„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-68/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.016636
01-68/ნ
16/10/2019
ვებგვერდი, 17/10/2019
010240070.22.035.016636
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-68/ნ

2019 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: 

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირისსამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 111229047, 29/12/2011; 010240070.22.035.016107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწინებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

3. ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანდართული დებულება (დანართი №1).“.

4. ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულება ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის N01-61/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე



დანართი №1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო თავის საქმიანობ ას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის , „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, შესაძლოა ჰქონდეს ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.

მუხლი 2. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფერო

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სამედიცინო, საექიმო საქმიანობის, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის, სააღმზრდელო საქმიანობის , წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში. წარმოადგენს კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთობისას, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სააგენტო, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს.

3. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა:

ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 27-ე, 72–72 5  პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 43-ე, 44-ე, 45-ე, 46-ე და 54-ე პუნქტ ებ ით გათვალისწინებული ნებართვის სახეებზე ამავე კანონით გათვალისწინებული ნებართვის გამცემისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება , აგრეთვე „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე- 4 შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და ამ საქმიანობების სახელმწიფო რეგულირება;

ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;

გ) მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კონტროლი;

ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ სალიცენზიო, სანებართვო, შეტყობინებას დაქვემდებარებული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების/ღონისძიებების გატარება;

ვ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), სერტიფიცირების, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესების ხელშეწყობა, მონიტორინგი, მათ შორის:

ვ.ა) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების (მ.შ. სუბსპეციალობების, სპეციალიზაციის პროგრამების) აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ.ბ) დიპლომისშემდგომი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, აღნიშნული დაწესებულებების მონიტორინგი;

ვ.გ) ექიმთა სერტიფიცირების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ.დ) უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების აკრედიტაციის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობების მონიტორინგი;

ვ.ე) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციული უზრუნველყოფა .

ზ) უკანონო ფარმაცევტული, სამედიცინო, სააღმზრდელო და საექიმო, ასევე, სავალდებულო შეტყობინების გარეშე მაღალი რისკის შემცველ საქმიანობებზე სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;

თ) ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმა კომპეტენტური ორგანოს – პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე;

ი) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის XII1 თავისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 361 მუხლისა და 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის (გარდა 155 7  მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულისა) შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

კ) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადება ში მონაწილეობა;

ლ) სალიცენზიო და სანებართვო უწყებრივი რეესტრების, აგრეთვე, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელ პირთა რეესტრის წარმოება;

მ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;

ნ) ფარმაცევტული პროდუქტის უწყებრივი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;

ო) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი;

პ) კომპეტენციის სფეროში წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობის სფეროში სამართალდამრღვევ პირთა რეესტრის წარმოება;

ჟ) ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის სისტემური კონტროლის განხორციელება;

) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის შემოწმება/რევიზია.

) სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების დადება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;

) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება და საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური (მ.შ. ფინანსური) უზრუნველყოფა;

ფ) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;

ქ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი, რა მიზნითაც უფლებამოსილია შექმნას სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია; სამკურნალო საშუალებების შერჩევითი შესყიდვების წარმოება;

ღ) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;

ყ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ერთობლივად განსაზღვრული ქვეყნის შიდა კვოტების დადგენისას იმპორტის მსურველ პირთა გამოსავლენად მინისტრის შესაბამისი ბრძანებით მინიჭებული კომპეტენციების განხორციელება და გამოვლენილ პირებზე შესაბამისი კვოტების გადანაწილება;

შ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის გაცემა/გაუქმება;

ჩ) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გაცემა/გაუქმება;

ც) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვის გაცემა/გაუქმება;

ძ) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემა/გაუქმება;

წ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;

ჭ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტისათვის წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემა;

ხ) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით საქართველოს ბაზარზე დაშვება, დაშვების შეჩერება ან გაუქმება;

ჯ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;

ჰ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის გამოვლენისას მათი ქსელიდან ამოღება და განადგურება;

1) საწარმოო, სადისტრიბუციო, სააფთიაქო, წამლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის და კლინიკური კვლევის სათანადო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;

2) „კარგი საწარმოო და სადისტრიბუციო პრაქტიკის“ დანერგვის ხელშეწყობა და მისი აღსრულების უზრუნველყოფა;.

3) წამლის გვერდითი მოვლენების ზედამხედველობა (ფარმაკოზედამხედველობა);

4) სამკურნალო საშუალებების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევის სტანდარტებისა და გზამკვლევევების (გაიდლაინების) პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა;

5) ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;

6) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება;

7) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, აგრეთვე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;

8) სააგენტოს საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და საჯაროობის უზრუნველყოფა ;

9 ) სააგენტოს მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება, აგრეთვე მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

10) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 3 . სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორ ი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

2. სააგენტოს დირექტორ ი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. სააგენტოს დირექტორ ს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორ ი მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორ ის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით .

4. სააგენტოს დირექტორი ს არყოფნის შემთხვევაში დირექტორ ის მოვალეობას ასრულებს დირექტორი ს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. სააგენტოს დირექტორის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში, სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრი უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორის უფლება-მოვალეობები დროებით დააკისროს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთ მოადგილეს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6 . მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს დირექტორი .  

მუხლი 4 . სააგენტოს დირექტორი

სააგენტოს დირექტორი :

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

გ) უძღვება სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;

ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;

ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

თ) კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ი) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი) , „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ;

კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;

) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

პ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს , სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს სააგენტოს საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

) სააგენტო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები და საბჭოები) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

რ) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზების სრულყოფის მიზნით ამტკიცებს შესაბამის ინსტრუქციებს/წესებს;

) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

  მუხლი 5 . სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატის მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორ ი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

მუხლი 6 . სახელმწიფო კონტროლი ს ფორმა და ფარგლები

1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სააგენტოს საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა .           

მუხლი 7 . სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყარო შესაძლოა იყოს :

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.

7. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.  

მუხლი 8 . სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.