„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5087-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.019612
5087-Iს
03/10/2019
ვებგვერდი, 07/10/2019
130000000.05.001.019612
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი სამსახურში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ სამსახურის სასწავლო ცენტრში გადის სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს. სამსახურის სასწავლო ცენტრში ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის მომზადება, გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით.“.

მუხლი 2

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულის − სპეციალური მომზადების ცენტრის უფლებამონაცვლედ (გარდა ამ ერთეულის გაუქმებამდე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისა (მათ შორის, შრომის ანაზღაურებისა, სხვა საქონლისა და მომსახურებისა)) ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

2. სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე სპეციალურ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს აღნიშნული საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი აქტებით.

3. პირებს, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულის − სპეციალური მომზადების ცენტრის სათანადო პროგრამას გადიან, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შეუნარჩუნდეთ შესაბამისი სტატუსი.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 ოქტომბერი 2019 წ.

N5087-Iს