საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5129-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.019621
5129-Iს
16/10/2019
ვებგვერდი, 23/10/2019
200000000.05.001.019621
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 182-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ახორციელებს თავის მიერ იმპორტირებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ1“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.“.

2. 184-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  2401,  2403 11 000 00,  2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდების მომენტი.“.

3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თამბაქოს ნაწარმისათვის (გარდა ამ ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) − თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) თამბაქოს ნედლეულისათვის, თამბაქოს ნარჩენებისათვის – თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების წონით;“.

4. 188-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) ცხრილის მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

2401*

თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები

1 კგ

60

2402 10 000 01

– – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით

1 ღერი

1.9

2402 10 000 02

– – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით

20 ღერი

2.2

2402 20

– სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით

20 ღერი

1.7

2403 11 000 00*

− − ყალიონით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისთვის       1-ლი შენიშვნის შესაბამისად

1 კგ

60

2403 19 000 00*

− − დანარჩენი

1 კგ

60

2403 91 000 00*

− − ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო

 

1 კგ

60

2403 99 100 00

− − − საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქო

1 კგ

60

2403 99 900 01

− − − − − კაფსულები და მსგავსი სახის პროდუქტები, თამბაქოს შემცველობით

20 ცალი

1.7

2403 99 900 02

− − − − − თამბაქოს ნაწარმი, წვის პროცესის გარეშე, აეროზოლის მისაღებად გამოსაყენებელი

20 ღერი

1.7

           “;

ა.ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ცხრილის მე-3 გრაფაში აღნიშნული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 ან 2403 91 000 00 კოდში მითითებული საქონლის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა. ამ კოდექსის მიზნებისათვის ამ ნაწილით გათვალისწინებული საქონლის პირველად საფუთავებში დაფასოება აქციზური საქონლის წარმოება არ არის.“;

ბ) 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი;“.

5. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „დ​1“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;“.

6. 192-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები);“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის.“;

ბ) მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00 და 3824 90 980 01 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი;“.

7. 197-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის 121-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

121

24

თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები

                                                                                                                                                    “.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ოქტომბერი 2019 წ.

N5129-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.