„კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2019 წლის 25 მარტის №02/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 02/68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 17/09/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2019
სარეგისტრაციო კოდი
02/68
17/09/2019
ვებგვერდი, 20/09/2019
„კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2019 წლის 25 მარტის №02/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №02/68

2019 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

„კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2019 წლის 25 მარტის 02/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შევიდეს ცვლილება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“ სსიპ –  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2019 წლის 25 მარტის 02/21 ბრძანების მე-2 პუნქტში და ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა გაგრძელდეს 6 (ექვსი) თვით წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.

2. ბრძანების სხვა პუნქტები რჩება უცვლელი.

3. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. 52).

გენერალური დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                       პაატა გაფრინდაშვილი