დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5094-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 360000000.05.001.019619 |
|
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XV1 თავი: „თავი XV1. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელთა სოციალური დაცვა მუხლი 561. სოციალური დაცვა 1. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი) უზრუნველყოფს დეპარტამენტის იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება. 2. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) უზრუნველყოფს სააგენტოს იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, დაგეგმვის, მონიტორინგის, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების, ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების კონტროლისა და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) დეპარტამენტის/სააგენტოს ბიუჯეტიდან, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და აუნაზღაურდება დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის შესაბამისად, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 7 000 ლარის ოდენობით; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 4 000 ლარის ოდენობით; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით. 5. დეპარტამენტი/სააგენტო უფლებამოსილია თავისი ბიუჯეტიდან დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს დაუქირაოს საცხოვრებელი ბინა (ოჯახის წევრებთან − მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად) იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მისი სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული, ამასთანავე, დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლების გარეთ მდებარეობს. დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“. 2. 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირებისა) სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, დეპარტამენტი და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.“. მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესისა და პირობების შესახებ“. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ოქტომბერი 2019 წ. N5094-Iს |
დოკუმენტის კომენტარები