„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 307
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017243
307
08/10/2019
ვებგვერდი, 10/10/2019
190040000.22.033.017243
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №307

2019 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:
1.  დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:

 

144

0755

სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

145

0756

სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი

 

ბ)  ბიუჯეტის განმკარგველის – 0972 ა(ა)იპ ათასწლეულის ფონდის“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბიუჯეტის განმკარგველი:

361

0973

სსიპ – „ახალგაზრდობის სააგენტო“

 

გ)  ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

547

 

4187

ააიპ – თბილისის პორტალი

 

2. დანართ №3-ში:
ა)  3553 – „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ან წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერების ან დგომისათვის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე“ – სახაზინო კოდის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

„შემოსავალი ჯარიმებიდან ან/და საურავებიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის“

     3555

 

ბ)  7337 – „სსიპ „112“-ის მიერ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მცველის მოწმობის გაცემის საფასური“ – სახაზინო კოდის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

 

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის მომსახურების საფასური

7338

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი