„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5128-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 340150000.05.001.019626
5128-Iს
16/10/2019
ვებგვერდი, 23/10/2019
340150000.05.001.019626
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის: 

ა) „ა.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა.ა) „ა.ზ“ ქვეპუნქტი:

„ა.ზ) თამბაქოს ახალი ნაწარმი − თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის არცერთ სხვა კატეგორიაში;“;

ა.ბ) „ა.თ“ ქვეპუნქტი:

„ა.თ) თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები;“;

ა.გ) „ა.ი“ ქვეპუნქტი:

„ა.ი) გასახურებელი თამბაქო − თამბაქოს ნაწარმი (გარდა ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალისა/კარტრიჯისა/კაფსულისა), რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გახურების გზით მოხმარებისთვის;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის ან გახურების შედეგად გამოყოფილი პირველადი კვამლის ან აეროზოლის შესუნთქვა;“;

გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) ელექტრონული სიგარეტი − პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის პირისთვის განკუთვნილი მოწყობილობით ნიკოტინის შემცველი აეროზოლის მოხმარებისთვის, ან ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტი, კარტრიჯისა და ავზის ჩათვლით, ან მოწყობილობა კარტრიჯის ან ავზის გარეშე. ელექტრონული სიგარეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი გამოყენების ან მრავალჯერადი გამოყენების  (კონტეინერისა და ავზის მეშვეობით შესავსები ან ერთჯერადი მოხმარების კარტრიჯის მეშვეობით დასატენი).“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით;“;

ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობა, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვა უნდა უზრუნველყოს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი უზრუნველყოფს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობას. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული დოკუმენტები ხელახლა წარადგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული დოკუმენტების წარდგენა ხდება ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმის  მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა სამინისტროს თამბაქოს ნაწარმის (გარდა თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოსი) საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა უნდა წარუდგინოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული ინფორმაცია ხელახლა წარადგინოს ინგრედიენტების რაოდენობის ან სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის წარდგენა ხდება თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3პუნქტი:

„31. გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს შეტყობინება ნებისმიერი იმ ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავს იგი. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, შესაბამისი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე. შეტყობინებას უნდა ერთოდეს ამ ნაწარმის დეტალური აღწერა და გამოყენების ინსტრუქცია, აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტებისა და მისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის (გარდა თხევადი თამბაქოს ნაწარმისა) ან იმავე მუხლის „ა.დ“ ან „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“, „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება. აღნიშნული სამედიცინო გაფრთხილება უნდა მოიცავდეს ძირითად სამედიცინო გაფრთხილებას, დამატებით სამედიცინო გაფრთხილებას (საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული შესაბამისი პიქტოგრამით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში – შესაბამისი ტექსტობრივი წარწერით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.“;

ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება შესაბამისი პიქტოგრამით.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 9 ნიმუშს, ტექსტობრივი წარწერის 1 ნიმუშს, შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის ფორმებს, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისთვის − სამედიცინო გაფრთხილების 2 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 2 ნიმუშს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს.

4. პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს და შეიცავდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ნაწილს.“;

დ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოს ყველა ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − ყველა სამედიცინო გაფრთხილება, იმგვარად, რომ ისინი გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის თითოეული სახეობის კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე თანაბრად განაწილდეს;“;

ე) მე-6 პუნქტის:

ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაბეჭდილი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა) (სიგარის, სიგარილას, დასაღეჭი თამბაქოს, საწუწნი თამბაქოს, თხევადი თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, აგრეთვე 50 კილოგრამზე მეტი თამბაქოს ნედლეულის შემთხვევაში დასაშვებია დაბეჭდვის ნაცვლად სამედიცინო გაფრთხილების სტიკერის სახით დაკვრა), არ უნდა იყოს დაფარული, დამახინჯებული ან შეცვლილი, შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მას არ უნდა მოსცილდეს;“;

ე.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განთავსებული: დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება − კოლოფის წინა გვერდზე; ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება − კოლოფის უკანა გვერდზე, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − კოლოფის წინა და უკანა გვერდებზე.“.

5. 121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. 2022 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ახალი ნაწარმის და იმავე მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია განთავსდეს შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე. ამასთანავე, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია არ იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში:

ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით:

ა.ა) მიიღოს ნორმატიული აქტი ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე;

ა.ბ) დაამტკიცოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო გაფრთხილების 2 ნიმუში თამბაქოს ახალი ნაწარმისათვის და გასახურებელი თამბაქოსათვის;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ამ ნაწარმის შესახებ შეტყობინების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მიწოდების ფორმა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ოქტომბერი 2019 წ.

N5128-Iს