„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5233-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 220030000.05.001.019637
5233-Iს
30/10/2019
ვებგვერდი, 30/10/2019
220030000.05.001.019637
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 24.07.2002, მუხ. 104) 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მოთხოვნის, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის მოთხოვნის ან წერილობითი მითითების, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესაბამისი საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი;

დ) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს;

ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს, აგრეთვე ბუღალტერს (არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;

ვ) საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს საკრედიტო კავშირის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევის განსახილველად, მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიების განსახორციელებლად ან საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;

ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) საკრედიტო კავშირს გაუუქმოს ლიცენზია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ოქტომბერი 2019 წ.

N5233-Iს