ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021483
463
20/09/2019
ვებგვერდი, 24/09/2019
340170000.10.003.021483
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №463

2019 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტ­რო­ლის განხორციელების წესი“, თანდართული დანართებით;

ბ) „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გან­ხორცი-ელების წესი“, თანდართული დანართებით.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადა­კარ­­­­გუ­ლად გამოცხადდეს „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილება.
მუხლი 3
1. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და დანართ №12-ისა („მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების კრიტერიუმები და პირობები“).

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი და დანართი №12 („მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების კრიტერიუმები და პირობები“) ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.