საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 454
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 480180000.10.003.021474
454
16/09/2019
ვებგვერდი, 19/09/2019
480180000.10.003.021474
საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №454

2019 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ სა­ქარ­­თველოს კანონის 32-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და „სა­ქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და  საქ­მია­ნობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირ­ველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე სანიტარიულ-საკარანტინო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებების შემოტანისა და შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული:

1. „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა“ (დანართი №1).

2. „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი“ (დანართი №2).

3. „საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო პორ­ტების, აეროპორტების, სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ნუსხა, სადაც ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი“ (დანართი №3).

4. „მოწმობა გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/მოწმობა გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ“ (დანართი №4).

5. „საზღვაო სამედიცინო-სანიტარიული დეკლარაცია“ (დანარ­თი №5).

6. შტამპი − „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი ჩატარებუ­ლია“ (დანართი №6).

7. „საჰაერო ხომალდის საერთო დეკლარაციის სანიტარიული ნაწილი“ (დანართი №7).

8. „მოწმობა ვაქცინაციის ან პროფილაქტიკის ჩატარების შე­სა­ხებ“ (დანართი №8).

9. „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღ­რიცხ­ვო ბარათი“ (დანართი №9).

10. „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №10).

11. შტამპი − „ვადის გაგრძელება“ (დანართი №11).

12. შტამპი − „იხილეთ დანართი“ (დანართი №12).

მუხლი 2
საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსის, ექიმი ეპიდემიოლოგის ან ექიმი ჰიგიენისტის კვალიფიკაცია.
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარ­გულად გამოცხადდეს „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.  

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი №1

 

საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 


ტერმინთა განმარტება

ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვ­ნელობა:

ა) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი – ქვეყანაში საკარანტინო და საერთაშორისო გავრცელების რისკის მქონე სხვა დაავადებების შემოტანის, აღმოცენებისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ ქვეყნის სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში (სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში) „ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების“, „საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შეთანხმების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციისა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის ღონისძიებები;

ბ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – №3 დანართით განსაზღვ­რული სასაზღვრო ინსპექციის პუნქტები და სხვა კონტროლის ზო­ნა, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება სანიტარიულ-საკარან­ტი­ნო კონტროლი;

გ) სატრანსპორტო საშუალება – საერთაშორისო რეისის გან­მახორციელებელი საჰაერო ხომალდი, საზღვაო ხომალდი, მატა­რე­ბე­­ლი, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალება ან სხვა სატ­რანს­­პორტო საშუალება;

დ) საქონელი – სატრანსპორტო საშუალებით გადაადგი­ლე­ბული, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების ბორტზე გამოყენე­ბი­სათვის განკუთვნილი მატერიალური ქონება, მათ შორის, ცხოვე­ლე­ბი და მცენარეები;

ე) ეკიპაჟი – საერთაშორისო მიმოსვლის სატრანსპორტო სა­შუ­ა­­ლების ბორტზე მყოფი პირები, გარდა მგზავრისა;

ვ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, მიუხედავად საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისა;

ზ) საერთაშორისო გადაადგილება:

ზ.ა) სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – ერთზე მეტი ქვეყნის ტერიტორიის შემოსასვლელ პუნქტებს შორის გადაადგი­ლე­ბა ან ერთი ქვეყნის ტერიტორიის შემოსასვლელ პუნქტებს შორის გა­დაადგილება, თუ სატრანსპორტო საშუალებას გადაადგილებისას აქვს შეხება ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან;

ზ.ბ) მგზავრის შემთხვევაში – მგზავრობა ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის მიზნით, გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სა­­ი­დანაც მგზავრი იწყებს გადაადგილებას;

თ) იზოლაცია – ინფიცირებისა და კონტამინაციის გავრცე­ლე­ბის აღკვეთის მიზნით დაავადებული ან დასენიანებული პირის, ან დასენიანებული სატრანსპორტო საშუალების, კონტეინე­რის, ტვირ­თის, ბარგის, საფოსტო გზავნილების განცალკევება;

ი) კარანტინი – ქმედების შეზღუდვა ან/და დაავადებაზე საეჭ­ვო პირების განცალკევება იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან და­ა­ვადებულნი, ან საეჭვო სატრანსპორტო საშუალებების, ბარგის, ხელბარგის ან საქონლის განცალკევება იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის შესაძლო გავრცელება ან კონ­ტა­მი­ნა­ცია;

კ) დაავადებაზე საეჭვო – ის პირი, სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი, ტვირთი, ბარგი, ხელბარგი ან საფოსტო გზავნილი, რომ­ლებმაც განიცადეს ან შესაძლოა განიცადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის ფაქტორის ზემოქმედება და, ამდენად, შე­სა­ძ­ლებელია წარმოადგენდნენ დაავადების გავრცელების პოტენ­ციურ წყა­­როს;

ლ) ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ინ­ფექ­ციური აგენტის შეჭრა და განვითარება ან შემდგომი გამრავ­ლება, რაც შეიძლება წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯან­მრთე­ლო­ბისათვის;

მ) რეზერვუარი – ცხოველი, მცენარე ან ნივთიერება, რო­მელ­შიც ინფექციის გამომწვევი აგენტი ჩვეულებრივად ბინადრობს და რომლის არსებობა შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს საზოგა­დო­­ებ­რივი ჯანმრთელობისათვის;

ნ) ეპიდემიური კერა – ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მო­მიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირება დაავადების გამომწვევით;

ო) დასენიანებული რეგიონი – კონკრეტული გეოგრაფიული რე­გიონი, რომლის მიმართ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციებს დადგენილი წესების შესაბამისი სამედი­ცი­ნო-სანიტარიული ზომების მიღების შესახებ;

პ) სამედიცინო ღონისძიება – კონტამინაციის ან დაავადების გავრცელების თავიდან აცილების, ანუ პრევენციის მიზნით ჩატარე­ბული პროცედურა (სამედიცინო ღონისძიება არ გულისხმობს სა­მარ­­თალ­დამცავ ან უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებს);

ჟ) ინსპექტირება – კომპეტენტური ორგანოების მიერ ან უშუა­ლოდ მათი კონტროლის ქვეშ, არეალის, ბარგის და ხელბარგის, ადა­­მიანის გვამის, კონტეინერების, სატრანსპორტო საშუალების, ობი­ექტების, საქონლისა და საფოსტო გზავნილების, აგრეთვე შესა­ბა­მისი მონაცემებისა და დოკუმენტაციის დათვალიერება-შესწავლა სა­­ზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის გამოვლენის მიზ­ნით;

რ) კონტროლის ობიექტი – სატრანსპორტო საშუალება და მი­სი ეკიპაჟი, მგზავრი, მისი ბარგი და ხელბარგი, ადამიანის გვამი;

ს) უფლებამოსილი პირი – სამსახურის შესა­ბა­მისი სპეციალობის მქონე მოხელე (ზოგადი პროფილის ექიმი პრო­ფი­ლაქტიკოსი, ექიმი ეპიდემიოლოგი ან ექიმი ჰიგიენისტი), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი;

ტ) ეროვნული კოორდინატორი – ჯანმრთელობის საერთა­შო­რისო წესების თანახმად, ეროვნული კოორდინატორის ფუნქციის გან­მახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყ­­ვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზო­გა­დოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომელიც ჯანმრთე­ლობის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტებთან კავ­ში­რისათვის ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს;

უ) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – პათოგენური ბიოლო­გიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთ­რებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;

ფ) დეზინფექცია – პროცედურა, რომლის შესაბამისად ადამია­ნის ან ცხოველის სხეულის ზედაპირზე ან ბარგში, ხელბარგში, საქონელში, კონტეინერებში, სატრანსპორტო საშუალებებსა და სა­ფოს­ტო გზავნილებში ქიმიური ან ფიზიკური აგენტების პირდაპირი ზემოქმედების მეშვეობით ტარდება სანიტარიული ღონისძიებები ინ­ფექციური აგენტების წინააღმდეგ ბრძოლის ან განადგურების მიზ­ნით;

ქ) დეზინსექცია – პროცედურა, რომლის შესაბამისადაც ტარ­დება სანიტარიული ღონისძიებები ბარგში, ხელბარგში, საქონელში, კონტეინერებში, სატრანსპორტო საშუალებებსა და საფოსტო გზავ­ნი­ლებში აღმოჩენილი ადამიანის დაავადების გადამტანი მწერე­ბის გასანადგურებლად;

ღ) დერატიზაცია – პროცედურა, რომლის შესაბამისადაც ტარ­დება სანიტარიული ღონისძიებები ბარგში, ხელბარგში, კონ­ტეი­ნე­რებ­ში, სატრანსპორტო საშუალებებზე, ობიექტებზე, საქონელში, ამა­ნათებსა და საფოსტო გზავნილებში არსებული ადამიანის დაავა­დე­ბების გამავრცელებელი მღრღნელების გასანადგურებლად შემო­სასვ­ლელ პუნქტში;

ყ) კონტამინაცია – ინფექციური ან ტოქსიკური აგენტის ან ნივ­თიერების არსებობა ადამიანის ან ცხოველის სხეულის ზედა­პირზე, მოხმარებისათვის განკუთვნილ პროდუქტში ან პროდუქტზე, ან სხვა საგანზე (სატრანსპორტო საშუალების ჩათვლით), რაც შესაძ­ლე­ბელია წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთე­­ლო­ბი­სათვის;

შ) დეკონტამინაცია – პროცედურა, რომლის შესაბამისად ტარ­დება სანიტარიული ღონისძიებები ადამიანის ან ცხოველის სხეუ­­ლის ზედაპირზე, მოხმარებისათვის განკუთვნილ პროდუქტში ან პროდუქტზე ან სხვა საგნებზე (სატრანსპორტო საშუალების ჩათვ­ლით) ინფექციური ან ტოქსიკური აგენტის მოსპობის მიზნით, რო­მე­ლიც შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯან­მრ­თელობისათვის;

ჩ) რეკომენდაციები – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ შემუშავებული მუდმივი ან დროებითი რეკომენდაციები, რომლებიც ოპერატიულად მიეწოდება სამსახურს დასენიანებული ან/და დასენიანების რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ჩასატარებელი სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის პროცედურებისა და გასატარებელი ღონისძიებების (დეკონტამინაცია, იზოლაცია, კარანტინი, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების ქვეყანაში შემოსვლის დროებითი აკრძალვა ან შეზღუდვა, სხვა ღონისძიებები) შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების საერთაშორისო გავრცელება და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დაბრკოლებები საერთაშორისო გადაზიდვებისათვის;

ც) ინტრუზიული პროცედურა – პირისათვის შესაძლო დის­კომ­­ფორტის შექმნა მასთან მჭიდრო და უშუალო კონტაქტის ან პი­რა­დი ხასიათის შეკითხვების დასმის შედეგად;

ძ) ინვაზიური პროცედურა – კანზე ჩხვლეტა, კანის გაჭრა, სხე­ულ­ში სამედიცინო ინსტრუმენტის ან უცხო სხეულის შეყვანა ან ორ­განიზმის ღრუების დათვალიერება; ამ დადგენილების მიზნე­ბი­სა­თვის: ყურის, ცხვირისა და პირის ღრუს სამედიცინო გამოკვლევა; ტემ­პერატურის გაზომვა ყურის, ორალური ან კანის თერმომეტრით, ან გამოსახულების თერმული ვიზუალიზაციით; სამედიცინო შემოწ­მება; აუსკულტაცია; გარეგანი პალპაცია; რეტინოსკოპია; შარდის, ფე­კალური მასებისა და ნერწყვის ნიმუშების გამოყოფის შემდგომი შეგროვება; არტერიული წნევის ექსტერნალური გაზომვა და ელექ­ტრო­კარდიოგრაფია მიიჩნევა არაინვაზიურ პროცედურებად;

წ) თანხმობა თავისუფალ ურთიერთობაზე – სამსახურის უფ­ლე­ბამოსილი პირის მიერ ნებართვის გაცემა:

წ.ა) საზღვაო მცურავი საშუალებებისათვის – პორტში შესვ­ლა­­ზე, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ჩასხდომა-გადმოსხ­დო­მაზე, საქონლის ან მარაგის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე;

წ.ბ) დაშვების შემდეგ საჰაერო ხომალდისათვის – მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ჩასხდომა-გადმოსხდომაზე, საქონლის ან მა­რაგის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე;

წ.გ) შემოსვლის შემდეგ სახმელეთო სატრანსპორტო საშუა­ლებებისათვის – მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ჩასხდომა-გად­მოს­ხ­დომაზე, საქონლისა და მარაგის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე.

თავი II

 კომპეტენტური ორგანოები და მათი მოვალეობები

 

მუხლი 2. კომპეტენტური ორგანოები

1. საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების კომპეტენცია ეკისრება:

ა) სამსახურს, რომელიც არის ამ დადგენილებით განსაზღვრული სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ღონისძიებების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი), ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნულ კოორდინატორს, რომელიც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტებთან კავშირისათვის ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში და არის უფლებამოსილი ცენტრი, რომელიც, თავის მხრივ, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდის საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს;

გ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების გამოვლენის შემთხვევაში.

2. ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენ­დაციების შესაბამისად, სამსახურს აწვდის რეკომენდაციებს დასე­ნია­ნებული ქვეყნების და მოსალოდნელი რისკების გათვალისწი­ნე­ბით. რეკომენდაციებს თან უნდა დაერთოს სანიტარიული კონ­ტრო­ლისა და სანიტარიული ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელ­თა ჩა­ტა­რება აუცილებელია კონკრეტული დაავადების გავრცელების აღ­სა­კვეთად.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსულ პირთა აღრიცხვას (დანართი №9) ახორციელებს სამსახური.

4. „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუა­ცი­ე­­ბისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონით განსაზღვრულ საგანგებო სიტუაციებში პა­სუხის­მგებელ ორგანოთა კოორდინირებულ ქმედებებს ხელმძღვანე­ლობს ეროვ­ნული რეაგირების გეგმით განსაზღვრული სახელმწიფო უწ­ყების ხელმძღვანელი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მუხლი 3. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მოვალეობები

1. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ევალება:

ა) შეამოწმოს დასენიანებული რეგიონებიდან შემოსული ბარგი და ხელბარგი, ტვირთი, კონტეინერები, სატრანსპორტო საშუალე­ბები, საქონელი, საფოსტო გზავნილები და ადამიანის გვამი, ინფექ­ცი­ისა და კონტამინაციის წყაროების (გადამტანებისა და რეზერვუა­რების ჩათვლით) არარსებობაში დარწმუნების მიზნით;

ბ) უზრუნველყოს შემოსასვლელ სასაზღვრო ინსპექციის პუნქ­ტებ­ში მგზავრების მიერ გამოსაყენებელი საშუალებების სანიტა­რიული მდგომარეობა, ინფექციისა და კონტამინაციის წყაროების (გადამ­ტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) არსებობის გამოსა­რიც­ხად;

გ) განახორციელოს კონტროლის ობიექტის დეზინფექციის, დე­კონტამინაციის, დეზინსექციის ან დერატიზაციის ჩატარების, ან შე­საბამის შემთხვევებში, დადგენილი წესით მგზავრთა სანიტარიუ­ლი დამუშავების ზედამხედველობა;

დ) სატრანსპორტო საშუალების მიმართ გასატარებელი კონ­ტრო­ლის ღონისძიებებისა და გამოსაყენებელი მეთოდების შესახებ შესაძლებლობის შემთხვევაში წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია გა­დამზიდველს ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელს;

ე) განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებიდან კონტამინი­რებული წყლის, კვების პროდუქტების, ადამიანებისა და ცხოვე­ლე­ბის ცხოველქმედების ნარჩენების, ჩამდინარე წყლის და ნებისმიერი სხვა დაავადების გამომწვევი ნივთიერების ამოღებისა და უსაფრ­თხო მოცილების კონტროლი;

ვ) ზღვის, მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების კონტამი­ნირების თავიდან აცილების მიზნით, შეძლებისდაგვარად განახორ­ციელოს გემებიდან ნაწრეტი წყლის, ნარჩენების, ბალასტის წყლის და სხვა პოტენციურად დაავადების გამომწვევი ნივთიერებების გად­მოყ­რა-გადმოღვრის მონიტორინგი;

ზ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საგანგებო სი­ტუაციის შემთხვევისათვის მზადყოფნაში იქონიოს სათანადო გეგ­მები და საშუალებები.

2. დასენიანებული ზონებიდან კონტროლის ობიექტების შემო­სვ­ლისას მათ მიმართ შესაძლებელია სანიტარიული კონტროლის ღონისძიებების ხელახლა გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არ­სებობს მონაცემები და/ან ფაქტები, რომლებიც მოწმობენ, რომ და­სენიანებული ზონიდან გამოსვლისას მათ მიმართ მიღებული ზო­მები არ აღმოჩნდა ეფექტიანი.

3. დეზინფექცია, დეკონტამინაცია, დეზინსექცია, დერატი­ზა­ცია ან სხვა სანიტარიული პროცედურები უნდა ჩატარდეს იმგვა­რად, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მგზავრებისათვის ზიანის მი­ყენება ან მათი დისკომფორტი, ასევე გარემოს დაბინძურება, და არ გამოიწვიოს კონტროლის ობიექტისათვის ზარალის მიყენება.

 

თავი III

 სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო ღონისძიებები და სპეციალური მოთხოვნები

მუხლი 4. სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო ღონისძიებები

1. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებისა და ამ დად­გენი­ლების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზ­ნე­ბისათვის, ქვეყანაში შემოსვლისას ან ქვეყნიდან გასვლისას სა­საზღვ­რო ინსპექციის პუნქტმა შესაძლოა მოითხოვოს:

ა) ინფორმაცია მგზავრობის პუნქტებთან დაკავშირებით მგზავ­რ­თან კონტაქტის დადგენის მიზნით;

ბ) ინფორმაცია მგზავრობის მარშრუტის (დასენიანებულ ზო­ნაში ან მის მახლობლად ყოფნის) შესახებ ინფექციის ან კონტამი­ნაციის წყაროსთან კონტაქტის დადგენის მიზნით;

გ) მგზავრის არაინვაზიური და შეძლებისდაგვარად ნაკლებინ­ტრუზიული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით;

დ) კონტროლის ობიექტის ინსპექტირების ჩატარება.

2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი მო­ნაცემების არსებობისას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უფლება­მოსილია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს დამატებითი სანი­ტარიული ღონისძიებები, კერძოდ, დასენიანებული ან ინფიცირე­ბაზე საეჭვო მგზავრების მიმართ არაინვაზიური და შეძლებისდა­გვარად ნაკლებად ინტრუზიული სამედიცინო გამოკვლევა.

3. მგზავრის სამედიცინო გამოკვლევა, ვაქცინაცია, პროფი­ლაქ­ტიკა ან სხვა სამედიცინო-სანიტარიული ღონისძიება შესაძლებელია განხორციელდეს ამ დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, მხო­ლოდ მგზავრის (პირის ქმედუუნარობის ან შეზღუდული ქმე­დუნა­რია­ნობის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის) წი­ნას­წარი ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობით, გარდა ამ ტექნოლოგიური სქემის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით და მოქ­მედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 4. მგზავრს (პირის ქმედუუნარობის ან შეზღუდული ქმედუ­ნა­რიანობის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს), რომლის მი­მართაც ხორციელდება ვაქცინაცია ან გამოიყენება სხვა სანიტა­რიული ღონისძიებები, დროულად უნდა მიეწოდოს ამომწურავი ინ­ფორ­მაცია ვაქცინაციის ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, არ­სე­ბული რისკისა და, სამედიცინო მანიპულაციაზე უარის შემთხვე­ვა­­ში, შესაძლო შედეგების შესახებ.

 5. ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა (მანიპულაცია), რისკის მი­ნიმუმამდე დაყვანის მიზნით უნდა განხორციელდეს უსაფრთხოე­ბის ეროვნული და საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად.

 6. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლო­მა­ტიური სტატუსის მქონე პირების პირადი ბარგი, ხელბარგი, დიპ­ლო­მატიური ფოსტა, აგრეთვე საკონსულო ვალიზა თავისუფლდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლისაგან. თუ არსებობს ეჭვი, რომ­ ამ­ ბარგით, ხელბარგით ან საფოსტო გზავნილით გადაიტანება პა­თოგენური ბიოლოგიური აგენტი ან/და არსებობს ქვეყანაში გან­საკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების შემოტანისა და გავრ­ცელების საშიშროება, კონტროლი ხორციელდება მხოლოდ დი­პ­­ლომატისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მა­თი უფ­ლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით.

 7. საკონსულო ვალიზის გახსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, იგი ბრუნდება.

 მუხლი 5. გადამზიდველი

1. გადამზიდველი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და რეკომენდა­ციებით გათვალისწინებული სანიტარიული მოთხოვნები;

ბ) უზრუნველყოს მგზავრების ინფორმირება საქართველოს კა­ნონ­მდებლობითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებული სანი­ტა­რიული მოთხოვნების შესახებ;

გ) თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო სა­შუალებებზე მუდმივად უზრუნველყოს ინფექციისა და კონტამინა­ცი­ის წყაროების დაუშვებლობა.

2. გადამზიდველი უზრუნველყოფს:

ა) სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის ინსპექტი­რე­ბის ჩატარების ხელშეწყობას;

ბ) ბორტზე მყოფი მგზავრების სამედიცინო გამოკვლევის ხელ­შეწყობას;

გ) ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა სანიტარიული ღო­ნის­ძიებების ჩატარების ხელშეწყობას;

დ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მოთ­ხოვნით, საჭირო სამედიცინო-სანიტარიული ინფორმაციის წარ­მო­დ­­გენას.

3. გადამზიდველი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარუდგენს გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანი­ტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობას (დანართი №4) ან საზ­ღ­ვაო სამედიცინო-სანიტარიულ დეკლარაციას (დანართი №5), ან სა­ჰაერო ხომალდის საერთო დეკლარაციის სანიტარიულ ნაწილს (და­ნართი №7).

 4. საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, ბარგისა და ხელ­ბარგის მიმართ ამ დადგენილებით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნეს აცილებული პირების ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მა­თი დისკომფორტი ან საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების, ბარგისა და ხელბარგისათვის ზარალის მიყენება. საჭიროებისა და მი­ზანშეწონილობის შემთხვევაში, შესაძლებელია სანიტარიული კონ­­­­­ტროლის პროცედურები განხორციელდეს ცარიელ სატრანსპორ­ტო საშუალებებზე (მათ შორის, ცარიელ ტრიუმებზე).

5. ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სანიტარიული დამუშავების ზომებისადმი დაქვემდებარების, გამოყენებული მეთოდებისა და მათი გამოყენების მიზეზების შესახებ წერილობითი ფორმით მიეწოდება საჰაერო ხომალდის პასუხისმგებელ პირს, ხოლო გემის შემთხვევაში აღინიშნება გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში და „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10). ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.

მუხლი 6. ტრანზიტული გემები და საჰაერო ხომალდები

საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნებისა და ამ ტექნო­ლოგიური სქემის მე-8 მუხლის (მოიცავს დამატებით სამედიცინო-სა­ნი­ტარიულ ღონისძიებებს) გათვალისწინებით, სანიტარიული ღონის­ძი­ებები არ გამოიყენება:

 ა) გემის მიმართ, რომელიც შემოსულია არადასენიანებული ზო­­ნიდან და გადაადგილდება ქვეყნის ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყ­ნის პორტებში. ნებისმიერი ასეთი გემისათვის ნებადართულია, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის კონტრო­ლით ბორტზე მიიღოს საწვავი, წყალი, სურსათი და სხვა საჭირო მა­რაგი;

 ბ) გემის მიმართ, რომელიც ნავსადგურში შესვლის (მგზავ­რების გადმოსხმის) გარეშე გადაადგილდება ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ არსებული წყლების გავლით;

 გ) ტრანზიტული საჰაერო ხომალდის მიმართ – ქვეყნის იურის­დიქციის ქვეშ არსებულ აეროპორტებში, იმ გამონაკლისის გათვა­ლისწინებით, რომ ამ საჰაერო ხომალდის დგომა შესაძლებელი იქნება აეროპორტის ტერიტორიის განსაზღვრულ ზონაში, მგზავ­რე­ბის ჩასხდომა-გადმოსხდომისა და საქონლის ჩატვირთვა-გადმოტ­ვირ­თვის უფლების გარეშე. ამასთან, ნებისმიერ ასეთ საჰაერო ხო­მალდს უფ­ლება ეძლევა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის კონტრო­ლის ქვეშ ბორტზე მიიღოს საწვავი, წყალი, სურსათი და სხვა საჭი­რო მარაგი.

მუხლი 7. ტრანზიტული სატვირთო ავტომობილები, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები და ავტობუსები

საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნებისა და ამ ტექნო­ლო­გიური სქემის მე-8 მუხლის (მოიცავს დამატებით სამედიცინო-სანიტარიულ ღონისძიებებს) გათვალისწინებით, არანაირი სანიტა­რი­უ­­­­ლი ღონისძიებები არ გამოიყენება ტრანზიტული სატვირთო ავ­ტო­მობილის, სამგზავრო და სატვირთო მატარებლისა და ავტო­ბუსის მიმართ, რომლებიც შემოსულია არადასენიანებული ზონიდან და გა­და­ადგილდება ქვეყნის ტერიტორიის გავლით მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომისა და საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე.

მუხლი 8. დასენიანებული სატრანსპორტო საშუალებები

1. თუ სატრანსპორტო საშუალების ბორტზე აღმოჩენილია და­ა­ვადების კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები და მონაცემები, რომ­ლებიც ეფუძნება ფაქტებს ან დადასტურებულ ინფორმაციას საზო­გა­დოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის თაობაზე, მათ შორის, ინ­ფექციისა და კონტამინაციის წყაროები, ასეთი სატრანსპორტო სა­შუა­­ლება ჩაითვლება დასენიანებულად და სასაზღვრო ინსპექციის პუნქ­­ტი უფლებამოსილია:

 ა) მოითხოვოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების დეზინ­ფექციის, დეკონტამინაციის, დეზინსექციის ან დერატიზაციის თავისი კონ­­ტროლის ქვეშ ჩატარება;

 ბ) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება სა­ზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის კონტროლის ადეკვატური დონის უზრუნველმყოფი, ამ დადგენილებით და რეკომენდაციებით გათ­­ვალისწინებული მეთოდების გამოყენების შესახებ; აგრეთვე გა­მოიყენოს სხვა მეთოდები და მასალები, თუ დადგენილია მათი უსაფრ­­თხოება და საიმედოობა;

 გ) დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სა­საზღვრო ინსპექციის პუნქტი უფლებამოსილია გამოიყენოს დამა­ტებითი სანიტარიული ღონისძიებები (საჭიროების შემთხვევაში, სა­ტ­­რანს­­პორტო საშუალებების იზოლაციის ჩათვლით), რომელთა გამო­ყე­ნების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ეროვნულ კოორ­დინა­ტორს.

 2. თუ შემოსასვლელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ვერ უზ­რუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული კონტროლის ღო­ნის­ძიებების განხორციელებას, დასენიანებულ სატრანსპორტო საშუ­ა­ლებას შესაძლებელია მიეცეს გასვლის ნებართვა შემდეგი პირო­ბე­ბის დაცვით:

 ა) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი გასვლისას აწვდის შემ­დგომი დანიშნულების პუნქტის კომპეტენტურ ორგანოს ინფორ­მა­ციას აღმოჩენილი ფაქტებისა და კონტროლის აუცილებელი ღონის­ძი­ე­ბების შესახებ;

ბ) გემის შემთხვევაში – აღმოჩენილი ფაქტები და კონტროლის აუცილებელი ღონისძიებები აღინიშნება გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში, ასევე მიეთითება „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10), გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის დაფიქსირებით. ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას;

 გ) ნებისმიერ ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უფლება ეძ­ლე­­ვა, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის კონტროლის ქვეშ ბორტზე მიი­ღოს საწვავი, წყალი, სურსათი და სხვა საჭირო მარაგი.

 3. დასენიანებული სატრანსპორტო საშუალება აღარ ჩაითვ­ლე­ბა დასენიანებულად, თუ:

 ა) ეფექტიანად განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;

 ბ) ბორტზე აღარ არსებობს პირობები, რომლებიც შესაძლებე­ლია წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

მუხლი 9. გემები და საჰაერო ხომალდები შემოსასვლელ პუნქ­­­ტებში

1. თუ საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათ­ვა­­ლისწინებული, გემს და საჰაერო ხომალდს სანიტარიული ხასია­თის მიზეზით არ შეიძლება აეკრძალოს ნებისმიერ შემოსას­ვ­ლელ პუნქტ­ში შემოსვლა. თუ მოცემული შემოსასვლელი პუნქტი ამ დად­გენილებით გათვალისწინებული სანიტარიული ღონისძიებების გამო­ყე­ნებისათვის არ არის მოწყობილი, შესაძლებელია გემს ან საჰაერო ხომალდს მიეცეს უფლება, თავიანთი რისკით გადაად­გილდნენ მათ­თვის მისაღებ უახლოეს შემოსასვლელ პუნქტში, თუ გემს ან საჰა­ერო ხომალდს არ გააჩნია ისეთი საექსპლუატაციო ხა­სიათის პრობ­ლემები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მათ ამგვარი გადახვევისას.

2. თუ საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლისწინებული, არ შეიძლება გემს ან საჰაერო ხომალდს სანიტა­რიული თვალსაზრისით უარი ეთქვას თავისუფალ ურთიერთობაზე. კერძოდ, მათ არ შეიძლება უარი ეთქვათ ჩასხდომა-გადმოსხდომაზე, სა­ქონლის, ბარგისა და ხელბარგის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე ან ბორტზე საწვავის, წყლის, სურსათის და სხვა საჭირო მარაგის მი­ღებაზე. ამ შემთხვევაში თანხმობა თავისუფალ ურთიერთობაზე მათ ეძლევათ იმ პირობით, რომ ჩატარდება სანიტარიული კონტროლი და, თუ ბორტზე აღმოჩენილი იქნება ინფექციის ან კონტამინაციის წყარო, მათი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციე­ლდება აუცილებელი დეზინფექცია, დეკონტამინაცია, დეზინსექცია, დერატიზაცია ან სხვა აუცილებელი ღონისძიებები.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული პრაქტიკულად გან­ხორციელებადია, საჰაერო ხომალდს ან გემს შესაძლებელია მიე­ცეს თანხმობა თავისუფალ ურთიერთობაზე რადიოკავშირის ან კომუ­ნი­კაციის სხვა საშუალებების გამოყენებით, თუ შემოსვლამდე მი­ღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამ გემის ან საჰაერო ხო­მალდის შემოსვლა არ განაპირობებს დაავადების შემოტანას და გავრ­ცელებას.

 4. გემის კაპიტნები ან საჰაერო ხომალდის მეთაურები ან მათი წარმომადგენლები დანიშნულების ნავსადგურში შემოსვლამდე ან აეროპორტში ჩამოფრენამდე (როგორც კი ცნობილი გახდა მათ­თვის), აცნობებენ ნავსადგურის ან აეროპორტის კონტროლის ორგა­ნოს ინფექციური ხასიათის დაავადების გამოვლენის ნებისმიერი შემ­თხვევის ან იმ ფაქტის შესახებ, რომელიც წარმოადგენს რისკს ბორტზე მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისათვის. აღნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება სასაზღვრო ინსპექ­ციის პუნქტს (აეროპორტი, ნავსადგური). გადაუდებელ შემთხვევებში ასე­თი ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნეს უშუალოდ გემის კაპიტ­ნის ან საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ.

 5. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო ხომალდის მეთაუ­რისა­გან ან გემის კაპიტნისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხორციელ­დება დაავადებაზე საეჭვო ან დასენიანებული სატრანსპორტო სა­შუა­ლების დაშვება თავდაპირველად განსაზღვრულისაგან განსხ­ვა­ვებულ აეროპორტში, ან შესაბამისად ღუზაზე დადგომა განსხვა­ვე­ბულ ნავსადგურში:

 ა) გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური ან სხვა უფ­­ლებამოსილი პირი მიმართავს ყველა საშუალებას, რომ დაუყოვ­ნებლივ დაუკავშირდეს უახლოეს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს;

 ბ) როგორც კი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ინფორ­მი­რე­ბუ­ლი იქნება განხორციელებული დაშვების ან ღუზაზე დადგო­მის შე­სა­ხებ, მას შეუძლია განახორციელოს რეკომენდაციებით ან ამ დად­გენილებით გათვალისწინებული სხვა სანიტარიული ღო­ნის­ძი­ებები;

 გ) გარდა კომპეტენტურ ორგანოსთან დაკავშირების ან რაიმე საგანგებო მიზეზისა, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ნებართვის გარეშე არც ერთმა პირმა არ უნდა დატოვოს ასეთი საჰაერო ხო­მალ­დის ან გემის ბორტი და არ უნდა გადაადგილდეს ბორტზე არ­სე­ბული საქონელი;

 დ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მიერ შეთავაზებული ყვე­ლა ღონისძიების შესრულების შემდგომ საჰაერო ხომალდი ან გე­მი შესაძლებელია გადაადგილდეს თავდაპირველი დანიშნულების აერო­­პორტში ან ნავსადგურში. თუ ტექნიკური მიზეზების გამო აღ­ნიშ­ნული შეუძლებელია, მაშინ მათი გადაადგილება შესაძლებელია სხვა, მათთვის მისაღებ აეროპორტში ან ნავსადგურში.

 6. ამ მუხლის მოთხოვნებისაგან დამოუკიდებლად, გემის კაპი­ტანს ან საჰაერო ხომალდის მეთაურს შეუძლია მიიღოს ისეთი სა­გან­­გებო ზომები, რომლებიც აუცილებელია ბორტზე მყოფი მგზავ­რე­ბის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ პუნქ­ტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ზომების შესახებ დაუ­ყოვნებლივ ეცნობება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს.

მუხლი 10. სატვირთო ავტომობილები, სატვირთო და სამგზავრო მატარებლები და ავტობუსები შემოსასვლელ პუნქტებში

სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში სატვირთო ავტომობილების, სატვირთო და სამგზავრო მატარებლებისა და ავტობუსების მიმართ სანიტარიული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

მუხლი 11. მგზავრები და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირები

თუ საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვა­ლისწინებული, დაავადების გავრცელებაზე ეჭვის გამო მეთვალყუ­რეო­ბადაწესებულ მგზავრს შეუძლია გააგრძელოს საერთაშორისო მოგზაურობა, თუ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პი­რი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მგზავრი არ წარმოადგენს უშუალო რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ასეთი მგზავრის არ­სე­ბობის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ცენტრს, რომელიც, თავის მხრივ, ატყობინებს დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს.

მუხლი 12. მგზავრის შემოსვლასთან დაკავშირებული სანიტა­რიუ­ლი ღონისძიებები

1. ინვაზიური სამედიცინო გამოკვლევა, ვაქცინაცია ან სხვა პრო­ფილაქტიკური ღონისძიებები არ წარმოადგენს მგზავრის ქვეყ­ნის ტერიტორიაზე შემოსვლის წინაპირობას, თუმცა სასაზღვრო ინს­­პექციის პუნქტი უფლებამოსილია მოითხოვოს მგზავრის სამე­დი­ცინო გამოკვლევა, ვაქცინაცია ან სხვა პროფილაქტიკური ღონის­ძი­ე­­ბე­ბი, ან სათანადო ცნობები ამ ღონისძიებების შესახებ ჯანმრ­თე­­­ლობის საერთაშორისო წესების ეროვნული კოორდინატორის მი­ერ მიწოდებული ინსტრუქციის საფუძველზე:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის განსაზღვ­რის აუცილებლობის შემთხვევაში;

 ბ) მგზავრის შემოსვლის წინაპირობის სახით, როდესაც პირს განზრახული აქვს მიიღოს დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი.

2. როდესაც მგზავრი (რომლის მიმართაც სასაზღვრო ინს­პექციის პუნქტი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება, ვაქცინაცია ან სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები) არ ეთანხმება ნებისმიერი. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებას ან უარს აცხა­დებს ამ ტექნოლოგიური სქემის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის და დოკუმენტების წარდგენაზე, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უფლებამოსილია უა­რი განუცხადოს მგზავრს ქვეყანაში შემოსვლაზე. საზოგა­დო­ებ­რივი ჯანმრთელობისათვის გარდაუვალი რისკის შესახებ მონაცე­მების არსებობისას და იმ ხარისხის გათვალისწინებით, თუ რამ­დენად აუ­ცილებელია ასეთ რისკზე კონტროლის დაწესებისათვის აღ­ნიშნული პროცედურების ჩატარება, სასაზღვრო ინსპექციის პუნქ­ტი უწევს რე­კომენდაციას მგზავრს ამ პროცედურების განხორციე­ლებასთან და­კავ­შირებით, ხოლო უარის შემთხვევაში უფლება­მოსილია აიძულოს მგზავრი, რომ დაექვემდებაროს:

ა) შეძლებისდაგვარად ნაკლებინვაზიურ და ინტრუზიულ სამე­დიცინო გამოკვლევას, რაც შესაძლებელს გახდის მიღწეულ იქნეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნები;

ბ) ვაქცინაციას ან სხვა პროფილაქტიკურ ღონისძიებას;

გ) დამატებით დადგენილ სანიტარიულ ღონისძიებებს, რაც შე­საძ­ლებელს გახდის თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრ­ცე­ლება, ან დაწესდეს კონტროლი დაავადების გავრცელებაზე (იზო­ლა­ცია, კარანტინი ან მგზავრის მოქცევა სამედიცინო დაკვირვების ქვეშ).

მუხლი 13. მგზავრებისადმი მოპყრობა

ამ დადგენილებით გათვალისწინებული სანიტარიული ღონის­ძიებების განხორციელებისას კომპეტენტური ორგანოს პასუხის­მგე­ბელი პირები ვალდებულნი არიან მგზავრებს მოეპყრონ პატივის­ცე­მით მათი ღირსებისადმი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფ­ლე­ბი­სადმი და მინიმუმამდე დაიყვანონ მიყენებული დისკომფორტი, რაც მოიცავს:

ა) პატივისცემით მოპყრობას ყველა მგზავრის მიმართ;

ბ) მგზავრის სქესობრივი, სოციალურ-კულტურული, ეთნიკური თავისებურებების და რელიგიური მრწამსის გათვალისწინებას;

გ) ადეკვატური საკვებითა და წყლით, განთავსებით, ტანსაცმ­ლით, სათანადო სამედიცინო მომსახურებით, კომუნიკაციის აუცი­ლე­ბელი საშუალებებით (შეძლებისდაგვარად, მათთვის გასაგებ ენა­ზე) უზრუნველყოფას, მათი ბარგისა და ხელბარგის დაცულობას და სხვა სათანადო დახმარების გაწევას იმ მგზავრებისათვის, რომ­ლებიც მოთავსებულნი არიან კარანტინში ან იმყოფებიან იზო­ლა­ციაში, ან რომლებსაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზ­ნებისათვის უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევა ან სხვა პრო­ცედურა.

მუხლი 14. ტრანზიტული საქონელი

თუ საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათ­ვალისწინებული, ტრანზიტული საქონელი (გარდა ცოცხალი ცხოვე­ლებისა), რომელიც არ ექვემდებარება ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოტ­ვირთვას, არ წარმოადგენს ამ ტექნოლოგიური სქემით გათვალის­წი­ნებული სანიტარიული ღონისძიების ობიექტს და არ უნდა შე­ყოვნ­დეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზ­ნები­სათვის.

მუხლი 15. კონტეინერები და მათი დატვირთვის ადგილები

1. საერთაშორისო გადაზიდვებისას გამოიყენება ისეთი კონ­ტეი­ნერი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ინფექციის ან კონ­ტა­მი­ნა­­ციის წყაროების არსებობის თავიდან აცილებას (გადამ­ტა­ნებისა და რეზერვუარების ჩათვლით).

2. კონტეინერების დატვირთვის ადგილებში უნდა გატარდეს ღონისძიებები ინფექციის ან კონტამინაციის წყაროების არსებობის (გა­დამ­ტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) თავიდან ასაცილებ­ლად.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საკონტეინერო გადაზიდვების მო­ცულობა საკმაოდ დიდია, კომპეტენტური ორგანოები ამ დადგენი­ლებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნ­ველ­­სა­ყოფად, კონტეინერებისა და მათი დატვირთვის ადგილების სა­ნი­ტარიული მდგომარეობის შეფასების მიზნით ახორციელებენ ყვე­ლა პრაქტიკულად შესასრულებელ ღონისძიებას, ინსპექტირების ჩა­ტარების ჩათვლით.

4. კონტეინერების დატვირთვის ადგილებში უნდა არსებობდეს კონტეინერების ინსპექტირებისა და იზოლაციის საშუალებები.

5. კონტეინერების მიმღებმა და გამგზავნმა უნდა უზრუნ­ველ­ყონ ყველა შესაბამისი ზომის გატარება, რათა თავიდან იქნეს აცი­ლე­ბული ჯვარედინი კონტამინაცია კონტეინერების მრავალჯერადი დატვირთვის შემთხვევაში.

თავი IV

სამედიცინო-სანიტარიული დოკუმენტები

მუხლი 16. ზოგადი წესი

თუ საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათ­ვალისწინებული, საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელე­ბისას მოითხოვება მხოლოდ ამ დადგენილებითა და რეკომენ­და­ციებით გან­­საზღვრული სანიტარიული დოკუმენტები. აღნიშნული მუხლის მოთ­ხოვნები არ ვრცელდება იმ მგზავრებზე, რომელთა მიზანია, მი­ი­­ღონ დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლება.

მუხლი 17. ვაქცინაციისა და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიე­ბების საერთაშორისო მოწმობა

1. მგზავრების მიმართ გამოყენებული ვაქცინაციის და პროფი­ლაქტიკური ღონისძიებების მოწმობა უნდა შეესაბამებოდეს №8 დანართში წარმოდგენილ მოწმობას, ხოლო კონკრეტული დაავადე­ბი­სას – კონკრეტული დაავადების მიმართ გამოყენებული ვაქცინა­ციის და პროფილაქტიკური ღონისძიებების მოწმობას.

2. მგზავრს, რომელსაც აქვს №8 დანართის, ხოლო კონკრე­ტული დაავადებისას – შესაბამისი მოწმობა ვაქცინაციისა და პრო­ფი­ლაქტიკური ღონისძიებების შესახებ, არ შეიძლება უარი ეთქვას ქვეყანაში შემოსვლაზე ამ მოწმობაში მითითებული დაავადების მი­ზეზით, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი შემოდის დასე­ნიანებული ზონიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომპე­ტენ­ტურ ორგანოს აქვს მონაცემები და/ან ფაქტები იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია ან სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები აღმოჩნდა არა­­ეფექტური.

მუხლი 18. საზღვაო სამედიცინო-სანიტარიული დეკლარაცია

1. საქართველოს ტერიტორიაზე პირველ ნავსადგურში შესვ­ლამდე გემის კაპიტანი არკვევს გემის ბორტზე არსებულ სამედიცი­ნო-სანიტარიულ მდგომარეობას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული არ მოითხოვება). გემის შემოსვლისთანავე ან წინასწარ (თუ ქვეყნის მიერ მოითხოვება აღნიშნული) გემის კაპიტანი სასა­ზღვ­­რო ინსპექციის პუნქტს წარუდგენს საზღვაო სამედიცინო-სანი­ტა­რიულ დეკლარაციას, რომელსაც ასევე ხელს აწერს გემის ექიმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. გემის კაპიტანი ან გემის ექიმი (ასეთის არსებობის შემთხვე­ვაში) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მოთ­ხოვ­ნით წარადგენს სრულ ინფორმაციას საერთაშორისო მგზავ­რო­ბის განმავლობაში ბორტზე არსებული სამედიცინო-სანიტარიული მდგო­­მარეობის შესახებ.

3. საზღვაო სამედიცინო-სანიტარიული დეკლარაცია უნდა შეე­სა­ბა­­მებოდეს №5 დანართში წარმოდგენილ ნიმუშს.

მუხლი 19. საჰაერო ხომალდის საერთო დეკლარაციის სანიტა­რიული ნაწილი

1. საჰაერო ხომალდის ფრენისას ან საქართველოს ტერი­ტო­რიის პირველ აეროპორტში დაშვების შემდეგ საჰაერო ხომალდის მე­თაური ან მისი წარმომადგენელი შესაძლებლობის ფარგლებში (გარ­და იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული არ მოითხოვება) ავ­სებს და სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარუდგენს საჰაერო ხო­მალ­დის საერთო დეკლარაციის სანიტარიულ ნაწილს, რომელიც უნ­და შეესაბამებოდეს №7 დანართში წარმოდგენილ ნიმუშს.

2. საჰაერო ხომალდის მეთაური ან მისი წარმომადგენელი, სა­­საზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მოთხოვ­ნით, წარადგენს სრულ ინფორმაციას საერთაშორისო მგზავრობის განმავლობაში საჰაერო ხომალდზე არსებული სამედიცინო-სანიტა­რიული მდგომარეობისა და მის მიმართ გატარებული სამედიცინო-სანიტარიული ღონისძიებების შესახებ.

მუხლი 20. გემის სანიტარიული მოწმობები

1. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლებისა და გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის მოქმედების მაქსიმალური ვადა შეადგენს ექვს თვეს. თუ გათვალისწინებული ინსპექტირების ან კონტროლის ღონისძიებების განხორციელება ვერ ხერხდება გემის შემოსვლის ნავსადგურში, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთი თვით. ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოწმობაზე დაისმება შტამპი „ვადის გაგრძელება“ (დანართი №11).

2. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლებისა და გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის წარუდგენ­ლო­ბის ან გემის ბორტზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის სა­ფრთხის აღმოჩენის შესახებ მონაცემების არსებობის შემთხვევაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი მოქმედებს ამ ტექნოლოგიური სქე­მის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. ამ მუხლში ნახსენები მოწმობები უნდა შეესაბამებოდეს №4 დანართში წარმოდგენილ ნიმუშს.

4. კონტროლის ღონისძიებები აგრეთვე გამოიყენება ცარიელი გემის მიმართ. ბალასტის მქონე გემზე აღნიშნული ღონისძიებები გა­­მოიყენება მათ დატვირთვამდე.

5. კონტროლის დამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირი გასცემს გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლე­ბის/გე­მის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობას, რომელ­შიც აღინიშნება ინფორმაცია გამოვლენილი ფაქტებისა და გატარე­ბუ­ლი კონტროლის ღონისძიებების შესახებ.

 6. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილ პირს შეუძ­ლია გასცეს გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლე­ბის/გე­მის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა, თუ იგი დარწმუნდა, რომ გემი თავისუფალია ინფექციისა და კონტამინაციის წყაროებისაგან (გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით). აღ­ნიშნული მოწმობა, როგორც წესი, გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვე­ვა­ში, თუ ჩატარებულია ცარიელი გემის ინსპექტირება ან თუ ტრიუ­მე­ბი გავსებულია ბალასტით ან სხვა ისეთი მასალით, რომლის ხა­სი­ა­თი და განთავსება იძლევა ტრიუმების სრულფასოვანი ინსპექ­ტი­რების საშუალებას.

7. თუ კონტროლის ღონისძიებების ჩატარების პირობები ისეთია, რომ ამ პროცედურების განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის აზრით დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, იგი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში და ავსებს „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმას“ (დანართი №10), გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის მითითებით. ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში, გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.

 თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 21. პასუხისმგებლობა

სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას გა­­­­­­მოვ­­ლენილი სამართალდარღვევისათვის პირს დაეკისრება პასუ­ხის­მგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 დანართი №2

სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის“ ტერმინებს.

მუხლი 2

1. დაავადებების შემოტანის შეზღუდვისა და აღკვეთის მიზნით სატრანსპორტო საშუალებებზე სამედიცინო სანიტარიულ-საკარან­ტი­ნო კონტროლი ხორციელდება:

ა) რეკომენდაციების საფუძველზე;

ბ) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალებაზე იმყოფება ავადმყოფი შემდეგი კლი­ნი­კური ნიშნებით: ცხელება (38oC და ზევით), დიარეა, პირღებინება, გა­­მო­ნა­ყარი, ლიმფური კვანძების გადიდება, სიყვითლე, სისხლჩაქ­ცე­ვები და სისხლდენები, ან აღმოჩნდა ინფექციის გამომწვევის გა­დამ­ტანი ფეხსახსრიანები და მღრღნელები;

გ) გადმოცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომ სატრანს­პორტო საშუალებაზე იმყოფება ავადმყოფი ან დაავადებაზე საეჭვო პირი ინფექციური დაავადების სიმპტომებით;

დ) დასენიანებული ქვეყნებიდან ეპიდსიტუაციის გართულების დროს შემოსულ ტრანსპორტზე, ეკიპაჟსა და მგზავ­რებ­ზე;

ე) შერჩევით, ეპიდსიტუაციის დადგენის მიზნით.

2. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტები ინფორმაციას იღებენ ოპერატიულად, კერძოდ, სანაოსნო ტრანსპორტის შესახებ – გემის აგენტისაგან, პორტში შესვლამდე არანაკლებ 6 სთ-ით ადრე, თვითმფრინავის შესახებ – აეროპორტის საწარმოო სადისპეტჩერო სამსახურიდან, ჩამოფრენამდე 30 წუთით ადრე, ხოლო მატარებლის უფროსისა და საავტომობილო საშუალებისათვის პასუხისმგებელი პირებისაგან – საქართველოს საბაჟო საზღვარზე შესვლისას.

3. სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის რეკო­მენ­­და­ციების თანახმად, დროებითი სქემით ხორციელდება უფლება­მო­სილ პირთა გამსვლელი ჯგუფების მიერ იმ შემთხვევაში, როდესაც სა­ტრანსპორტო გადაზიდვები არარეგულარულია (დღე-ღამეში: აე­რო­­პორ­ტებში – თვითმფრინავების ორი მოფრენა-გაფრენა, პორ­ტებში – ერთი გემის შემოსვლა-გასვლა, 10-მდე ავტომობილის შემოსვლა-გასვლა).

4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული პირების, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების კონტროლი ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

 ა) ქვეყნის ტერიტორიაზე დაავადების შემოტანის მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე (გარდა სახმელეთო ტრანსპორტისა), მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებზე ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი, რომელიც წინ უსწრებს სახელმწიფო კონტროლის ყველა სხვა სახეს;

ბ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად შემოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის (გარდა სახმელეთო ტრანსპორტისა), ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისათვის თავისუფალ ურთიერთობაზე თანხმობის მიცემა, ასევე საბაჟო საზღვარზე არსებული სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან.

 5. საზღვაო პორტებსა და აეროპორტებში, ამ მუხლის მე-4 პუნ­ქტ­­ში ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, დამატებით ხორცი­ელ­დე­ბა:

 ა) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად სა­საზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირების მიერ, რომ­ლებიც უზრუნველყოფენ სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონ­ტროლს, სატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციის ან სატ­რა­ნ­ს­­პორტო საშუალების მესაკუთრისათვის თანხმობის გაცემა და­­­სე­­ნიანებული ქვეყნიდან მომავალი გემის ან თვით­მფრინავის თავი­სუ­ფალ ურთიერთობებზე პორტთან ან აერო­პორტ­თან, თუ გემის ან თვითმფრინავის ჩამოსვლამდე (არაუგვიანეს 30 წუ­თით ადრე) მი­ღე­ბული შეტყობინების საფუძველზე დაავადებების შემოტანის სა­შიშ­როება არ არის;

 ბ) გემის კაპიტანმა რეისის გზაზე უახლოესი პორტის ან და­ნიშნულების პორტის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს:

 ბ.ა) ბორტზე მგზავრებს ან ეკიპაჟის წევრებს (მათ შორის – გე­მი­დან ჩასული პირები) შორის გარდაცვლილის ან დაავადების ნე­ბისმიერი შემთხვევის შესახებ 15 დღის განმავლობაში ჩასვლის დღის გათვალისწინებით, ან საქართველოს პორტიდან გამოსვლის დღიდან გასული პერიოდის განმავლობაში (რომელი პერიოდიც უფ­რო მოკლეა);

 ბ.ბ) რადიოთი ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით 24 სთ-ით ადრე ჩასვლამდე მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის დია­რეის შემთხვევათა რიცხვი (მათ შორის – ნული), რაც აღნიშნულია გემის სამედიცინო ჟურნალში მიმდინარე კრუიზის განმავლობაში;

 ბ.გ) დიარეის ყველა შემთხვევა, რომელსაც ადგილი ექნება 24 სთ-ით ადრე გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ, ჩასვლამდე არა უგვიანეს 4 სთ-ით ადრე;

 გ) თვითმფრინავის კაპიტანმა დაუყოვნებლივ უნდა შეატ­ყო­ბინოს თავისი რეისის გზაზე უახლოესი აეროპორტის ან დანიშ­ნუ­ლების აეროპორტის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ბორტზე მგზავ­რებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის გარდაცვალების ან ავადმყო­ფობის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ.

 6. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ან რეკომენ­და­­ციებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე სხვა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციების გამწვავებისას სა­სა­ზღვრო ინსპექციის პუნქტებზე მკაცრდება სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი.

 7. საქართველოს ტერიტორიიდან პირების გასვლისას სანი­ტა­რი­ულ-საკარანტინო კონტროლი არ ვრცელდება, გარდა იმ შემ­თხვე­ვებისა, როდესაც საჭიროა:

 ა) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსა­ზღვ­რული ქვეყნებისათვის ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცი­ნა­ციის ან რევაქ­ცინაციის საერთაშორისო მოწმობის შემოწმება; ხო­ლო    

ბ) სხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე.

 8. საქართველოს ტერიტორიიდან სატრანსპორტო საშუა­ლებე­ბის გასვლისას ხორციელდება:

 ა) საზღვაო პორტებში – გემის სანიტარიულ-საკარანტინო და­თ­ვალიერების შემდეგ თანხმობის გაცემა თავისუფალ ცურვაზე;

 ბ) აეროპორტებში – სანიტარიულ-საკარანტინო დათვალიერე­ბის შემდეგ თანხმობის გაცემა საერთაშორისო რეისის შესრულე­ბაზე, თვითმფრინავის საერთო დეკლარაციის სანიტარიული ნაწი­ლის გაფორმებით მასში საჭიროების შემთხვევაში პროფილაქ­ტიკური დეზინფექციის ან სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების შესახებ აღნიშვნით;

 გ) საავტომობილო და სარკინიგზო გადასასვლელებზე – სა­ნიტარიულ-საკარანტინო დათვალიერება არ ხორციელდება, თუ სა­საზღვრო ინსპექციის პუნქტს არ გააჩნია შესაბამისი რეკო­მენდაცია.

9. დაავადებული ადამიანის გვამის შემოტანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე არ შეიძლება, თუ მას თან არ ახლავს საერთაშორისო წესების შესაბამისად ბალზამირების შესახებ ამსახველი ინფორმაცია, არ არის მოთავსებული ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ან კრემირებული, და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შემთხვევებში (რაც ასევე დასტურდება თანმხლები დოკუმენტაციის მიხედვით) – არ არის შეთანხმებული ცენტრთან.

თავი II

გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა და მისი შევსების წესი

მუხლი 3

1. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გე­მის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა (დანართი №4 (შემდგომში – მოწმობა) – არის დოკუმენტი, რომელიც ეხმარება ქვე­ყ­­ნებს მცურავი საშუალებების საერთაშორისო გადაადგილებისას მინი­მუ­მამდე დაიყვანონ დაავადების საერთაშორისო გავრცელების რისკი.

2. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილ პირს შე­უძ­ლია გასცეს მოწმობა, თუ იგი დარწმუნდა, რომ გე­მი თა­ვისუფალია ინფექციისა და კონტამინაციის წყაროებისაგან (გა­დამ­ტა­ნებისა და რეზერვუარების ჩათვლით). აღნიშნული მოწმობა, რო­­გორც წესი, გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებულია ცა­­­რიელი გე­მის ინსპექტირება, ან თუ ტრიუმები გავსებულია ბა­ლას­­ტით ან სხვა ისეთი მასალით, რომლის ხასიათი და განთავ­სე­ბა იძლევა ტრიუმე­ბის სრულფასოვანი ინსპექტირების საშუალე­ბას.

3. მოწმობა მოეთხოვება ყველა გემს, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ცურვისათვის განკუთვნილებს, როდესაც ისი­ნი შემოდიან პორტში საერთაშორისო მიმოსვლის შემდეგ. მოწ­მობა შეიძლება განახლდეს ყველა პორტში, რომელსაც უფლება­მო­სი­ლება აქვს მო­ნა­წილე სახელმწიფოს მიერ.

4. გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ გემზე აღმოჩნდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში რისკები (ინფექციისა და კონტამინაციის წყარო, გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) და ჩატარებული პროცედურებით მიღწეულია დამაკმაყოფილებელი შედეგები. აღმოჩენილი რისკები და გატარებული ღონისძიებები უნდა აისახოს მოწმობასა და „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10). ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში, გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ დასახული პროცედურები სასურველ შე­დეგს არ იძლევა, უფლებამოსილი პირი მოწმობაში აკეთებს შესა­ბამის აღნიშვნას ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომლებიც წარმოად­გენს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, ასევე იმ გასა­ტარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს შემდგომი შესვლის პორტში. გემის გასვლისას სასაზღვრო ინს­პექციის პუნქტის უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ ატყო­ბინებს შემდგომი დანიშნულების პორტს გემის გასვლის, გამოვ­ლენილი ფაქტებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საზოგადო­ებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში რისკები, რომელებიც გამოიწ­ვევს დაავადების გავრცელებას საერთაშორისო მასშტაბით, ან რო­დე­საც აღნიშნული რისკი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთე­ლო­ბისათვის საშიშ, გარდაუვალ და სერიოზულ საფრთხეს).

6. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების მო­წ­­მობა გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც სასა­ზღვ­­რო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ ჩატა­რებუ­ლი შე­მოწმების შე­დეგები დამაკმაყოფილებელია (არ აღმოჩნდა სა­ზო­გა­დოებრივი ჯან­მრ­თელობისათვის საშიში რისკები).

7. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების მო­წ­მობის გაგრძელება 1 თვით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სა­საზღვრო ინსპექციის პუნქტში შეუძლებელია სანიტარიულ-საკა­რან­ტინო კონტროლის პროცედურების ჩატარება და არ არსებობს რის­კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

8. გემზე შესაბამისი ღონისძიებები ტარდება მას შემდეგ, რაც ყველა დაინტერესებული მხარე (გემის კაპიტანი, აგენტი და სხვ.) ინ­ფორმირებული იქნება გამოსაყენებელი მეთოდების შესახებ. ისე­თი ძირითადი ღონისძიებები, როგორებიცაა კარანტინში მოთავსება საზო­გადოებრივი ჯანმრთელობისათვის საეჭვო ან უშუალო რისკე­ბისას, უნდა გადაწყდეს დროულად პორტის პასუხისმგებელი პირის თანამონაწილეობით, რომელიც არეგულირებს გემების გადაად­გი­ლე­ბას. ყველა შემთხვევაში კონტროლის ღონისძიებები უნდა განხორ­ციელდეს ისეთი სახით, რომ თავიდან იქნეს აცილებული პიროვნე­ბე­ბისთვის დისკომფორტის შექმნა (მათ შორის – მათი ღირსების, ადა­მიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების გათვალის­წი­ნებით) და ზიანის მიყენება გემის, ბარგის, ტვირთებისა და კონ­ტეინერებისათვის.

9. სავალდებულოა, რომ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გან­კუთვნილი მცურავი საშუალება იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეო­ბაში, სადაც მაქსიმალურად შემცირებული იქნება საერთაშორისო მასშტაბით დაავადების გავრცელების რისკი. საერთაშორისო ჯანმ­რთელობის წესების შესაბამისად სასაზღვრო ინსპექციის პუნქტმა უნ­და განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება ამ წესების თა­ნახმად, რა­თა გემის კაპიტნებმა ყოველთვის უზრუნველყონ იფექ­ცი­ის, კონ­ტამინაციის, გადამტანების და რეზერვუარების არარსე­ბო­ბა.

10. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების თანახმად, გემის კა­პიტანი ვალდებულია ითანამშრომლოს სასაზღვრო ინსპექციის პუნ­ქ­­ტის უფლებამოსილ პირთან:

ა) ტვირთის, კონტეინერების და გემის ინსპექტირების ჩატარე­ბაში;

ბ) საჭიროებისას მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების სამედი­ცინო გამოკვლევაში;

გ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების თანახმად დად­გე­ნილ სხვა სამედიცინო-სანიტარიულ ღონისძიებათა ჩატარე­ბა­ში;

დ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარუდგინოს შესაბამისი საზღვაო სამედიცინო-სანიტარიული დეკლარაცია (დანართი №5) და სხვა შესაბამისი დოკუმენტები (მოწმობა, გენერალური დეკლარაცია და სხვა საჭირო დოკუმენტები);

ე) დაუყოვნებლივ აცნობოს ნებისმიერი ავადმყოფობის გამოვ­ლი­ნება, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ინფექციური აგენტით ან სხვა მდგომარეობით, რომელიც რისკს უქმნის ან შე­სა­ძ­ლოა უქმნიდეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

11. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილ პირს შეუძ­ლია მოითხოვოს გემზე დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზა­ცი­ისა და დეკონტამინაციის ჩატარება, თუ ბორტზე აღინიშნება დაა­ვა­დების კლინიკური ნიშნები (სიმპტომები) ან რეზერვუარები, რო­მლე­ბიც საშიშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ასევე, და­ა­­ვა­დების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სასაზღვრო ინს­­პექციის პუნქტს შეუძლია მიიღოს დამატებითი ზომები გემის იზო­ლაციის ჩათვლით. დამატებითი ღონისძიებების გატარებისას (როგო­რიცაა იზოლაცია), როდესაც შესაძლოა დაავადების გავრცე­ლება სა­ერ­­თაშორისო მასშტაბით, აუცილებელია დაუყოვნებლივ ინფორ­მა­ციის მიწოდება ეროვნული კოორდინატორისათვის.

12. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს უნდა გააჩნდეს იმ კომპა­ნიების ან დაწესებულებების სია, რომელთაც შეუძლიათ დეზინფექ­ციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და დეკონტამინაციის ჩაატა­რე­ბა.

13. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირი, კონტროლის შედეგებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია გემიდან, საქონლიდან, ეკიპაჟის წევრებიდან, მგზავრებიდან მოითხოვოს სინ­ჯის (საანა­ლი­­ზო მასალის) აღება და ლაბორატორიული ანალიზი, რათა თა­ვიდან იქნეს აცილებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობი­სათ­ვის სა­შიში დაავადებების შემოტანა/გავრცელება.

14. გემის ოპერატორმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს პორ­ტის შესაბამისი სამსახურის მიერ ბორტზე აღებული წყლის ნიმუ­შის ანალიზის პასუხი და წყლის უსაფრთხოების მოწმობა. ბორ­ტ­ზე არ­სებული ხელსაწყოებით (საკონტროლო-გამზომი) შეიძ­ლება გან­ხორციელდეს წყლის დამატებითი შემოწმება.

15. გემზე ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებებით გამოწ­ვეუ­ლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების გამოვლენისას პროცედურებში ერთვებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმო­მადგენლები.

მუხლი 4

1. მოწმობა შეიცავს 2 ნაწილს:

ა) ნიმუში, რომელშიც მითითებულია გემის ძირითადი სათავ­სები, რომლებიც ექვემდებარება ინსპექტირებას; და

ბ) დამატება, სადაც ჩამოთვლილია კვების, წყალმომარაგების, ნარ­­ჩენების მოცილების, საცურაო აუზების/ჰიდრომასაჟის აბაზა­ნე­ბის, სამედიცინო-სანიტარიული სამსახურის და სხვა სათავსები, რომლებიც საჭიროებენ გულდასმით ინსპექტირებას გემის ზომისა და ტიპის მიხედვით.

2. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მიერ გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტრო­ლის ჩა­ტარების მოწმობა გაიცემა გემის კაპიტნის (აგენტის ან სხვა პირის) განაცხადის საფუძველზე.

3. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლე­ბის/გე­მის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის გაცემის მიზ­ნით, უფლებამოსილი პირი ადის გემზე და ამოწმებს შემდეგ უბ­ნებს:

ა) კამბუზი;

ბ) სურსათის სათავსი;

გ) საწყობის ნაკვეთური;

დ) ტრიუმები/სატვირთო სათავსები;

ე) საცხოვრებელი სათავსები (ეკიპაჟისათვის, სამეთაურო შე­მად­გენ­ლობისათვის, მგზავრებისათვის);

ვ) გემბანი (სასმელი წყალი, ჩამდინარი წყლები, საბალასტე ნაკ­ვეთური, მდგარი წყალი);

ზ) სამანქანო განყოფილება;

თ) მყარი და სამედიცინო ნარჩენები;

ი) სანიტარიული სამსახური (აღჭურვილობა და სამედიცინო მოწყობილობა, ფუნქციონირება, სამკურნალო საშუალებები);

კ) კვების სამსახური (წყარო, შენახვა, მომზადება, მომსახუ­რე­ბა);

ლ) წყალმომარაგების სისტემა (წყარო, შენახვა, განაწილება);

მ) ნარჩენების მოცილების სისტემა (შენახვა, დამუშავება, მო­ცილება);

ნ) საცურაო აუზები/ჰიდრომასაჟების აბაზანები (მოწყობილობა, ფუნქციონირება);

ო) სხვა უბნები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უბნების შე­მოწმებისას, როდესაც არ იქნება გამოვლენილი საზოგადოებრივი ჯან­მრთელობისათვის საშიში რისკები (დაავადების გამომწვევი, გა­დამ­ტანები, რეზერვუარები, ინფექციური აგენტი და სხვა, რო­მ­ლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას) უფლე­ბამო­სი­ლი პირი გასცემს სანიტარიული კონტროლისაგან გათავი­სუ­ფ­ლების მოწმობას. დარღვევების არსებობისას უფლებამოსილი პირი კაპი­ტანს (აგენტს ან მათ წარმომადგენელს) მიუთითებს გასა­ტა­რებელი ღონისძიებების შესახებ და მისი აღმოფხვრის შემდგომ, მოწმობაში სათანადო აღნიშვნების შეტანით გასცემს „სანიტა­რიუ­ლი კონ­ტ­რო­ლის ჩატარების მოწმობას“.

5. დარღვევების არსებობისას, უფლებამოსილი პირი დამატებით ავსებს „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმას“ (დანართი №10), „ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებზე“ დაფუძნებული „გემის ინსპექტირებისა და გემის სანიტარიული სერტიფიკატის გაცემის“ სახელმძღვანელოს მიხედვით, გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის მითითებით. ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში, გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.

თავი III

საჰაერო ხომალდები შემოსასვლელ პუნქტებში

მუხლი 5

1. საჰაერო ხომალდის ფრენისას ან საქართველოს ტერიტო­რიის პირველ აეროპორტში დაშვების შემდეგ საჰაერო ხომალდის მეთაური ან მისი წარმომადგენელი შესაძლებლობის ფარგლებში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული არ მოითხოვება) ავ­­სებს და სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარუდგენს საჰაერო ხო­მალდის საერთო დეკლარაციის სანიტარიულ ნაწილს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს №7 დანართში წარმოდგენილ ნიმუშს.

2. საჰაერო ხომალდის მეთაური ან მისი წარმომადგენელი, სა­საზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მოთ­ხოვ­ნით, წარადგენს სრულ ინფორმაციას საერთაშორისო მგზავ­რობის გან­მავ­ლობაში საჰაერო ხომალდზე არსებული სამედიცინო-სანიტა­რი­უ­ლი მდგომარეობისა და მის მიმართ გატარებული სამედიცინო-სანი­ტა­რიული ღონისძიებების შესახებ.

3. საჰაერო ხომალდის მეთაური ან მისი წარმომადგენელი რე­ის­ში ყოფნისას ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებებზე სანიტარიული წესების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიე­ბების გატარება, რომლებიც მიმართულია ეკიპაჟის წევრთა და მგზავრ­თა ჯანმრთელობის დაცვისაკენ;

ბ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს დაუყოვნებლივ აცნობოს სატრანსპორტო საშუალებაზე ეკიპაჟის წევრებს ან მგზავრებს შო­რის ინფექციურ დაავადებაზე საეჭვო პირის ან დაავადების გა­მომწვევი აგენტების, გადამტანებისა და რეზერვუარების შესახებ;

გ) მგზავრობის დროს ინფექციურ დაავადებაზე საეჭვო პი­რე­ბის გამოვლენისას აუცილებელია ჩატარდეს პირველადი ეპიდ­საწი­ნააღმდეგო ღონისძიებები, მათ შორის: ასეთი პირების დროე­ბითი იზო­ლაცია; დაავადებულისთვის პირველი სამედიცინო დახმა­რების აღ­მოჩენა დანიშნულების აეროპორტის ან უახლოესი აერო­პორტის სა­მედიცინო დაწესებულების კონსულტაციით; სატრანსპორ­ტო სა­შუ­ა­ლებაზე მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირ­ვება; ავადმყოფებისა და აღმოჩენილი მკვდარი მღრღნელე­ბისგან მა­სა­ლის აღება, შენახვა და მიწოდება ლაბორატორიული კვლე­ვი­სა­თ­ვის.

თავი IV

სატვირთო ავტომობილები, სატვირთო და სამგზავრო მატარებლები და ავტობუსები შემოსასვლელ პუნქტებში

მუხლი 6

1. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში სატვირთო ავტომობილების, სატვირთო და სამგზავრო მატარებლებისა და ავტობუსების მიმართ სანიტარიული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების თანახმად, რომლებიც აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებისათვის.

 3. რეკომენდაციები უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის თანახმად, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტები ახორციელებენ დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსულ მგზავრთა აღრიცხვას, №9 დანართის შესაბამისად.

   თავი V

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, როგორც IHR-2005-ის ეროვნულ კოორდინატორსა და შემოსავლების სამსახურს შორის „ურთიერთქმედების წესი“

მუხლი 7

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ეროვნული ცენტრი) შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ელექტრონულად ან მონაცემთა გადაცემის სხვა საშუალებით რეგულარულად და აუცილებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აწვდის:

ა) ინფორმაციას მსოფლიოში გავრცელებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში დაავადებების შესახებ;

ბ) კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ გასატარებელ რეკომენდაციებს;

გ) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა მონაცემებს.

 2. ეროვნულ ცენტრს (ინფორმაციის მიწოდების ვადას შემო­სავლების სამსახური და ეროვნული ცენტრი განსაზღვრავენ ურ­თი­ერთ­­შეთანხმებით) მიეწოდება:

 ა) ინფორმაცია დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავ­რების შესახებ;

 ბ) ინფორმაცია სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის შედე­გად გამოვლენილი დარღვევების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გა­დაუდებელი ღონისძიებების გატარებას.

 3. შემოსავლების სამსახურისა და ეროვნული ცენტრის ურ­თიერთშეთანხმებით სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის გან­ხო­რ­­­ციე­ლების პროცესში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძ­ლე­ბელია მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

თავი VI

 საკარანტინო და სხვა საშიშ დაავადებებზე დაინფიცირებულ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებისას ჩასატარებელი სპეციალური ღონისძიებები

მუხლი 8

1. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან და­­ინ­ფიცირებულ ქვეყნებში, რეკომენდაციების თანახმად, სასაზღვ­რო ინსპექციის პუნქტებში აუცილებელია ისინი გაფრთხილებულ იქნენ:

ა) სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და დაავადე­ბების რისკის არსებობის შესახებ, სადაც ისინი მიემგზავრებიან;

ბ) აგრეთვე დაავადებათა სიმპტომების, პირადი პროფილაქ­ტიკისა და დაავადების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შე­სახებ.

2. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ტერიტორიებზე გამგზავრებისას საქართველოს მოქალაქეებს მოეთხოვებათ დაავადებებისა და სხვა ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელთაც ითხოვენ სხვა სახელმწიფოები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციების თანახმად, დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ და მიეწოდება შემოსავლების სამსახურს, აგრეთვე ორგანიზაციებს, რომლებიც აგზავნიან მოქალაქეებს საზღვარგარეთ.

 3. ორგანიზაციები, რომლებიც მოქალაქეებს აგზავნიან დაა­ვა­დებათა ბუნებრივი ენდემიური კერების მქონე ქვეყნებში, ინახავენ მონაცემებს მოქალაქეების შესახებ (სიებს) ინფიცირებულ რაი­ო­­ნე­ბ­­­ში მათი იქ ყოფნის დროის დასრულებიდან ერთი თვის განმავ­ლობაში.

თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 9. პასუხისმგებლობა

სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას გა­­მოვ­ლენილი სამართალდარღვევისათვის პირს დაეკისრება პასუ­ხის­მგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №3

 

საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო პორტების, აეროპორტების, სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ნუსხა, სადაც ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი

საზღვაო პორტები, აეროპორტები, რკ/გ სადგურები, სახმელეთო გადასასვლელები

საბაჟო გამშვები პუნქტი

საზღვაო ტრანსპორტზე

 

„ფოთისა და ყულევის პორტები“

„ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“

„ბათუმის პორტი“

„ბათუმის პორტი“

საჰაერო ტრანსპორტზე

 

„თბილისის აეროპორტი“

„თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“

„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“

„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“

„ბათუმის აეროპორტი“

„ბათუმის აეროპორტი“

სარკინიგზო ტრანსპორტზე

 

„გარდაბანი“

„გარდაბანი“

„სადახლო რკინიგზა“

„სადახლო-სარკინიგზო“

„კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო“

„კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო“

საავტომობილო ტრანსპორტზე

 

„წითელი ხიდი“

„წითელი ხიდი“

„გუგუთი“

„გუგუთი“

„სადახლო“

„სადახლო-საავტომობილო“

„ლაგოდეხი“

„ლაგოდეხი“

„ვალე“

„ვალე“

„ნინოწმინდა“

„ნინოწმინდა“

„ყაზბეგი“

„ყაზბეგი“

„სარფი“

„სარფი“

„მტკვარი“

„მტკვარი“

„ახკერპი“

„ახკერპი“

„სამთაწყარო“

„სამთაწყარო“

„კარწახი“

„კარწახი

 

დანართი №4

 

მოწმობა გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/მოწმობა გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ

SHIP SANITATION CONTROL EXEMPTION CERTIFICATE/SHIP SANITATION CONTROL CERTIFICATE

პორტი ( Port of ) -------------- ინსპექტირების თარიღი ( Date ) -----------------------

ეს მოწმობა ადასტურებს ინსპექციის ჩატარებისა და (1) კონტროლისაგან გათავისუფლების ან (2) ჩატარებული საკონტროლო ღონისძიებების ფაქტს

This Certificate records the inspection and (1) exemption from control or (2) control measures applied

საზღვაო ხომალდის დასახელება (Name of ship or inland navigation vessel) ---------------------- დროშა (Flag) ---------------------- სარეგისტრაციო Registration/IMO No № ---------------------------------

ინსპექტირების ჩატარების მომენტისათვის ტრიუმები იყო ცარიელი/დატვირთული -------------------- ტონა ტვირთით At the time of inspection the holds were unladen/laden with ..tonnes of ...cargo)

ინსპექტირების ორგანოს დასახელება და მისამართი (Name and address of inspecting officer)

მოწმობა სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების შესახებ                

მოწმობა სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ

 

Ship Sanitation Control Exemption Certificate                    Ship Sanitation Control Certificate

 

შემოწმებული უბნები (სისტემები, სამსახურები) Areas , [systems, and

services] inspected

გამოვლენილი ფაქტები* Evidence found1

სინჯების ანალიზის რეზულტატი** Sample

results2

 

დოკუმენტაციის შემოწმება

 Documents reviewed

 

გატარებული კონტროლის ღონისძიებები control measures applied

განმეორებითი ინსპექცია თარიღი

 Re-inspection date

 

აღმოჩენილი მდგომარეობის შესახებ შენიშვნები

Comments regarding

conditions found

 

კამბუზი Galley

 

 

სამედიცინო ჟურნალი

 Medical log

 

 

 

 

სურსათის სათავსი Pantry

 

 

გემის ჟურნალი Ship’s log

 

 

 

 

საწყობის ნაკვეთური Stores

 

 

სხვა Other

 

 

 

 

ტრიუმები/სატვირთო სათავსები Hold(s)/cargo

 

 

 

 

 

 

 

საცხოვრებელი სათავსები: Quarters:

 

 

 

 

 

 

 

– ეკიპაჟისათვის- crew

 

 

 

 

 

 

 

– სამეთაურო შემადგენლობისათვის- officers

 

 

 

 

 

 

 

– მგზავრებისათვის- passengers

 

 

 

 

 

 

 

– გემბანი- deck

 

 

 

 

 

 

 

– სასმელი წყალი Potable water

 

 

 

 

 

 

 

– ჩამდინარი წყლები Sewage

 

 

 

 

 

 

 

– საბალასტე ნაკვეთური Ballast tanks

 

 

 

 

 

 

 

– მყარი და სამედიცინო ნარჩენები

 Solid and medical waste

 

 

 

 

 

 

 

– მდგარი წყალი Standing water

 

 

 

 

 

 

 

– სამანქანო განყოფილება Engine room

 

 

 

 

 

 

 

– სანიტარიული სამსახური Medical facilities

 

 

 

 

 

 

 

– სხვა კონკრეტული უბნები. იხ. დამატება

 Other areas specified -see attached

 

 

 

 

 

 

 

– უბნები, რომლებიც არ ექვემდებარებიან შემოწმებას. აღინიშნოს `ა/ე“ Note areas not applicable, by marking N/A.

 

 

 

 

 

 

 

 

მტკიცებულება გამოვლენილი არაა. გემი თავისუფლდება

სანიტარიული კონტროლის ღონისძიებებისაგან.                                       ღონისძიებები გატარდა

                                                                                                                  ქვემოთ მითითებულ დროს

 

No evidence found. Ship/vessel is exempted from control measures.        Control measures indicated were applied on

                                                                                                                         the date below

 

 თანამშრომლის გვარი და თანამდებობა –––––ხელმოწერა და შტამპი ––––                თარიღი ––––––

 Name and designation of issuing officer                       Signature and seal                                      Date

 

1 (ა) ინფექციის ან კონტამინაციის მტკიცებულება, მათ შორის: გადამტანები განვითარების ნებისმიერ სტადიაზე, გადამტანების რეზერვუარები-ცხოველები, მღრღნელები ან სხვა სახეობის ცხოველები, რომელთაც შეუძლიათ იყონ ადამიანის დაავადებათა მტარებელი, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და რისკის სხვა ფაქტორები ადამიანის ჯანმრთელობისათვის, სანიტარიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების არაადეკვატურობის ნიშნები; (ბ) ინფორმაცია ადამიანების დაავადებასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის შესახებ (მიეთითება საზღვაო სანიტარიულ დეკლარაციაში). 1 (a) Evidence of infection or contamination, including: vectors in all stages of growth; animal reservoirs for vectors; rodents or other species that could carry human disease, microbiological, chemical and other risks to human health; signs of inadequate sanitary measures. (b) Information concerning any human cases (to be included in the Maritime Declaration of Health).

2** გემის ბორტზე აღებული სინჯების ანალიზის რეზულტატი. ანალიზის რეზულტატი უნდა წარედგინოს გემის კაპიტანს ყველაზე სწრაფი საშუალებებით და თუ მოითხოვება განმეორებითი ინსპექცია – შემდეგი შესვლის პორტში, მოწმობაში მითითებული განმეორებითი ინსპექციის ვადისათვის. 2 Results from samples taken on board. Analysis to be provided to ship’s master by most expedient means and, if re-inspection is required, to the next appropriate port of call coinciding with the re-inspection date specified in this certificate.

სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ მოწმობის მაქსიმალური მოქმედების ვადა შეადგენს ექვს თვეს, თუმცა ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვით, თუ ინსპექცია არ შეიძლება განხორციელდეს პორტში და როდესაც არ არსებობს ინფექციისა და კონტამინაციის მტკიცებულება.

Sanitation Control Exemption Certificates and Sanitation Control Certificates are valid for a maximum of six months, but the validity period may be extended by one month if inspection cannot be carried out at the port and there is no evidence of infection or contamination.

 

 

დამატება მოწმობაზე სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/მოწმობაზე სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ

ATTACHMENT TO MODEL SHIP SANITATION CONTROL EXEMPTION CERTIFICATE/SHIP SANITATION CONTROL CERTIFICATE

 

შემოწმებული უბნები/სამსახურები/სისტემები

 Areas/facilities/systems inspected

გამოვლენილი ფაქტები Evidence found

სინჯების ანალიზის რეზულტატი Sample results

შესწავლილი დოკუმენტაცია Documents

reviewed

 

გამოყენებული საკონტროლო ღონისძიებები Control measures

applied

 

განმეორებითი ინსპექციის თარიღი Re-inspection

date

 

შენიშვნები გამოვლენილი მდგომარეობის შესახებ Comments regarding

conditions found

 

კვების სამსახური Food

 

 

 

 

 

 

წყარო Source

 

 

 

 

 

 

შენახვა Storage

 

 

 

 

 

 

მომზადება Preparation

 

 

 

 

 

 

მომსახურება Service

 

 

 

 

 

 

წყალმომარაგების სისტემა Water

 

 

 

 

 

 

წყარო Source

 

 

 

 

 

 

შენახვა Storage

 

 

 

 

 

 

განაწილება Distribution

 

 

 

 

 

 

ნარჩენების მოცილების სისტემა Waste

 

 

 

 

 

 

შენახვა Holding

 

 

 

 

 

 

დამუშავება Treatment

 

 

 

 

 

 

მოცილება Disposal

 

 

 

 

 

 

საცურაო აუზები/ჰიდრომასაჟების აბაზანები Swimming pools/spas

 

 

 

 

 

 

მოწყობილობა Equipment

 

 

 

 

 

 

ფუნქციონირება Operation

 

 

 

 

 

 

სანიტარიული სამსახური Medical facilities

 

 

 

 

 

 

აღჭურვილობა და სამედიცინო მოწყობილობა Equipment and medical devices

 

 

 

 

 

 

ფუნქციონირება Operation

 

 

 

 

 

 

სამკურნალო საშუალებები Medicines

 

 

 

 

 

 

სხვა შემოწმებული უბნები Other areas inspected

 

 

 

 

 

 

– უბნები, რომლებიც არ არსებობს. აღინიშნოს `N/A“ Indicate when the areas listed are not applicable by marking N/A.

 

      დანართი №5               

 

საზღვაო სამედიცინო-სანიტარიული დეკლარაცია

 AMARITIME DECLARATION OF HEALTH

შევსებული და წარდგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოებისადმი უცხო ქვეყნებიდან შემოსული გემების კაპიტნების მიერ To be completed and submitted to the competent authorities by the masters of ships arriving from foreign ports.

წარდგენილია პორტში Submitted at the port------------------------------ თარიღი of Date -------------------------------------

გემის ან შიდა ცურვის ხომალდის დასახელება Name of ship or inland navigation vessel --------------------------------- რეგისტრაციის Registration№ --------------- შემოსული arriving from ------------------------------- -დან sailing to მიემართება-------------------------------

(ქვეყანა) Nationality --------------------------- გემის დროშა Flag of vessel--------------------------

კაპიტნის გვარი Master’s name -------------------------------------------------

გემის ბრუტო რეგისტრული ტონაჟი gross tonnage (ship)-------------------------- ტონაჟი (შიდა ცურვის ხომალდის) Tonnage (inland navigation vessel)…-----------

 

არის თუ არა ბორტზე მოწმობა სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ? Valid Sanitation Control Exemption/Control Certificate carried on board?

 

კი yes --------

 

არა no ----------

გაცემული-----

      Issued at

თარიღი-------

date

 

საჭიროა თუ არა განმეორებითი ინსპექცია Re-inspection required ? კი yes ------------------------ არა no --------------------

 

იყო თუ არა შესული გემი ჯანმო-ს მიერ განსაზღვრულ დასენიანებულ არეალში Has ship/vessel visited an affected area identified by the World Health Organization? კი yes ------------------------------ არა no ------------------------------

 

პორტი და მასში შესვლის თარიღი Port and date of visit ------------------------------------------

 

ჩამოთვალეთ საერთაშორისო გადაზიდვის დაწყებიდან ან ბოლო 30 დღის განმავლობაში (იმისდა მიხედვით, თუ რომელი პერიოდია უფრო მოკლე) გავლილი პორტები, გამგზავრების თარიღების ჩვენებით: (List ports of call from commencement of voyage with dates of departure, or within past thirty days, whichever is shorter:)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

შემოსვლის პორტის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით წარადგინეთ სია ეკიპაჟის წევრების, მგზავრების ან სხვა პირების, რომლებმაც მოახდინეს გემზე ასვლა საერთაშორისო გადაზიდვის დაწყებიდან ან უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში (იმისდა მიხედვით, თუ რომელი პერიოდია უფრო მოკლე) ყველა პორტის/ქვეყნის ჩათვლით, რომელშიც იმყოფებოდნენ ამ პერიოდში (დამატებითი გვარები იხ. თანდართული სიით): (Upon request of the competent authority at the port of arrival, list crew members, passengers or other persons who have joined ship/vessel since international voyage began or within past thirty days, whichever is shorter, including all ports/countries visited in this period (add additional names to the attached schedule):

 

 

 

(1) გვარი Name -------------

 

მგზავრობა joined from: (1) - ში

 (2) --------ში

 (3) ------------ში

(2) გვარი Name --------------

 

მგზავრობა joined from: (1) - ში

 (2) -------- ში

 (3) -------------ში

(3) გვარი Name --------------

 

მგზავრობა joined from: (1) - ში

 (2) -------- ში

 (3) ------------- ში

 

 

ეკიპაჟის წევრების რაოდენობა ბორტზე (Number of crew members on board)

 

 

 

 

მგზავრების რაოდენობა ბორტზე (Number of passengers on board) -------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეკითხვები

Health questions

 

 

 

(1) გარდაიცვალა თუ არა ვინმე ბორტზე საერთაშორისო რეისის შესრულებისას რაიმე მიზეზით, გარდა უბედური შემთხვევისა Has any person died on board during the voyage otherwise than as a result of accident?

 

კი yes ------ არა no ------ თუ კი – მიუთითეთ დაწვრილებითი მონაცემები თანდართულ დამატებაში. გარდაცვილთა საერთო ოდენობა If yes, state particulars in attached schedule. Total no. of deaths ---------------------

 

(2) არის თუ არა ბორტზე, ან ჰქონდა თუ არა ადგილი საერთაშორისო მგზავრობისას რაიმე დაავადების შემთხვევას, რაზეც ეჭვობთ, რომ ინფექციური ბუნების იყო? Is there on board or has there been during the international voyage any case of disease which you suspect to be of an infectious nature?

კი yes -------------- არა no ------------- თუ კი – მიუთითეთ დაწვრილებითი მონაცემები თანდართულ დამატებაში If yes, state particulars in attached schedule.

 

(3) იყო თუ არა დაავადებულ მგზავრთა საერთო რაოდენობა საერთაშორისო გადაზიდვისას ჩვეულებრივზე/მოსალოდნელზე უფრო ბევრი Has the total number of ill passengers during the voyage been greater than normal/expected? კი yes --------------- არა no ----------------------- რამდენია ავადმყოფი? How many ill persons?

 

(4) იმყოფება თუ არა ამ დროისათვის ბორტზე ავადმყოფი პირი? Is there any ill person on board now? კი Yes -------- არა no ------------------

თუ კი, მიუთითეთ დაწვრილებითი მონაცემები თანდართულ დამატებაში If yes, state particulars in attached schedule..

 

(5) იყო თუ არა კონსულტირებული ექიმის მიერ? Was a medical practitioner consulted? კი yes ---------------არა no -----------------თუ კი, მიუთითეთ დაწვრილებითი მონაცემები სამედიცინო მკურნალობის ან რეკომენდაციების შესახებ თანდართულ დამატებაში. If yes, state particulars of medical treatment or advice provided in attached schedule.

 

(6) არის თუ არა თქვენთვის ცნობილი ბორტზე რაიმე მდგომარეობის შესახებ, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს ინფიცირებამდე ან დაავადების გავრცელებამდე? Are you aware of any condition on board which may lead to infection or spread of disease? კი yes ------------ არა no --------------თუ კი, მიუთითეთ დაწვრილებითი მონაცემები თანდართულ დამატებაში If yes, state particulars in attached schedule.

 

(7) იყო თუ არა ჩატარებული ბორტზე რაიმე სანიტარიული ღონისძიებები (მაგალითად, კარანტინი, იზოლაცია, დეზინფექცია ან დეკონტამინაცია)? Has any sanitary measure (e.g. quarantine, isolation, disinfection or decontamination) been applied on board კი yes ---------------- არა no -------------. თუ კი, მიუთითეთ ტიპი, ადგილი და თარიღი If yes, specify type, place and date .

 

(8) იყო თუ არა ბორტზე აღმოჩენილი რომელიმე უბილეთო მგზავრები Have any stowaways been found on board კი yes? -------------- არა no ----------. თუ კი, მიუთითეთ როდის ამოვიდნენ ისინი გემზე (თუ ცნობილია) If yes, where did they join the ship (if known)?

 

(9) არის თუ არა ბორტზე რომელიმე ავადმყოფი ცხოველი ან ოთახის ცხოველები Is there a sick animal or pet on board? კი yes ------------ არა no -------------------

 

შენიშვნა: ექიმის არარსებობის შემთხვევაში გემის კაპიტანმა ინფექციური ხასიათის დაავადებაზე ეჭვის მიტანის საფუძვლად უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სიმპტომებით: Note: In the absence of a surgeon, the master should regard the following symptoms as grounds for suspecting the existence of a disease of an infectious nature:

 

ა) ცხელება, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე ან მიმდინარეობს: (I) დაუძლურებით, (II) გონების დაბინდვით, (III) ჯირკვლების შესიებით, (IV) სიყვითლით, (V) ხველებით, (VI) უჩვეულო სისხლდენით, (VII) დამბლის თანხლებით; (a) fever, persisting for several days or accompanied by (I) prostration; (II) decreased consciousness; (III) glandular swelling; (IV) jaundice; (V) cough or shortness of breath; (VI) unusual bleeding; or (VII) paralysis.

 

ბ) ცხელებით ან მის გარეშე (I) მწვავე (ახალი) გამონაყრით კანზე ან ერთბაშად გამოყრით; (II) ძლიერი ღებინება (ზღვის დაავადების გარდა), (III) ძლიერი დიარეა, (IV) განმეორებადი კრუნჩხვები.

(b) with or without fever: (I) any acute skin rash or eruption; (II) severe vomiting (other than sea sickness); (III) severe diarrhoea; or (IV) recurrent convulsions.

 

 

აღნიშნულით ვადასტურებ, რომ დაწვრილებითი მონაცემები და პასუხები შეკითხვებზე, რომლებიც მოყვანილია ამ სანიტარიულ დეკლარაციაში (მათ შორის, დამატებაში), მართალია და ზუსტად ასახავს იმ მონაცემებს, რიომლებიც მე გამაჩნია. I hereby declare that the particulars and answers to the questions given in this Declaration of Health (including the schedule) are true and correct to the best of my knowledge and belief.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ხელმოწერა ------------

 

 

 

 

 

 

 

 

 Signed

 კაპიტანი (Master)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერა ----------- Counter signed

 

 

 

 

 

 

 

 

 

 გემის ექიმი

 

 

 

 

 

 

 

   თარიღი ------------------

 

 

 სანიტარიული დეკლარაციის დამატება

ATTACHMENT TO DECLARATION OF HEALTH

გვარი Name

 

კლასი ან რანგი Class or rating

 

წლოვანება Age

 

სქესი Sex

მოქალაქეობა Nationality

პორტი და გემზე ასვლის თარიღი Port, date joined ship/vessel

 

დაავადების ხასიათი Nature of illness

 

სიმპტომების გაჩენის თარიღი Date of onset of symptoms

 

ეცნობა თუ არა პორტში ექიმს? Reported to a port medical officer?

 

დაავადების გამოსავალი* Disposal of case*

 

სამკურნალ-წამლო საშუალებები ან სხვაგვარი მკურნალობა, რომელიც ჩაუტარდა ავადმყოფს

Drugs, medicines or other treatment given to patient

 

შენიშვნა Comments

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

*მიეთითოს: (1) ავადმყოფი გამოჯანმრთელდა, ისევ ავადაა ან გარდაიცვალა ან (2) იმყოფება თუ არა ავადმყოფი ბორტზე, ევაკუირებულ იქნა გემიდან (მიეთითოს ჩამოსვლის პორტი) ან დაიკრძალა ზღვაში.

 Whether the person (1) recovestill ill or died; and (2) whether the person is still on board, was evacuated (including the name of the port or airport) or was burried at sea.

 

 

                          

                                                             დანართი №6

 

 

სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი №

Border Inspection Post

 

სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი ჩატარებულია

                Sanitary - quarantine control was conducted

 

ხელმოწერა --------------------------

 Signature

თარიღი `----“ ---------------- 20 ---- წელი

 Date year

 

                                                                                                                             

          დანართი №7

 

საჰაერო ხომალდის საერთო დეკლარაციის

სანიტარიული ნაწილი

HEALTH PART OF THE AIRCRAFT GENERAL DECLARATION

 

სანიტარიული დეკლარაცია

Declaration of Health

 

      ბორტზე აღმოჩენილი დაავადებული პირები, გარდა საჰაერო დაავადებით ან უბედური შემთხვევებით გამოწვეული გარემოებებისა (მათ შორის, პირები ისეთი სიმპტომებით ან დაავადების ნიშნებით, როგორებიცაა გამონაყარი, ცხელება, გაციება, დიარეა), აგრეთვე რეისის შესრულებისას გადმოსხმული ავადმყოფები

Persons on board with illnesses other than airsickness or the effects of accidents (including

persons with symptoms or signs of illness such as rash, fever, chills, diarrhoea) as well as those cases

of illness disembarked during the flight

________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

     

ბორტზე არსებული ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელსაც შეუძლია დაავადების გავრცელება

Any other condition on board which may lead to the spread of disease

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

 

დაწვრილებითი მონაცემები ფრენისას განხორციელებული თითოეული დე­ზინსექციის ან სხვა სანიტარიული დამუშავების შესახებ (ადგილი, თარიღი, დრო, მეთოდი). თუ ფრენისას დეზინსექცია არ ჩატარებულა, მიეთითოს დაწვრილებითი მონაცემები ბოლო დეზინსექციის შესახებ.

Details of each disinsecting or sanitary treatment (place, date, time, method) during the flight. If

no disinsecting has been carried out during the flight, give details of most recent desinsecting

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

 

ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Signature, if required:

                                                   საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შესაბამისი წევრი

                                                                      Crew member concerned

 

        

დანართი №8

მოწმობა ვაქცინაციის ან პროფილაქტიკის ჩატარების  შესახებ

INTERNATIONAL CERTIFICATE OF VACCINATION

OR PROPHYLAXIS

 

აღნიშნულით დასტურდება, რომ (გვარი, სახელი) This is to certify that [name] –––––––––––––––––––––––––––– ,

დაბადების თარიღი date of birth –––––––, სქესი sex –––––––––––, მოქალაქეობა nationality ––––––––––––––––,

ნაციონალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, თუ მოითხოვება national identification document,

if applicable ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რომლის ხელმოწერაც მოჰყვება whose signature follows –––––––––––––––––––––––––––––––––

აღნიშნულ რიცხვში ვაქცინირებული იყო ან მიიღო პროფილაქტიკური საშუალება has on the date indicated been vaccinated or received prophylaxis against: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წინააღმდეგ

 (დაავადების ან მდგომარეობის დასახელება)

 (name of disease or condition)

ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად in accordance with the International Health Regulations

ვაქცინა ან პროფილაქტი-კური საშუალება Vaccine or

prophylaxis

თარიღი Date

პასუხისმგებელი ექიმის თანამდებობა და ხელმოწერა

Signature and

professional status of

supervising clinician

ვაქცინის ან პროფილაქტიკური საშუალების მწარმოებელი და სერიის ნომერი Manufacturer and

batch No. of vaccine or

prophylaxis

 

მოწმობა ძალაშია –––– დან ––––– მდე Certificate

valid from .......

until ............

 

დაწესებულების ოფიცია­ლური ბეჭედი, სადაც გან­ხორ­ციელდა პროცედურა Official stamp of

administering centre

 

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

წინამდებარე მოწმობა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებული ვაქცინა ან პროფილაქტიკური საშუალება დამტკიცებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ This certificate is valid only if the vaccine or prophylaxis used has been approved by the World Health Organization.

წინამდებარე მოწმობა ხელმოწერილი უნდა იქნეს ექიმის ან სხვა უფლებამოსილი მედიცინის მუშაკის მიერ, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ვაქცინის ან პროფილაქტიკური საშუალების მიღებაზე. მოწმობაზე დასმული უნდა იქნეს ასევე დაწესებულების ოფიციალური ბეჭედი, სადაც განხორციელდა პროცედურა, თუმცა ეს არ მიიღება ხელმოწერის შემცვლელ აღნიშვნად. This certificate must be signed in the hand of the clinician, who shall be a medical practitioner or other authorized health worker, supervising the administration of the vaccine or prophylaxis. The certificate must also bear the official stamp of the administering centre; however, this shall not be an accepted substitute for the signature.

აღნიშნული მოწმობის ნებისმიერმა ცვლილებამ, მისი რომელიმე ნაწილის ამოშლამ ან შეუვსებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ძალადაკარგულობა Any amendment of this certificate, or erasure, or failure to complete any part of it, may render it invalid.

 აღნიშნული მოწმობის მოქმედების ვადა გრძელდება ვაქცინაციის ან პროფილაქტიკის ჩატარებისათვის კონკ­რეტულად მითითებულ ვადამდე. მოწმობა მთლიანად ივსება ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე. მოწმობა ასევე შეიძლება შეივსოს სხვა ენაზე ინგლისურის ან ფრანგულის დამა­ტებად. The validity of this certificate shall extend until the date indicated for the particular vaccination or prophylaxis. The certificate shall be fully completed in English or in French. The certificate may also be completed in another language on the same document, in addition to either English or French

 

                                                                                                                                        დანართი №9

დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათი

 

1. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი –––––––––––––––––––––––

2. სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. სქესი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. დაბადების წელი, თვე, რიცხვი –––––––––––––––––––––––––––––––––

5. მოქალაქეობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. რეკომენდაციით განსაზღვრული ინფიცირებული ქვეყნის დასახელება ––––––––––––––––––––––––

7. საქართველოში ჩამოსვლამდე ადგილსამყოფლის სრული მისამართი (21 დღის განმავლობაში, მათ შორის, ბოლო 6 დღის)

      ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. საქართველოში ჩამოსვლის მიზანი (ტურიზმი, საქმიანი ვიზიტი, სწავლა, მკურნალობა და ა.შ.)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. საქართველოში საცხოვრებელი ადგილის (დროებითი ადგილსამყოფლის) მისამართი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბარათის შევსების თარიღი

-----------------------------------------

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი

--------------------------------------------------------------

 

 დანართი №10 

 

გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმა

Evidence Report Form

 

შეიცავს ინფორმაციას კონტროლის დროს აღმოჩენილი დარღვევებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

List of evidence found and control measures to be performed

 

წარმოადგენს გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის დამატებას

Evidence Report Form to support the Ship Sanitation Certificate

 

დამატების თითოეულ გვერდზე დატანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, შტამპი და თარიღი. თუ დამატება თან ერთვის უკვე არსებულ გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობას, აღნიშნულში მისი არსებობა უნდა დასტურდებოდეს (მაგ., შტამპით).

When attached to the Ship Sanitation Certificate (SSC), each page of this attachment needs to be signed, stamped and dated by the competent authority. If this document is used as an attachment to a pre-existing SSC, this attachment must be noted in the SSC (e.g. by using a stamp).  

საზღვაო ხომალდის დასახელება  და IMO № ან რეგისტრაციის №

Ship’s name and IMO-No. or Registration

გემის ბორტზე მყოფი პასუხისმგებელი პირის, (კაპიტანი/ოფიცერი)  სახელი, გვარი და ხელმოწერა:

Name and signature of responsible ship officer on board:

მოწმობის გამცემი ორგანო

Name of issuing authority

ინსპექტირების ფაქტობრივი თარიღი:

Actual inspection date

 ____/____/______

გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების  მოწმობის გაცემის თარიღი: ____/____/______

Date of referred SSC 

გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების  მოწმობა გაიცა პორტში:

SSC issued in the Port of:

აღინიშნოს ზონები, რომლებიც არ შემოწმებულა:

Indicate  areas that have not been inspected:

საცხოვრებელი სათავსები

Quarters

კამბუზი, სურსათის სათავსი, კვების სამსახურის/ობიექტის ტერიტორია

Galley, pantry, service area  

საწყობები

stores

ბავშვთა მოვლის ობიექტები

Child care facilities

სამედიცინო მომსახურების ობიექტი

Medical care facilities  

საცურაო აუზები/ჰიდრომასაჟების აბაზანები

Swimming pools/spas

მყარი და სამედიცინო ნარჩენები

 solid and medical waste  

სამანქანო განყოფილება

 Engine room  

სასმელი წყალი

 Potable water

 

ჩამდინარი წყლები

sawage

საბალასტე წყლები

Ballast water

ტრიუმები/სატვირთო სათავსები

Cargo holds  

სხვა (მაგ., სამრეცხაოები და სარეცხი მანქანები) Other (e.g. laundry and washing machine)

 

ბორტზე გამოვლენილია  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობები

Detected health events on board

 

დიახ

 yes

არა

 no

გამოვლენილი ფაქტის კოდი

Evidence  Code

 

გამოვლენილი ფაქტები (მოკლე აღწერილობა ჯანმო-ს საკონტროლო ნუსხის მიხედვით)

(თითოეული ფაქტი გაიხაზოს ერთმანეთისგან განცალკევების მიზნით

 

Evidence found (brief description according WHO checklist)

Draw a horizontal line below each evidence found)

 

გასატარებელი ღონისძიებები

Measures to be applied

მოთხივნილი  required

რეკომენდებული  recommended         

მიღებული ზომები ეფექტურად განხორციელდა (განმეორებითი ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოს შტამპი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)

 Measure successfully performed (Stamp & signature of re-inspecting authority)

უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი:

Name of issuing inspector:

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

Signature of issuing inspector:

მოწმობის გამცემი  ორგანოს შტამპი:

Stamp of issuing authority:

 

გვერდი Page   

 დან of    

 

დანართი №11

 

ვადის გაგრძელება

Extension

 

წინამდებარე მოწმობის ვადა გახანგრძლივებულია და იგი მოქმედებს ----/---/----- (დღე/თვე/რიცხვი) - მდე (მაქსიმუმ 30 დღე, მოწმობის ვადის გასვლის შემდეგ)

The validity of this certificate has been extended till ----/---/---- (dd/mm/yyyy) (max.30 days after expiry date)

პორტის         ----------             კომპეტენტური ორგანო

by the competent authority in the Port of --------

 

თარიღი და ხელმოწერა

Date and signature

 

დანართი №12

 

იხილეთ დანართი

See attachment

 

წინამდებარე მოწმობას ახლავს დანართი, რომელიც დართულია პორტის -----  კომპეტენტური ორგანოს მიერ

A document has been attached to this certificate by the competent autority in the Port of ----

 

დანართი შედგება    -------------- გვერდისაგან

Attachment consists of                     pages

 

თარიღი და ხელმოწერა

Date and signature