„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 204/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017824
204/ნ
27/09/2019
ვებგვერდი, 30/09/2019
430060000.22.022.017824
„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №204/ნ

2019 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.017723) და ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ბ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-24 მუხლები:

მუხლი 21.

დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.

მუხლი 22.

დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის დანართის ფორმა (ქართულ-ინგლისურენოვანი) დანართი №4-ის შესაბამისად.

მუხლი 23.

დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად.

მუხლი 24.

დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის დანართის ფორმა (ქართულ-ინგლისურენოვანი) დანართი №6-ის შესაბამისად.“;

გ) მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3.

დაევალოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება ამ ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული ფორმის მიხედვით პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართების შემუშავების, შევსებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

 მუხლი 4.

დამტკიცდეს საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასური დანართი №7-ის შესაბამისად.“;

დ) 21 მუხლით დამტკიცებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის ფორმა (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ე) 22 მუხლით დამტკიცებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის დანართის ფორმა (ქართულ-ინგლისურენოვანი) (დანართი №4) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად;

ვ) 23 მუხლით დამტკიცებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის ფორმა (დანართი 5) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 3-ის შესაბამისად;

ზ) 24 მუხლით დამტკიცებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის დანართის ფორმა (ქართულ-ინგლისურენოვანი) (დანართი 6) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 4-ის შესაბამისად;

თ) მე-4 მუხლით დამტკიცებული საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასური (დანართი 7) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 5-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი