„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017248
313
11/10/2019
ვებგვერდი, 16/10/2019
200090000.22.033.017248
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №313

2019 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი II-06-ის („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“):
ა)  ნაწილი I ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ)  ნაწილი III ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ)  „დეკლარაციის დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
დ)  „დეკლარაციის დანართი „ბ“ ამოღებულ იქნეს.
2.  38-ე მუხლის:
ა)  მე-6 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-16 უჯრაში მიეთითება – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება (გარდა 563 გრაფაში ასახულისა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე;“;

ა.ბ)  „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ)  27-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (შეღავათების გაუთვალისწინებლად), გარდა პროცენტებისა და დივიდენდებისა. ამასთან, პროცენტებთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება 32-ე უჯრაში მისათითებელი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული) მონაცემების მიმართ;“;

ა.გ)  „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) 33-ე–38-ე უჯრებში მიეთითება დეკლარაციის 27-ე–32-ე უჯრებში მითითებულ მონაცემებში ასახული განაცემიდან წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით. ამასთან, 33-ე უჯრაში მითითებული პროცენტებთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება 38-ე უჯრაში მისათითებელი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული) მონაცემების მიმართ;“;

ა.დ)  „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ1-წ5“ ქვეპუნქტები:

„წ1) 561 უჯრაში – 2008 წლის 1 იანვრამდე გაუცემელი მთლიანი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;

2)   562 უჯრაში – 561 უჯრაში ასახული გაუცემელი ანაზღაურებებიდან 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში გაცემული ანაზღაურების ოდენობა ნაზარდი ჯამით;

3) 563 უჯრაში – საანგარიშო თვეში გაცემული 2008 წლის 1 იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;

4) 564  უჯრაში – სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი);

5) 565 უჯრაში – გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი);“;

ა.ე) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი (39-ე, 56-ე, 565 უჯრებში და „დეკლარაციის დანართ „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამი);“;

ბ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეკლარაციის დანართ „ა“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან:

ა) პირველ – მე-4 სვეტებში აისახება განაცემების მიმღები პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, დასახელება, მისამართი და რეზიდენტობა;

ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი  საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირი, სხვა ფიზიკური პირები; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის  მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი;

გ) მე-6 სვეტში აისახება განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, იჯარის მომსახურების ანაზღაურება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა);

დ) მე-7 სვეტში აისახება განაცემის ოდენობა (თანხა);

ე) მე-8 სვეტში აისახება შეღავათის ოდენობა (თანხა);

ვ) მე-9 სვეტში აისახება განაცემის თარიღი;

ზ) მე-10 სვეტში აისახება წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი;

თ) მე-11 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 57-ე უჯრაში ასახულ თანხას;

ი) მე-12 სვეტში აისახება სოციალური გადასახადი;

კ) მე-13 სვეტში აისახება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გათავისუფლებას ან შემცირებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხა.“;

გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ)  მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს შემოსავლების მიმღებ პირთა იდენტიფიცირების გარეშე, თუ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით“ ზემოაღნიშნულ პირებზე ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.“.

3.  39-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. დანართი №II-07 („ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“) ამოღებულ იქნეს.  
5.  დანართი №II-086-ის III ნაწილის „დანართი 11“-ის შემდეგ დაემატოს „დანართი 12“ თანდართული რედაქციით.
6.  401 მუხლის 62 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 პუნქტი:

„63.  დეკლარაციის III ნაწილის დანართი 1ივსება სვეტების დასახელებების შესაბამისად, დეკლარაციის III ნაწილის 27.1-27.3 გრაფებში აღნიშნული შემთხვევების დადგომისას. ამასთან:

ა) პირველ სვეტში მიეთითება საანგარიშო პერიოდი, რომელშიც დაიბეგრა თანხა;

ბ) მე-2 სვეტში მიეთითება შესაბამისი დეკლარაციის გრაფა, რომელშიც დაიბეგრა თანხა;

გ) მე-3 სვეტში მიეთითება დაბეგრილი თანხა, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადიც ექვემდებარება შემცირებას (დაბრუნებას) საანგარიშო პერიოდში. ამასთან, აღნიშნული  თანხა არ უნდა იყოს დანართი 12-ის პირველ და მე-2 სვეტებში მითითებული საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში დაბეგრილ თანხაზე მეტი, უკვე გამოყენებულის გათვალისწინებით.“.


მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი