                                                                              “;

 

) 7.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7.6.

K25/K26 /K27 / K92.2

კუჭის წყლული/ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული/ პეპტიკური წყლული დაუზუსტებელი/ გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი

 

კონსერვატული მკურნალობა

გართულებული სისხლდენით/ პოსტჰემორაგიული ანემია

ჰემოტრანსფუზია ან მის გარეშე

1028

                                                                                                              “;

 

გ) 8.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

„8.1.

K56.1 / K56.2/ K56.3/ K56.4/ K56.5/ K56.6

ნაწლავთა ჩაჭედვა (ინვაგინაცია)/ ნაწლავის შემოგრეხა/ გაუვალობა, გამოწვეული ნაღვლოვანი კენჭით/ ნაწლავის სანათურის სხვა ფორმის დახშობა/ ნაწლავის შეხორცებები (ჭიმები) ნაწლავის გაუვალობით/ სხვა და დაუზუსტებელი ნაწლავის ობსტრუქცია

JFS

ნაწლავების ქირურგია

 

მითითებული ჩარევების ნებისმიერი კომბინაცია, გარდა დამოუკიდებლად 8.2. პუნქტით განსაზღვრული ჩარევების კომბინაციისა

2450

                                                                                                              “;

 

დ) 11.4, 11.5 და 11.6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11.4.

K65.0/ K65.8/ K65.9

მწვავე პერიტონიტი/ პერიტონიტის სხვა სახეები/პერიტონიტი დაუზუსტებელი

JASH00

JASK

JFS

JKSA20

ლაპაროტომია, გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია

პერიტონეუმის ღრუს დრენირება და გამორეცხვა

ნაწლავების ქირურგია

ქოლეცისტექტომია

ჩირქოვანი

რეაქტიული სტადია (პირველი 24 საათი); ორგანოზე ჩარევით (არ იგულისხმება აპენდექტომია და ულცერორაფია)

 

მითითებული ჩარევების ნებისმიერი კომბინაცია

2450

11.5.

K65.0 / K65.8 / K65.9

მწვავე პერიტონიტი/ პერიტონიტის სხვა სახეები/პერიტონიტი დაუზუსტებელი

JASH00

JASK

JFS

JKSA20

ლაპაროტომია, გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია

პერიტონეუმის ღრუს დრენირება და გამორეცხვა

ნაწლავების ქირურგია

ქოლეცისტექტომია

ჩირქოვანი

ტოქსიკური სტადია (25 -72 საათი) ორგანოზე ჩარევით (არ იგულისხმება აპენდექტომია და ულცერორაფია)

 

მითითებული ჩარევების ნებისმიერი კომბინაცია

2463

11.6.

K65.0 / K65.8 / K65.9

მწვავე პერიტონიტი/ პერიტონიტის სხვა სახეები/პერიტონიტი დაუზუსტებელი (ჩირქოვანი)

JASH00

JASK

JFS

JKSA20

ლაპაროტომია, გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია

პერიტონეუმის ღრუს დრენირება და გამორეცხვა

ნაწლავების ქირურგია

ქოლეცისტექტომია

ჩირქოვანი

ტერმინალური სტადია (72 საათი და მეტი) ორგანოზე ჩარევით (არ იგულისხმება აპენდექტომია და ულცერორაფია)

 

მითითებული ჩარევების ნებისმიერი კომბინაცია

2550

                                                                                                    “;

 

ე) 17.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17.1.

S06.0

თავის ტვინის შერყევა

 

კონსერვატული მკურნალობა

 კტ კვლევის საფუძველზე

420

                                                                                                    “;

ვ) 21.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21.6.

S32.7

ხერხემლის გავა-წელის ნაწილის და მენჯის მრავლობითი მოტეხილობა

NASJ99

NESJ

ხერხემლის მოტეხილობის სხვა ოპერაცია

მენჯის მოტეხილობის ქირურგია

 

3500

                                                                                                    “;

 

ზ) 24.1 და 24.2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

24.1.

G45.0

ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი

500

24.2.

G45.9

გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევა, დაუზუსტებელი

400

                                                                                                    “;

 

თ) 24.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

24.4.

G46.8*

თავის ტვინის სხვა სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულური ავადმყოფობის დროს (I 60-I 67+)

500

                                                                                                    “;

 

) 24.13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

24.13.

R10

მუცლისა და მენჯის ტკივილი (ძლიერი ტკივილი, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) (იმ შემთხვევებში, როდესაც ჩატარებული კვლევების საფუძველზე საჭიროა რეფერალი პროფილურ კლინიკაში)

400

                                                                                                    “;

 

კ) 24.16 და 24.17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

24.16.

I50

გულის უკმარისობა (გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV კლასი NYHA კლასიფიკაციით)

629

24.17.

 

გულყრის შემდგომი სტაციონარული დაკვირვება (ZYZX80) 

711

                                                                                                    .“.

 

6. დადგენილების №1.3 დანართის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე (ოპერაციები ჭარბი წონის დროს). აღნიშნულ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.“.

7. დადგენილების №1.4 დანართის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგბლეებისათვის) მე-2 პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე, ეგზოპროთეზირებისა და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარნენ კონსერვატულ მკურნალობას), ასევე დეფიბრილატორით ან გულის რესინქრონიზაციული თერაპიის აპარატით აღჭურვილი იმპლანტირებადი რითმის ხელოვნური წარმმართველის ხარჯები;“;

ბ)  „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე (ოპერაციები ჭარბი წონის დროს). აღნიშნულ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.“.

8. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1.8 – (პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები):

„დანართი №1.8

პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები
 

კოდი

დასახელება

ტარიფი

(ლარი)

1CAR

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/-FNDC1A - გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია

550

2CAR

ბალონური დილატაცია

1600

3CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 1 სტენტით)

1800

4CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 2 სტენტით)

2100

5CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 3 სტენტით)

2400

6CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 4 სტენტით)

2700

7CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 5 სტენტით)

3000

8CAR

აორტო-კორონარული შუნტირება/გულის კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა/თრომბექტომია, აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე/სხვა ოპერაციები პარკუჭსა და წინაგულზე, აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე

8500

9CAR

ერთი სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება/გულის კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა, 1 სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება-/-ერთი სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება, აორტო-კორონარული შუნტირება/ შეძენილი VSD-ის დახურვა აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე/გულის ანევრიზმის გამო ოპერაცია აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე (მინითორაკოტომიით ან მის გარეშე)

12000

10CAR

ორი და მეტი სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება/გულის კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა, 2 და მეტი სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება/ორი და მეტი  სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება და აორტო-კორონარული შუნტირება (მინითორაკოტომიით ან მის გარეშე)

13500

11CAR

აორტის ანევრიზმის რეკონსტრუქცია აორტო- კორონარულ შუნტირებასთან ერთად ან მის გარეშე/აორტის ანევრიზმის რეკონსტრუქცია და/ან სარქვლ(ებ)ის პლასტიკა/პროთეზირება  აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე

15500

12CAR

გულის აბერანტული კერის აბლაცია

3500

13CAR

გულის აბერანტული კერის მაღალტექნოლოგიური აბლაცია

12000

14CAR

პეისმეიკერის (რიტმის წარმმართველის) იმპლანტაცია

3400

15CAR

სამკამერიანი პეისმეიკერის იმპლანტაცია (დეფიბრილატორის გარეშე)/ რეიმპლანტაცია/მუდმივი ეპიკარდიული პეისმეკერის იმპლანტაცია ან გამოცვლა

12000

16CAR

ერთ/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია/რეიმპლანტაცია

13500

17CAR

რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია/ რეიმპლანტაცია

17000

18CAR

ერთი და ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ელექტროდის/ების გამოცვლა/ რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის ელექტროდის/ების გამოცვლა

3500

19CAR

Z95.0/ I44 / I45 / I49 -/- გულის ხელოვნური რიტმის გენერატორის არსებობა/წინაგულ-პარკუჭოვანი (ატრიო-ვენტრიკულური) და ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა/ გამტარობის სხვა დარღვევები/გულის რითმის სხვა დარღვევები -/- FPSJ00 - პეისმეკერის პულსის გენერატორის ან ელექტროდის რევიზია/ FPSE42 - წინაგულის ტრანსვენური ელექტროდის იმპლანტაცია/ FPSE44 - პარკუჭის ტრანსვენური ელექტროდის იმპლანტაცია

1100

20CAR

I30-I32 -/- მწვავე პერიკარდიტი/პერიკარდიუმის სხვა ავადმყოფობები/პერიკარდიტი, განვითარებული იმ ავადმყოფობათა დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში -/-  FESF10 - სუბტოტალური პერიკარდექტომია/ FESF20 - პერიკარდექტომია დეკორტიკაციასთან ერთად

3450

.“.

მუხლი 2
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების და/ან კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-4 და მე-8 პუნქტების ამოქმედებამდე, წერილობითი ფორმით, განმახორციელებლის წინაშე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მეორე პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და  მე-8 პუნქტისა. ამასთან, პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მოქმედებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან, ხოლო მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტი, მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-8 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია