„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34120
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/10/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016522
34120
01/10/2019
ვებგვერდი, 03/10/2019
000000000.00.00.016522
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის 

ბრძანება №34120

2019 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის პროფესიული ეთიკის და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;

ბ) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

დ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმებას;

ე) სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოებას;

ვ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

ზ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენას;

თ) სათანადო რეკომენდაციების მომზადებას შემოსავლების სამსახურის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის;

ი) ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (იუმს) დანერგვას და დანერგვისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებას;

კ) კანონით მინიჭებული ვალდებულების შესრულებისას მოპოვებული კონფიდენციალური და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და მისაწვდომობის დაცვას;

ლ) ინფორმაციული უსართხოების პოლიტიკის, პროცედურებისა და ინსტრუქციის შემუშავებას, გავრცელებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

მ) შემოსავლების სამსახურში ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას, მათი მოპყრობის და შემცირების გეგმის შემუშავებას;

ნ) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ინიციატივებისა და პროექტებში გასათვალისწინებლად;

ო) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

პ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და შესაბამისი წინადადებების იურიდიული დეპარტამენტებისათვის წარდგენას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

სამსახურის უფროსი                       ვახტანგ ლაშქარაძე