დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 458 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.22.027.016955 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) გამოძიების ჩატარება კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად;“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) გენერალური ინსპექციის უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, გარდა გენერალური ინსპექციის საგამოძიებო ქვემდებარეობას დაქვემდებარებული საქმეებისა, მოპოვებული მასალები, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს;“; ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ითანამშრომლოს საგამოძიებო/სამართალდამცავ ორგანოებთან;“. 3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ქვეპუნქტი: „ზ1) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაციას სატელეფონო შეტყობინებით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“. 4. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამოძიების ჩატარებას კანონმდებლობით განსაზღვრული სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად;“. 5. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგამოძიებო ქვემდებარეობის გათვალისწინებით შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემულ საქმეთა ჩამონათვალს;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები