„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 514
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.021534
514
01/11/2019
ვებგვერდი, 04/11/2019
190040000.10.003.021534
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №514

2019 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2013, 190040000.10.003.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურა

1. ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების შესახებ წინადადებას ამზადებს მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო რეგიონული პროექტების შესახებ წინადადებას – მუნიციპალიტეტების მერები ან სახელმწიფო რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული).

2. ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსების თაობაზე მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ის/რწმუნებულის წინადადება (შემდგომში – წინადადება) მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ხარჯების (მათ შორის, საპროექტო და საექსპერტო მომსახურების ხარჯების) დაფინანსების მიზნით თანხის მოთხოვნასა და საპროექტო წინადადებას, №1 დანართის შესაბამისად ან უკვე არსებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით თანხის მოთხოვნასა და №2 დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების ინიციირების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი წინადადებას განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო რეგიონული პროექტების ინიციირების მიზნით – მუნიციპალიტეტების მერები/რწმუნებული – შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო რეგიონული პროექტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოები. რწმუნებულის წინადადების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების საკრებულოები გადაწყვეტილებას იღებენ წინადადების მოწონებისა და წინადადებისთვის შემდგომი მსვლელობის მისაცემად, რწმუნებულისათვის მიმართვის შესახებ.

5. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ხარჯების (მათ შორის, საპროექტო და საექსპერტო მომსახურების ხარჯების) დაფინანსება შეიძლება, განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან/რწმუნებულის ადმინისტრაციის სახსრებით ან კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ წინადადებას მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ი/რწმუნებული წარუდგენს (წარუდგენენ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).

7. სამინისტრო მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ის/რწმუნებულის მიერ წარდგენილ წინადადებას, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, განსახილველად წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას (შემდგომში – კომისია).

8. კომისიის მიერ წინადადების განხილვის შედეგად წინადადების შესახებ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის დაფინანსების მიზნით, შესაბამისი სახსრების გამოყოფის თაობაზე სამინისტრო კომისიის შესაბამის რეკომენდაციას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ფონდიდან მუნიციპალიტეტ(ებ)ისათვის/რწმუნებულის ადმინისტრაციისათვის სახსრების გამოყოფის თაობაზე.

10. ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სახსრების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტ(ებ)ი/რწმუნებული.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ღირებულებაზე ნაკლები ღირებულების მქონე ადგილობრივი თვითმმართველობის ან რეგიონული პროექტი, თუ ის აკმაყოფილებს იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრომ შეიძლება, წარუდგინოს კომისიას იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ი/რწმუნებული სამინისტროს წარუდგენს (წარუდგენენ) შესაბამის დასაბუთებას.

3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონულ პროექტს, რომლის:

ა) თანადაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის/რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ, მუნიციპალიტეტის/რწმუნებულის ადმინისტრაციის საკუთარი სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით და აღემატება ამ წესის 31 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანადაფინანსების სავალდებულო ზღვრულ ოდენობას;

ბ) განხორციელება დაწყებულია ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის წარდგენის წლის წინა წელს/წლებში.“.

3. 32 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

მუხლი 32. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) დადგენის წესი

1. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხა (ლიმიტი) დგინდება შემდეგი წესით:

ა) ამ დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტებისათვის გათვალისწინებული მთლიანი თანხის (ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის) ნახევარი ავტომატურად განაწილდება თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ წინა სამი წლის ფარგლებში პირველი 2 წლის განმავლობაში ყოველ საბიუჯეტო წელს ამ დადგენილების პროცედურების შესაბამისად გამოყოფილი რესურსიდან ათვისებული თანხის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის მთლიანად ათვისებულ თანხასთან მიმართებით პროცენტული მაჩვენებლების (სახელმწიფო ხაზინის ყოველი წლის 31 დეკემბრის მონაცემებით) და მესამე, მიმდინარე წელს ამ დადგენილების პროცედურების შესაბამისად გამოყოფილი თანხის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის მთლიანად ათვისებულ თანხასთან მიმართებით პროცენტული მაჩვენებლების (1 ნოემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემებით) საშუალო არითმეტიკულის პროპორციულად;

ბ) ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ფონდით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მეორე ნახევრის განაწილების კრიტერიუმებია:

ბ.ა) თითოეულ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობის ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების მიხედვით აგრეგირებულ მოსახლეობის რაოდენობაში – გასანაწილებელი თანხის 40%;

ბ.ბ) ყოველი მუნიციპალიტეტის ფართობის ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების მიხედვით აგრეგირებულ ფართობთან მიმართებით – გასანაწილებელი თანხის 20%;

ბ.გ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების რაოდენობის ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების მიხედვით აგრეგირებულ კურორტებისა და საკურორტო ადგილების რაოდენობაში – გასანაწილებელი თანხის 20%;

ბ.დ) მოსახლეობის რაოდენობის ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობასთან ფარდობის ხვედრითი წილი – გასანაწილებელი თანხის 20%.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად მიღებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) დადგენის შემდგომ, ამავე თანხას (ლიმიტს) შესაძლოა, გამოაკლდეს წინა საბიუჯეტო წელს მუნიციპალიტეტის მიერ ამავე დადგენილების ფარგლებში აუთვისებელი თანხა (სახელმწიფო ხაზინის ყოველი წლის 31 დეკემბრის მონაცემებით), მომდევნო წლის დაწყების შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით.“.

4. 33 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 33. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების დაფინანსების წესი

1. თუ მუნიციპალიტეტმა მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 მარტამდე სრულად ვერ წარადგინა ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ი და ამ ლიმიტის არანაკლებ 75 პროცენტის ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია, ლიმიტის ფარგლებში დარჩენილი რესურსის ნახევარი (აუთვისებელი ლიმიტი) გამოიყენება სხვა მუნიციპალიტეტების დამატებითი პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო მეორე ნახევრის იმავე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი პროექტის წარდგენის შემთხვევაში, ამ დადგენილებით დამტკიცებული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.

2. მუნიციპალიტეტს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, არ აქვს უფლება, წარადგინოს დამატებითი პროექტები ამ მუხლით გათვალისწინებული ეკონომიების ან/და აუთვისებელი ლიმიტის ფარგლებში პროექტების დაფინანსების მიზნით.

3. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, იგი უფლებამოსილია, აუთვისებელი ლიმიტიდან დამატებითი პროექტების დაფინანსების მიზნით, წარადგინოს პროექტები არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 მარტისა.

4. კომისიის მიერ აუთვისებელი ლიმიტის გამოყენებით პროექტების დაფინანსების შესახებ წლის განმავლობაში პირველი გადაწყვეტილება მიიღება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 მაისისა. 

5. მუნიციპალიტეტს, რომელიც კომისიას წარუდგენს დამატებით პროექტებს აუთვისებელი ლიმიტიდან დასაფინანსებლად, 1 მარტს სრულად უნდა ჰქონდეს ლიმიტის არანაკლებ 95 პროცენტზე ხელმოწერილი ხელშეკრულებები.

6. მუნიციპალიტეტს, რომელიც მიიღებს დაფინანსებას ამ მუხლის  მე-5 პუნქტის შესაბამისად, არაუგვიანეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 ივნისისა, გამოყოფილი თანხის არანაკლებ 95 პროცენტის ფარგლებში უნდა ჰქონდეს ხელმოწერილი ხელშეკრულებები.

7. მუნიციპალიტეტს, რომელიც მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 მარტს სრულად წარადგენს ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში განსახორციელებელ პროექტ(ებ)ს და ამ ლიმიტის არანაკლებ 75 პროცენტის ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციას, მის მიერ ჩატარებული ტენდერ(ებ)ის ფარგლებში წარმოშობილი ეკონომიები რჩება მუნიციპალიტეტის მიერ  წარმოშობილი ეკონომიების ასათვისებლად, მიმდინარე წლის 1 მარტამდე შესაბამისი პროექტ(ებ)ის წარდგენის შემთხვევაში, რომლის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, ამ დადგენილებით დამტკიცებული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 მარტის შემდეგ წარმოშობილი ეკონომიების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

8. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მისი პროექტები გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და აუთვისებელი ლიმიტი, ეკონომია და/ან მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა ვერ უზრუნველყოფს პროექტისათვის საჭირო, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის იმ პროექტზე, რომლის განხორციელება გადადის მომდევნო საბიუჯეტო წელზე.“.

5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განხორციელების მიმდინარეობა

1. სამინისტრო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტ(ებ)იდან/ რწმუნებულისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტები დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მუნიციპალიტეტ(ებ)ი/რწმუნებული ვალდებულია, მოთხოვნიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები.

2. რწმუნებული უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტ(ებ)იდან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტები დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და რეგიონული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მოთხოვნიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარუდგინოს რწმუნებულს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები.

3. სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია, განახორციელოს ფონდიდან ამ წესის საფუძველზე დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის, ხოლო რწმუნებული – ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების ადგილზე დათვალიერება, რაც გულისხმობს აღნიშნული პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას.

4. სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტების და ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელებული ადგილზე დათვალიერების შედეგების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტ(ებ)ს/რწმუნებულს მისცეს რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის.

5. სამინისტრო ფონდიდან დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განხორციელების თაობაზე კომისიას ანგარიშს წარუდგენს წელიწადში 2-ჯერ, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივლისისა და მომდევნო წლის 20 იანვრისა.

6. კომისია საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ანგარიშს დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განხორციელების თაობაზე, წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს შესაბამისი წლის მომდევნო წლის 20 იანვრისა.“.

6. დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

__________________

მუნიციპალიტეტი

საპროექტო წინადადება

(ლარი)

 

 

საპროექტო წინადადების დასახელება

პროექტის სავარაუდო ღირებულება

მ.შ. მიმდინარე წელს ფონდიდან მოთხოვნილი თანხა ლარში

მ.შ.

თანადაფინანსება

საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის მოთხოვნილი თანხა

პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადები

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუნიციპალიტეტის მერი/

სახელმწიფო რწმუნებული: 

დანართი №2

__________________

მუნიციპალიტეტი

(ლარი)

პროექტის დასახელება

პროექტის სრული ღირებულება (საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულების გარეშე )

. . მიმდინარე წელს ფონდიდან მოთხოვნილი თანხა

. . თანადაფინანსება

პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადები

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუნიციპალიტეტის მერი/

სახელმწიფო რწმუნებული: “.

 

მუხლი 2
1. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული რეგულაციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მიმდინარე საბიუჯეტო წელს პროექტების წარმოდგენა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყება, მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის პროექტების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში თანადაფინანსების გათვალისწინება.

2. დაევალოთ შესაბამის უწყებებს, 2020 წლის 1 იანვრამდე, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული რეგულაციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, გარდა შესაბამისი თანხების გადარიცხვისა.

 

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია