დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-70/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016638 |
01-70/ნ
22/10/2019
ვებგვერდი, 23/10/2019
470230000.22.035.016638
,,პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
|
,,პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2015, 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 82 და 83 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,82. 2018 წლის 1 იანვრიდან პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების მონიტორინგის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტრო, პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მეშვეობით. 83. 2018 წლის 1 იანვრიდან პერინატალური სერვისის დონის მინიჭებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო ჯგუფი, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება, გარდა პირველი მუხლით განსაზღვრული 83 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლით განსაზღვრული 83 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები