„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 07/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 19/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021520
500
24/10/2019
ვებგვერდი, 28/10/2019
010240030.10.003.021520
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №500

2019 წლის 24 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2018, 010240030.10.003.020784) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „პ“ − „ყ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება;“;

ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ – „უ“ ქვეპუნქტები:

„ნ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა;

ო) სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

პ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, თანამდებობების აღწერების შედგენის პროცესის კოორდინირება;

ჟ) პერსონალის შერჩევა, კონკურსების ორგანიზება, ასევე  სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება;

რ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა;

ს) თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება, ასევე სამინისტროს სისტემის შესაბამის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენის/აღრიცხვის კონტროლი;

ტ) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი, ასევე სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა/ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი რესურსების მოძიება;

უ) იურიდიული დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

გ) მე-6 პუნქტის:

გ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება. სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“;

გ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ – „რ“ ქვეპუნქტები:

„თ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე. ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი;

ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა სხვადასხვა გასაცემლის, ასევე  იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება, აღრიცხვა და კონტროლი;

კ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი;

ლ) სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა;

მ) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;

ნ) სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით მიღებული (გაცემული) და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული (გაცემული) მოძრავი აქტივების აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემაზე/განაწილებაზე კონტროლი; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ო) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობათა, ასევე სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე კონტროლი;

პ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და იურიდიული პირებისათვის უძრავი ქონების აღრიცხვისა და ელექტრონული რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;

ჟ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და  იურიდიული პირებისათვის საჭირო უძრავ-მოძრავი ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით სარგებლობაში გადაცემასა და განკარგვასთან, ასევე ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა-მომზადების უზრუნველყოფა;

რ) ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

დ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ორი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 7 ნოემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია