დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 496 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 330110000.10.003.021516 |
|
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 154, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართ №3-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით, ხოლო მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნუმერაციის ახალი სისტემა ითვალისწინებს საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების შემდეგ უნიფიცირებულ ერთიან სამნიშნა სპეციალურ მოკლე ნომრებს: სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 111, საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი – 112, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი – 113, გაზის საავარიო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 114, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 122, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 123, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 125, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 126, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი სამნიშნა ნომერი – 153 და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი –199.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
1 XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები (კოდები)
|
1 XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) პირველი და მეორე ციფრები
|
|
დოკუმენტის კომენტარები