„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5077-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 110060000.04.001.017933
5077-Iს
02/10/2019
ვებგვერდი, 07/10/2019
110060000.04.001.017933
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−14 პუნქტები:

„11. ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი (შემდგომ − მეკავშირე პროკურორი) – საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელსაც ნიშნავს გენერალური პროკურორი და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

12. მეკავშირე პროკურორის დამხმარე (შემდგომ − დამხმარე) − გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელიც დახმარებას უწევს მეკავშირე პროკურორს და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

13. ევროჯასტთან საქართველოს პროკურატურის საკონტაქტო პირი − გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული პირი, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით.

14. ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტი − გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული ევროჯასტთან საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე კორესპონდენციის წარმოებისთვის.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

„მუხლი 301. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე

1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს მეკავშირე პროკურორის ან დამხმარის მეშვეობით, „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

2. მეკავშირე პროკურორად და დამხმარედ გენერალური პროკურორი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

3. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე შედიან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს.

4. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე იმყოფებიან გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

5. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი, სამუშაო მივლინების ხანგრძლივობა და გამოწვევის წესი განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით. 

6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ მეკავშირე პროკურორს ან დამხმარეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს.

7. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის თანამდებობრივი სარგოები და მათი სამუშაო მივლინებების ხარჯები განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.

 8. მეკავშირე პროკურორის, დამხმარისა და მათი ოჯახის წევრების პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობის მიზნით ანაზღაურებადი ერთჯერადი თანხა, მისი მიზნობრიობა და ოდენობა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.

9. მეკავშირე პროკურორის, დამხმარის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს.

10. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მიერ სამსახურის გავლისა და მათი გამოწვევის შემთხვევებში გამოიყენება, აგრეთვე მეკავშირე პროკურორზე, დამხმარესა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ოქტომბერი 2019 წ.

N5077-Iს