„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5235-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 160000000.05.001.019636
5235-Iს
30/10/2019
ვებგვერდი, 30/10/2019
160000000.05.001.019636
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის აღნიშნული კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას.“.

2. მე-7 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ადვოკატი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ანგარიშგების ფორმას აგზავნის იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ოქტომბერი 2019 წ.

N5235-Iს