„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 04/10/2019
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016164
196
04/10/2019
ვებგვერდი, 11/10/2019
310150000.54.066.016164
„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №196

2019 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04/07/2017, 310150000.54.066.016121) დამტკიცებულ „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-ე და 52-ე პუნქტები:

„51. ასაფეთქებელი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლისას, სათადარიგო მოწყობილობის არარსებობის შემთხვევაში, მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შერჩევითი შემოწმება ხორციელდება ხელით, შემდეგი თანაფარდობით:

ა) მგზავრები, მგზავრის სტატუსის არმქონე პირები – 20%;

ბ) ხელბარგი და თანმქონი ნივთები – 15%.

52. ამ მუხლის 51-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოწმების ოპერატორების რაოდენობა უნდა გაიზრდოს იმ რაოდენობამდე, რომელიც უზრუნველყოფს შემოწმების შეუფერხებლად განხორციელებას. შერჩევითი შემოწმება ხელით შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მოწყობილობის შეკეთება/გამოცვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 48 საათისა.“.

2. მე-11  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე, 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე პუნქტები:

„34. აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 მგზავრს, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შესამოწმებლად განკუთვნილი, ავტომატიზებული, ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი რენტგენური მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, დასაშვებია საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი რენტგენური დანადგარით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) შემოწმების ოპერატორმა უნდა განახორციელოს 100% ბარგის გამოსახულების ანალიზი;

ბ) მრავალგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარის არარსებობის შემთხვევაში, ერთგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარით შემოწმებისას, უნდა განხორციელდეს ბარგის სულ მცირე 600-დან 900-მდე შემობრუნება, სულ მცირე ორი სხვადასხვა რაკურსით.

 35. თუ შემოწმების ოპერატორი ამ მუხლის 34-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ დარწმუნდა, რომ ბარგი არ შეიცავს გადასატანად აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს, ბარგი გადადის შემოწმების მეორე ეტაპზე, სადაც ბარგი უნდა შემოწმდეს ხელით, რაც მოიცავს ჩანთაში არსებული ყველა საგნის გულდასმით, ხელით შემოწმებას. ამ შემთხვევაში ჩანთა შეიძლება გაიხსნას მგზავრის დაუსწრებლად.

36. აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 მგზავრს, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შესამოწმებლად განკუთვნილი, ავტომატიზებული, ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი რენტგენური მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში,  მთლიანი ბარგის 15%  ექვემდებარება შერჩევით შემოწმებას შემდეგი წესით:

ა) ხელით და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებით, ან

ბ) ხელით და ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით.

37. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმების მთელი პერიოდის განმავლობაში, უნდა განხორციელდეს რენტგენურ დანადგართან შემოწმების ოპერატორების როტაცია. რენტგენური დანადგარის მონიტორის ეკრანზე უწყვეტი დაკვირვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო შესვენება არ უნდა იყოს 40 წუთზე ნაკლები.

38. ბარგის შემოწმების ზონაში მომუშავე შემოწმების ოპერატორების რაოდენობა უნდა გაიზარდოს სულ მცირე 50%-ით.

39. შემოწმების ორ ეტაპად განხორციელება დასაშვებია მხოლოდ გონივრული ვადით, შესაბამისი მოწყობილობის  შეკეთება/გამოცვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 48 საათისა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე