„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 480
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 22/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021500
480
02/10/2019
ვებგვერდი, 02/10/2019
010240030.10.003.021500
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №480

2019 წლის 2 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 010240030.10.003.020789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. სამინისტრო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით.  სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები ანგარიშვალდებულები არიან სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან. ინფორმაციული ტექნოლოგიების, ანალიტიკური საქმიანობის, ადამიანური რესურსების მართვისა და საფინანსო-ეკონომიკური მიმართულების ერთიანი ხელმძღვანელობისა და მართვის მიზნით, სამინისტრო შეიმუშავებს და განსაზღვრავს სრული და სწორი მონაცემებისა და პროცესების მართვის, ურთიერთკოორდინაციისა და განხორციელების მექანიზმებს.“.

2. მე-3 მუხლის „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ2) ამ დებულებითა და კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო სისტემების გამოყენება, ასევე პირის პერსონალური, სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) და სხვა სამთავრობო უწყებებიდან/დაწესებულებებიდან მიღება/დამუშავება. სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის კანონზომიერ დაცვას, გამოყენებას/წვდომას დევნილთა, შრომისა და სოციალური საკითხების დაცვისა და მართვის გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, ელჯანდაცვის) სისტემის მართვისა და მდგრადობისათვის ამ სისტემის მონაწილე/სისტემაში ჩართული პირების მხრიდან;‘‘.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტრო ამ დებულებითა და კანონმდებლობით მისი კომპეტენციის სფეროში დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებისას უფლებამოსილია, გამოიყენოს მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული საინფორმაციო სისტემები და მონაცემთა ბაზები, ასევე უფლებამოსილია, მიიღოს/დაამუშაოს პირის პერსონალური, სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მონაცემები სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სხვა სამთავრობო უწყებებისაგან/დაწესებულებებისაგან. სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის კანონზომიერ დაცვას, გამოყენებას/წვდომას დევნილთა, შრომისა და სოციალური საკითხების დაცვისა და მართვის გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, ელჯანდაცვის) სისტემის მართვისა და მდგრადობისათვის ამ სისტემის მონაწილე/სისტემაში ჩართული პირების მხრიდან.“.

4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) პოლიტიკის დეპარტამენტი;

ბ) ადმინისტრაცია;

გ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი;

ზ) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.‘‘.

5. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 4 მოადგილე.  მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავ­რობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს, მინისტრის გადაწყვეტილებით, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია, დაეკისროს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება.“.

6. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 მუხლები:

„მუხლი 81. პოლიტიკის  დეპარტამენტი

პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა მოსახლეობის  შრომისა და დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და საქმიანობის კოორდინაცია, აგრეთვე დევნილთა, ეკომიგრანტთა სოციალური დაცვისა და განსახლების, საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის ხელშეწყობისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. ამ მიზნით:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

.ა) ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელო­ბის დაცვის, სამედიცინო, წამლისა და ფარმაცევტულ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების  შემუშავება და მართვა;

ა.ბ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინების) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტან­დარ­ტების (პროტოკოლების) შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;

ა.გ) ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სამე­დიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მარეგულირებელი მექანიზ­მე­ბისა და ნორმების შემუშავება და მათი პერიოდული სრულ­ყოფა;

ა.დ) კომპეტენციის სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის გან­ხორ­ციელების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, კოორდინაცია, მონიტორინგი, შეფასება და ანალიზი;

ა.ე) მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ანგარიშების მომზადება და გამოცემა;

ა.ვ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მარეგულირებელი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობის კოორდი­ნა­ცია;

ა.ზ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინის­ტროს მიერ დასადები საერ­თაშო­რი­სო ხელშეკრულებების მომზა­დე­ბა, დადებულ საერთაშორისო ხელ­­შეკ­რუ­ლებებში ცვლილებე­ბისა და დამატებების შეტანის სა­ჭიროე­ბის განსაზღვრა;

ა.თ) ჯანმრთელობის დაცვის საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფის  მარეგულირებელი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა;

ა.ი) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული რეგულირების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა;

ა.კ) სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომ განათლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის შემუშავება/სრულყოფა;

ბ) სოციალური დაცვის მიმართულებით დეპარტამენტიძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ბ.ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ბ.ბ) სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;

ბ.გ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქტების შემუშავება და სრულყოფა;

ბ.დ) შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების სფეროში, ასევე სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ბ.ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების  ხელშეწყობა;

ბ.ვ) სოციალური დაცვის სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;

გ) შრომის, დასაქმებისა და შრომითი მიგრაციის რეგულირების მიმართულებით დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

გ.ა) შრომისა და დასაქმების მიმართულებით:

გ.ა.ა) შრომითი კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ.ა.ბ) შრომის სფეროში მოქმედი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

გ.ა.გ) შრომის სფეროში სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;

გ.ა.დ) კოლექტიური შრომითი დავების რეგულირებისთვის სოციალურ პარტნიორებთან ერთად მოდერატორის ფუნქციების შესრულება;

გ.ა.ე) კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის მექანიზმის დახვეწა და ეფექტიანობის ამაღლება;

გ.ა.ვ) მედიატორთა სისტემური და უწყვეტი მექანიზმის დანერგვა; დასაქმების ადგილებზე კოლექტიური დავების პრევენციის მექანიზმების შემუშავება და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა;

გ.ა.ზ) საჭიროების შემთხვევაში (დამოუკიდებელ მედიატორთა ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში), კოლექტიური შრომითი დავის დროს მოდავე მხარეებს შორის მედიაციის პროცესის წარმართვა;

გ.ა.თ) შრომისა და დასაქმების სფეროში საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი; სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება/წარდგენა;

გ.ა.ი) დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფის წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ.ა.კ) შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის (პროფორიენტაცია, პროფკონსულტირება, დასაქმებაში დახმარება)  განვითარების მხარდაჭერა;

გ.ა.ლ) სამუშაოს მაძიებლების (მ.შ., უმუშევრების) რეგისტრაციისა და აღრიცხვის მეთოდური მასალების შემუშავება;

გ.ა.მ) სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის  ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების  შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და ზედამხედველობა;

გ.ა.ნ) დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელი სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

გ.ა.ო) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევის განხორციელება, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულების მოხდაზე და ამ მოქალაქეების დასაქმების ორგანიზაცია;

გ.ა.პ) საქართველოს მასშტაბით დამატებითი სამუშაო ადგილების მოძიება, ხელშეკრულების დადება დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასა და დაწესებულებასთან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის განკუთვნილ მოქალაქეთა დასასაქმებლად;

გ.ა.ჟ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

გ.ა.რ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პირადად გაწვეულისათვის მისი გამწვევი ორგანოსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციისათვის მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა;

გ.ა.ს) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის შემუშავება დაინტერესებული უწყებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადებების შესაბამისად;

გ.ა.ტ) საჭიროების შემთხვევაში, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანიზება;

გ.ა.უ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და მასალების განხილვა, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობისა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ.ა.ფ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;

გ.ა.ქ) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება; შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით,  საკანონმდებლო აქტის პროექტების, საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები აქტის პროექტებისა და მინისტრის მიერ მისაღები აქტის პროექტების მომზადება, მომზადებაში მონაწილეობის მიღება (კომპეტენციის ფარგლებში);

გ.ა.ღ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კვლევების განხორციელება;

გ.ა.ყ) კომპეტენციის ფარგლებში, შრომისა და დასაქმების სფეროში შესაბამის ინსტიტუტებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

გ.ბ) შრომითი მიგრაციის რეგულირების მიმართულებით:

გ.ბ.ა) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი, კანონიერი დასაქმების (შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება;

გ.ბ.ბ) დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

გ.ბ.გ) შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი ბაზისა და საჭიროებისამებრ, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება;

გ.ბ.დ) საზღვარგარეთ დროებით, ლეგალურად დასაქმების სახელმწიფოთაშორისი სქემების იმპლემენტაციის პროცესში ჩართული, სამინისტროს შესაბამისი ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; აღნიშნული სქემების განხორციელების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე წინადადებების მომზადება;

გ.ბ.ე) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების ორგანიზების მიზნით დასაქმების სექტორში კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის თაობაზე წინადადებების მომზადება; აღნიშნული სააგენტოების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშების მიღება, სისტემატიზაცია და ანალიზი;

გ.ბ.ვ) დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სქემებში მონაწილე, საქართველოში დაბრუნებული შრომითი მიგრანტების, ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების შემუშავება;

გ.ბ.ზ) საქართველოში შრომითი იმიგრაციის რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება;

გ.ბ.თ) შრომითი მიგრაციის სფეროში სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი;

გ.ბ.ი) შრომითი მიგრაციის რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და მათი შემცირების წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

დ) დევნილთა და ეკომიგრანტთა, აგრეთვე ინტეგრაციის/რეინტეგრაციის მიმართულებით დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

დ.ა) დევნილთა და ეკომიგრანტთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;

დ.ბ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საჭიროებების ანალიზი და მის საფუძველზე სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

დ.გ) დევნილთა განსახლების პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, დევნილთა ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტების დახურვის რიგითობის განსაზღვრა; დევნილთა ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტების გამოსყიდვაზე მიზანშეწონილობის განსაზღვრა და მის უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების მომზადება; ახალაშენებული საცხოვრებელი ფართების დევნილთათვის შესყიდვაზე გადაწყვეტილებების მომზადება; დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობის განსაზღვრა და მის უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების მომზადება;

დ.დ) „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის“ წარმოების წესის თაობაზე შესაბამისი პროექტის/წინადადებების შემუშავება და მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ.ე) ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების პოლიტიკის შემუშავება;

დ.ვ) დევნილთა და ეკომიგრანტთა სფეროში შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში შესაბამისი მარეგულირებელი აქტების შემუშავება და მათი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება;

დ.ზ) ეკომიგრანტთა სოციალური დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

დ.თ) კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი მიგრაციული პროცესების ანალიზი;

დ.ი) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის მიზნით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ.კ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა და სხვა პირთა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო მექანიზმების შემუშავება;

დ.ლ) დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა დაგეგმვა;

დ.მ) დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით მიზნობრივი  პროექტების/პროგრამების შემუშავება;

დ.ნ) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

დ.ო)  შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა,  საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

მუხლი 82. ადმინისტრაცია

ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დასაწყობების ორგანიზება;

დ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სასაწყობე მეურნეობის მართვა;

ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;

ვ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;

ზ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;

თ) სამინისტროს შესაბამის თანამშრომელთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის/დაკისრების), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, მივლინების შესახებ ბრძანებების და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ი) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საკადრო პოლიტიკის ერთიანი პრინციპების გატარება და მონიტორინგი;

კ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, შესაბამისი რეკომენდაციების, წინადადებებისა და მითითებების შემუშავება/გაცემა;

ლ) სამინისტროში სტაჟირებისა და სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება;

მ) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ნ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების ურთიერთობის კოორდინაცია;

ო) სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადება/მომზადების პროცესის კოორდინაცია;

პ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების მიერ საერთაშორისო მიმართულებით კავშირების დამყარების ხელშეწყობა და საქმიანობის განხორციელების პროცესის კოორდინაცია/ მეთოდური ხელმძღვანელობა);

ჟ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ასოციირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული (6-თვიანი და წლიური) ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და შესაბამისი კომპეტენტური უწყებისთვის წარდგენა;

რ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ს) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;

ტ) სამინისტროს მოწვევით უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტის მომზადების კოორდინაცია (ვიზიტის პროგრამის შედგენა, პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება) და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

უ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, მგზავრობის, დაბინავებისა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);

ფ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;

ქ) სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფა;

ღ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

შ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან სამინისტროს კომუნიკაციის კოორდინაცია; 

ჩ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების, პროექტების, გეგმების, რეფორმების შესახებ  საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა;

ც) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ოფიციალური კომენტარისა და ინტერვიუს მიცემის კოორდინაცია;

ძ) საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელების უზრუნველყოფა;

წ) სამინისტროს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენების/ანგარიშების შექმნა, დაბეჭდვა და გავრცელების უზრუნველყოფა;

ჭ) სამინისტროს შესახებ ინტერნეტგამოცემების, ბეჭდური მედიისა და სატელევიზიო სიუჟეტების მონიტორინგის საფუძველზე ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;

ხ) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;

ჯ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ჰ) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამე­დიცინო დახმარების გაწევის თაობაზე შემოსული განცხადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საორგანიზაციო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

1) საჯარო ინფორმაციის გაცემა.“.

7. მე-9, მე-11 და მე-12 მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მომზადებაში მონაწილეობა ან მომზადებული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის უზრუნველყოფა;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა;

დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტების განსახილველად საჭირო ღონისძიებების გატარება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელ თათბირში მონაწილეობა;

ე) მინისტრის ან მინისტრის მოადგილის ზეპირი ან წერილობითი დავალების შესაბამისად, კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ვ) ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პროექტებისა);

ზ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინიციირებული პროექტების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

თ) მინისტრის მიერ ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის მიზნით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონულ პროგრამაში საკითხების ინიციირებისა და მიღებისთვის/გამოქვეყნებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;

ი) საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, სათათბირო ორგანოებში, კომისიებში,  საბჭოებსა და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის გზით;

კ) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო და ყველა ინსტანციის სასამართლოში.“.

9. მე-14, მე-17, მე-18 და მე-20 მუხლები ამოღებულ იქნეს.

10. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი

საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) დევნილთა, ეკომიგრანტთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისთვის/უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის მონიტორინგი და ანალიზი;

გ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;

დ) საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

ე) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა;

ვ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა.

მუხლი 16. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი

1. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის მიზანია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვით, მათი მომსახურებითა და განვითარებით, სამინისტროს სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზისა და მიღებული შედეგების საშუალებით ხელი შეუწყოს სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების მიღწევას.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების, საქსელო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფა მათი ეფექტიანი ადმინისტრირების, მომსახურებისა და განვითარების გზით;

ბ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება; ინფორმაციული სისტემების განვითარების ერთიანი პლატფორმის განსაზღვრა მათი ურთიერთინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით;

გ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისათვის დაგეგმილი პროექტების განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება;

დ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების  ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მომუშავე სამსახურების (პირების) მეთოდური ხელმძღვანელობა და  საქმიანობის კოორდინაცია;

ე) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, რაც მოიცავს (და არ შემოიფარგლება) ეკონომიკური და ფინანსური, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროებში შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის უზრუნველყოფას, რესურსებისა და პროცესების ეფექტიანობის ანალიზს;

ვ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციებისა მომზადება;

თ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ერთიანი სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება; სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ი) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

კ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში დაგეგმილი ყველა საინფორმაციო ტექნოლოგიური პროექტის კოორდინაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 22 ოქტომბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია