საქართველოს კანონის პროექტი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 19/09/2019
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016521
0
19/09/2019
ვებგვერდი, 19/09/2019
000000000.00.00.016521
საქართველოს კანონის პროექტი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
პროექტის ავტორი
 

პროექტი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს

კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

  

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ.264)  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-18 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სხვა ვებგვერდის საშუალებით აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი აუქციონის ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საკუთარ ვებგვერდზე სავალდებულოდ გამოაქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების თარიღის და იმ ვებგვერდის მითითებით, რომელიც გამოყენებული იქნება აუქციონის ჩასატარებლად. ინფორმაციის გავრცელებისათვის შესაძლებელია დამატებით გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სხვა საშუალებებიც.’’.

2. მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. საწვავი და ენერგორესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეულის, არამადნეული ნედლეულისა და საშენი მასალების, თუ ჯამურად მოსაპოვებელი მოცულობა/წონა არ აღემატება 500 000  (ხუთასი ათასი) კუბურ მეტრს/ტონას, ასევე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 15 დღისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის საშუალებით აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი აუქციონის ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საკუთარ ვებგვერდზე სავალდებულოდ გამოაქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების თარიღის და იმ ვებგვერდის მითითებით, რომელიც გამოყენებულ იქნება აუქციონის ჩასატარებლად. ინფორმაციის გავრცელებისათვის შესაძლებელია დამატებით გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სხვა საშუალებებიც.“.

მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                        სალომე ზურაბიშვილი

 

 

განმარტებითი  ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს

კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

.) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია ლიცენზიის გამცემი ორგანოს ვალდებულება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადების თაობაზე ინფორმაციის ერთი თვით ადრე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.  აღნიშნული ვალდებულება დამოუკიდებელია რესურსისგან და, შესაბამისად, თანაბრად ვრცელდება ყველა ტიპის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადების შემთხვევებზე. მსგავსი მიდგომა, გარკვეულ შემთხვევაში იძლევა დროის არარაციონალური ხარჯვის საფუძველს, რაც საბოლოო ჯამში რესურსის არარაციონალურ ათვისებასთან არის დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს საგამონაკლისო ნორმები, სასარგებლო წიაღისეულის მცირე მოცულობის მოპოვებით დაინტერესებულ პირსაც კი უწევს ერთთვიანი ლოდინი აუქციონის გამოცხადებამდე. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ აუქციონის ჩატარებით არ სრულდება ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება და მისი ბოლო ეტაპი ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანების გამოცემაა, რომლისთვისაც კანონმდებელი ასევე განსაზღვრავს გარკვეულ ვადებს.  მიზანშეწონილია, აღნიშნული საკითხის დიფერენცირება მოხდეს იმგვარად, რომ გარკვეული რესურსის მოპოვების ლიცენზიით დაინტერესებულ პირებს არ მოუწიოთ გაუმართლებლად ხანგრძლივი ლოდინი აუქციონის გამოცხადებამდე.

ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია აუქციონის გამართვისათვის საჭირო დროის დიფერენცირება სასარგებლო წიაღისეულის სახეობების მიხედვით. აუქციონის შემცირებული ვადა შესაძლოა გამოყენებულ იქნას  წიაღისეული რესურსების სახეობების უმრავლესობის მიმართ. კერძოდ, ჩანაწერი ფარავს პრაქტიკულად ყველა რესურსს, გარდა მადნეული რესურსებისა და მინერალური წყლისა. აღნიშნული განპირობებულია დასახელებული რესურსების მაღალი ეკონომიკური მნიშვნელობით. მადნეულ რესურსებზე და მინერალურ წყალზე ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი უმრავლეს შემთხვევაში ცხადდება შესწავლა-მოპოვების მიზნით და ხშირ შემთხვევაში გამოყენებულია დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენის მექანიზმი საინვესტიციო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ამ ტიპის რესურსებისათვის დარჩეს აუქციონის გამართვის მინიმუმ ერთთვიანი ვადა, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მეტი დაინტერესებული პირისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხანგრძლივი ვადით.

პუნქტის მოქმედი რედაქცია ავალდებულებს ლიცენზიის გამცემს, აუქციონის ჩატარების მიზნით საჭირო ინფორმაცია გამოაქვეყნოს ცენტრალურ პრესაში. ამ მიზნებისათვის ყოველწლიურად საჭიროა დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა სააგენტოს მხრიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2009 წლიდან აუქციონის ჩასატარებლად ლიცენზიის გამცემის მიერ გამოიყენება ელექტრონული ფორმა. ლიცენზიის მაძიებელს აუქციონში მონაწილეობისათვის უწევს ელექტრონულად დარეგისტრირება შესაბამის ვებგვერდზე და სრული აუქციონის პროცესში ელექტრონული ფორმით ჩართულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული პირი ნებისმიერ შემთხვევაში სარგებლობს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებული ინფორმაციით. შემდეგ, ამავე ვებგვერდზე რეგისტრაციისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს აუქციონში. როგორც აღნიშნულიდან გამომდინარეობს, არ არსებობს აუქციონის თაობაზე ინფორმაციის პრესაში გამოქვეყნების საჭიროება. წარმოდგენილი ცვლილება არ შეაფერხებს ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული პირთა წრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას და დაზოგავს ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯებს, რაც შესაძლოა გამოყენებული იქნეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად;

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

კანონპროექტში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმით, რომ ის საკითხები, რომელთაც კანონპროექტი შეეხება, არასრულფასოვნად არის რეგულირებული მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისად, ზემოაღნიშნული პრობლემების გამოსწორებისა და საკითხების სრულყოფილი რეგულირებისათვის აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა;

 ა.) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ ლიცენზია უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში. კანონპროექტი ასევე უზრუნველყოფს არამიზნობრივი დროის ოპტიმიზაციას. კანონპროექტის თანახმად,  აუქციონის გამოცხადების 15-დღიანი რეჟიმი გათვალისწინებულია ისეთი რესურსებისთვის, რომელთა ინდუსტრიული ღირებულება არის შედარებით დაბალი. ამ შემთხვევაშიც, კანონპროექტი განსაზღვრავს კონკრეტულ მოცულობას – 500 000 (ხუთასი ათასი) კუბური მეტრის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც უნდა იყოს მოქცეული აუქციონზე გატანილი ობიექტის მოსაპოვებელი რესურსი. თუ ოდენობა გადააჭარბებს აღნიშნულ ზღვრულ მოცულობას, ობიექტი მოექცევა ჩვეულებრივ რეჟიმში და აუქციონის გამოცხადება მოხდება არაუგვიანეს ერთი თვით ადრე.  კანონპროექტი პირდაპირ ჩამოთვლის რესურსის სახეობებს – ეს არის საწვავი და ენერგორესურსები (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეული, არამადნეული ნედლეული და საშენი მასალები, რომელთა შემთხვევაში მითითებულია ზღვრული მოცულობა და ასევე მიწისქვეშა მტკნარი წყალი, როცა პირდაპირ არის განსაზღვრული მისი მოპოვება სამეწარმეო დანიშნულებით;

.) კანონპროექტის ძირითადი არსი:

წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტში, რომლის თანახმად, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის თაობაზე ინფორმაციას აუქციონის გამართვამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნებს საკუთარ ან სხვა ვებგვერდზე. ამასთანავე უცვლელი დარჩება ამავე პუნქტის მეორე წინადადება, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ექნება შესაძლებლობა, ინფორმაციის გავრცელებისათვის გამოიყენოს დამატებითი ტექნიკური საშუალებებიც. ამავე პუნქტში კეთდება მითითებითი ჩანაწერი, რომელიც საგამონაკლისო წესით განსაზღვრავს აუქციონის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას. აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად, წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტით, კანონის მე-18 მუხლს ემატება  91 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საწვავი და ენერგორესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეულის, არამადნეული ნედლეულისა და საშენი მასალების, თუ  ჯამურად მოსაპოვებელი მოცულობა არ აღემატება 500 000  (ხუთასი ათასი) კუბურ მეტრს/ტონას, ასევე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 15 დღისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

ორივე განსახილველი პუნქტის თანახმად, სხვა ვებგვერდის საშუალებით აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი აუქციონის ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საკუთარ ვებგვერდზე სავალდებულოდ გამოაქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების თარიღის და იმ ვებგვერდის მითითებით, რომელიც გამოყენებულ იქნება აუქციონის ჩასატარებლად; 

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

ასეთი არ არსებობს;

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტის ძალაში შესვლა უნდა მოხდეს გამოქვეყნებისთანავე, რათა დროულად აღმოიფხვრას ზემოაღნიშნული პრობლემები. რაც შეეხება უკუძალის მინიჭების საკითხს, პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას;

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი;

) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას;

.) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას;

.) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას;

.) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას;

.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღებით მოხდება სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს მხრიდან აუქციონის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნების სანაცვლოდ გადასახდელი თანხების დაზოგვა. ამ მიზნებისათვის ყოველწლიურად საჭირო იყო დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა. შესაბამისად, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი მოხმარდება სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას;    

.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დაწესებას;

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის  სამართალთან:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;

.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;

.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება  კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას;

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს;

) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს;

.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს;

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს;

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო;

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.