„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017240
279
17/09/2019
ვებგვერდი, 20/09/2019
200090000.22.033.017240
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №279

2019 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის:
1.  81-ე მუხლის:
ა) მე-2 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მისი განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოში განსახილველად ოქმის გაგზავნა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

3. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის შედგენა, მისი განხილვა, გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის 831 მუხლის შესაბამისად.

4. საგადასახადო/საბაჟო ორგანოები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44​4 და 66​4 მუხლებით, 82​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 91​2 მუხლით, 91​3 მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე მუხლით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 129​1 მუხლით, 135​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 153​1, 153​5, 153​7, 153​8, 153​10–153​12, 154​1, 154​2, 155​1 და 155​2 მუხლებით, 155​3 მუხლის პირველი-მე-18 ნაწილებით, 155​5, 155​6, 155​9, 155​10, 157-ე, 157​1–157​4, 158-ე, 158​1, 159​4, 163-ე, 164-ე, 164​4, 165-ე–165​3, 165​10, 165​11, 171​5, 177​14, 178-ე, 179​3, 191​1, 194-ე, 195-ე მუხლებითა და  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

5. საგადასახადო/საბაჟო ორგანო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 127​1 მუხლის მე-2 ნაწილით, 129​1 მუხლით, 135​2  მუხლის მე-2 ნაწილით, 153​7, 153​8 და 153​10–153​12 მუხლებით, 155​3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155​5 მუხლით, 155​6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე, 165-ე, 165​10 და 165​11 მუხლებით, 171​5 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით, 177​14, 179​3, 191​1, 194-ე, 195-ე მუხლებითა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტით.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სახელით, შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი №31​1), რომელიც წერილობითი ან ელექტრონული ფორმით აღსასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან/ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებასთან ერთად.“.

2. 811 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 811. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა

1. განსაკუთრებული უფლების მფლობელი (ან მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია განცხადებით (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – განცხადება) მიმართოს საგადასახადო/საბაჟო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – სამართალდარღვევა) გამოვლენისა და აღკვეთის მოთხოვნით.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს;

ბ) ინფორმაციას სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის თაობაზე;

გ) სხვა მონაცემებს, რომელიც დაეხმარება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს სამართალდარღვევის გამოვლენაში. მათ შორის,  ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

გ.ა)  სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის მწარმოებლის, რეალიზატორის ან/და იმპორტიორის შესახებ;

გ.ბ)  სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის წარმოშობის ან/და მდებარეობის შესახებ;

გ.გ) სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის სასაქონლო პარტიის, შეფუთვის იდენტიფიცირებისთვის საჭირო დეტალების შესახებ;

გ.დ) სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის გადაადგილების, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნის, მიმღების ან მფლობელის შესახებ;

გ.ე) განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ წარმოებულ საქონელსა და სამართალდარღვევის გამომწვევ  საქონელს შორის არსებული განმასხვავებელი ნიშნების შესახებ;

დ) საკონტაქტო პირის სახელს, გვარს, მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას.

3. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) სასაქონლო (მომსახურების) ნიშანზე განსაკუთრებული უფლების ან/და რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი;

ბ) სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის შესყიდული ნიმუშის(ების) ფოტოსურათი და ამ ნიმუშის(ების) შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი (სასაქონლო ზედნადები, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით თანხის გადახდის დოკუმენტი). ამასთან, საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქვეპუნქტში აღნიშნული შესყიდული საქონლის  ნიმუში(ები);

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლის ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის)  მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არ არის წარმოებული განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე, რის გამოც სახეზეა განსაკუთრებული უფლების დარღვევა.

4.  თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საგადასახადო/საბაჟო ორგანო განსაკუთრებული უფლების მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) აცნობებს აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. განსაკუთრებული უფლების მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე  განცხადების განხილვა ჩერდება.

5. განცხადების განხილვისას, თუ საგადასახადო/საბაჟო ორგანო მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სამართალდარღვევის ფაქტს, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლება აქვს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძელზე უშუალოდ ობიექტზე დაათვალიეროს და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოიღოს შესაბამისი საქონელი. საქონლის ამოღების შემთხვევაში დგება „საქონლის ამოღების შესახებ ოქმი“.

6. „საქონლის ამოღების შესახებ ოქმში“ უნდა მიეთითოს ამოღებული საქონლის დასახელება, რაოდენობა, მოცულობა და სხვა განსაკუთრებული ნიშნები.

7. ამოღებული საქონელი გადატანილი უნდა იქნეს საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე ან შესანახად გადაეცეს პირს (მათ შორის, ამოღების ადგილზე), რომელიც იღებს პასუხისმგებლობას საქონლის შენახვაზე. საქონლის შენახვაზე პასუხისმგებელ პირს უნდა განემარტოს, რომ შესანახად გადაცემული საქონლის განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მას დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული პირი ხელს აწერს „საქონლის ამოღების შესახებ ოქმს“.

8. საჭიროების შემთხვევაში, ამოღებული საქონელი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ შეიძლება დაილუქოს ამოღების ადგილზე ან/და განხორციელდეს მისი ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებებით. ლუქის დადების/ახსნის შესახებ ინფორმაცია აისახება „ლუქის დადების/ახსნის შესახებ ოქმში“ ან აღნიშნულის შესახებ მიეთითება „საქონლის ამოღების შესახებ ოქმში“.

9. სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურების მიზნით, განსაკუთრებული უფლების მფლობელი (ან მისი წარმომადგენელი), საქონლის მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) და საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით ადგილზევე ამოწმებს ამოღებულ საქონელს (ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს მის ფოტო/ვიდეო გადაღებას), რაზედაც დგება „საქონლის შემოწმების ოქმი“ ან აღნიშნულის შესახებ მიეთითება „საქონლის ამოღების შესახებ ოქმში“ და 10 სამუშაო დღის ვადაში (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღის ვადაში) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს წარუდგენს დასაბუთებულ დასკვნას.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში აღინიშნება ინფორმაცია, წარმოებულია თუ არა საქონელი განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე და ირღვევა თუ არა განსაკუთრებული უფლება. დასკვნა ასევე უნდა მოიცავდეს მითითებას, რომ მისი ხელმომწერი ინფორმირებულია ყალბი დასკვნის შედგენის ან ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. 

11. ამოღებულ საქონელზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, განსაკუთრებული უფლების მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) უფლება აქვს მოითხოვოს დასკვნის მომზადების ვადის 5 სამუშაო დღით გაგრძელება. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანო ადგენს სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის რაოდენობასა და საბაზრო ღირებულებას.

13. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით:

ა) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (გარდა ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელიც განსახილველად იგზავნება სასამართლოში;

ბ) საქმის მასალები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

14. ამოღებული საქონელი, რომელიც ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მიხედვით ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ წარმოადგენს სამართალდარღვევის საგანს, დაუყოვნებლივ უბრუნდება საქონლის მფლობელს.

15. განსაკუთრებული უფლების მფლობელს (ან მის წარმომადგენელს), რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, უფლება აქვს საგადასახადო/საბაჟო ორგანოსგან მოითხოვოს და მიიღოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლები.

16. საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები:

ა) საკუთარი ინიციატივით, განსაკუთრებული უფლების მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) მიმართვის გარეშე, მათ შორის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტის შემთხვევაში;

ბ) სამართალდამცავი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“.

3. 82-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგება ოქმი (დანართი №31). ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას), ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას და უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​7 და 153​8, 153​10–153​12 მუხლებით, 155​3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155​5 მუხლით, 155​6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171​5 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 191​1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე და აღნიშნული დაფიქსირებულია ტექნიკური საშუალებით (ფოტო ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით), ოქმი ჩაბარებულად ითვლება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​​2 მუხლის მე-2 ნაწილით და 177​14 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით/საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​​2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შესაძლებელია დაფიქსირდეს ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით).“;

გ) მე-12 – მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი საგადასახადო/საბაჟო ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).

13. საგადასახადო/საბაჟო ორგანო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა, და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად.“.

4. 831 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №32) ივსება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.“;

 

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილ ეგზემპლარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი და მოწმდება საბაჟო ორგანოს ბეჭდით.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საჯარიმო ქვითრის შემდგენი საბაჟო ორგანო ვალდებულია, საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან 10 დღის ვადაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).“.

 

5. №31, №311 და №32 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი