დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 483 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.021503 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/10/2019 - 02/04/2021)
|
ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს: ა) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესი“ (დანართი №1); ბ) „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესი“ (დანართი №2); გ) „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესი“ (დანართი №3); დ) „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესი“ (დანართი №4). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №228 დადგენილება; ბ) „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №764 დადგენილება; გ) „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №548 დადგენილება. |
მუხლი 2 |
1. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის მოწყობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებით მომსახურების საფასურები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
|
მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლისა და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-16 და მე-17 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან. 3. ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესის“ (დანართი №1): ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელთან მიმართებით ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ღორთან მიმართებით – 2022 წლის პირველი იანვრიდან; ბ) მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, მე-16 და მე-17 მუხლები მსხვილფეხა საქონელთან მიმართებით ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, წვრილფეხა საქონელთან მიმართებით – 2021 წლის პირველი იანვრიდან, ღორთან მიმართებით – 2022 წლის პირველი იანვრიდან.
|
მუხლი 4 |
1. 2021 წლის პირველ იანვრამდე წვრილფეხა საქონელთან მიმართებით, როგორც გამონაკლისი და დროებითი ზომა, მოქმედებს ჯგუფური რეგისტრაციის ფორმა, რომელიც გულისხმობს ერთ სადგომში/დროებით სადგომში არსებული იდენტიფიცირებული წვრილფეხა საქონლის მთლიანი რაოდენობის ერთი ჯგუფური ნომრით მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.
2. 2021 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
|
|
დოკუმენტის კომენტარები