კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02/73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 27/09/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
02/73
27/09/2019
ვებგვერდი, 03/10/2019
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
 

 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

 ბრძანება  №02/73

20 1 9 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, :

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს №1 დანართის თანახმად.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52).

 

გენერალური დირექტორი                                                  იკოლოზ ანთიძე

 

დანართი №

ფოტო

სახელწოდება

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

1


ბარაკონის დარბაზული ეკლესიის ნაშთი

 

 

 


ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. წესი
GPS კოორდ.
X-42.54226;
 Y-43.22014;
H-608 მ

 

არქიტექტურის / არქეოლოგიური

განვითარებული შუა საუკუნეები

2


წულუკიძეების კარ-მიდამო


ონის მუნიციპალიტეტი,
ქ. ონი,
მურმან ლებანიძის სანაპირო N10
GPS კოორდ.
 X-42.58063;
Y-43.43254;
H-776 მ

არქიტექტურის

XIX საუკუნე

3


სოხუმის შუქურა

(სოხუმის შუქურა, ლითონის კონუსისებური კოშკი, სანავიგაციო ნაგებობა)


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა,
ქალაქი სოხუმი, წითელი შუქურшს ქუჩა „კრასნამაიაკსკაია“ №69
GPS კოორდ.
42˚58.92'N 40˚58.24'E˚

არქიტექტურის / საინჟინრო


ХIX საუკუნე, 1861 (ექსპლუატაციაშია 1864 წლის 14 აპრილიდან)

4


სოსო ზვიადაურის სახლი


დუშეთის მუნიციპალიტეტი, შატილის თემი,
სოფ. ანდაქი
GPS კოორდ.
№420 32' 342'
 E 0450 12' 261'
ზ.დ. 1793 მ

არქიტექტურის / ეთნოგრაფიული


XIX საუკუნის
II ნახევარი

5


ისიდორიანთ
(წმ
. ნინოს) საყდარი


კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხოვლე
GPS კოორდ.
41.901052 44.225725

არქიტექტურის


გვიანი შუა საუკუნეები

6


ცეცხლისჯვრის კომპლექსი


დუშეთის მუნიციპალიტეტი,
სოფ. სეთურები
GPS კოორდ.
X 459502.966099334
Y4700327.24762808

არქიტექტურის


ეკლესია IX-X ს.ს. მოხატულობის ფრაგმენტები XVI-XVII სს. ზურგიანი კოშკი X-XI სს. საცხოვრებელი ნაგებობა
გვიანი შუა საუკუნეები

7

საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია


სენაკის მუნიციპალიტეტი.
ქ. სენაკი, საჯაიას ქ.
GPS კოორდ.
42’16’43” N 42’04’34” E

არქიტექტურის


შუა საუკუნეები

8


„ძველი სკოლა“


დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საშაბურო

არქიტექტურის


1847 წელი

9


წედისის ციხის კომპლექსი
 1. ციხე-გალავანი.

2. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია


გორის მუნიციპალიტეტი. სოფ. წედისი

არქიტექტურის


განვითარებული შუა საუკუნეები