დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 453 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.10.003.021473 |
|
საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:
1. „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესი“ (დანართი №1). 2. „საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა“ (დანართი №2). 3. „საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა „A“ (დანართი №3). 4. „დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ“ (დანართი №4). 5. „საქართველოში წარმოშობილი, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის წესი“ (დანართი №5). 6. „უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადი“ (დანართი №6).
|
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
დანართი №1
|
საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის
წესი
|
ზოგადი დებულებანი
1. საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. შენიშვნა: საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ნიშნავს, რომ წარმოშობის ქვეყნის დადგენა ხორციელდება საქონლის პირველივე საბაჟო პროცედურაში მოქცევის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მომენტისათვის წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება საქონლის პრეფერენციული წარმოშობა, საქონელი ექცევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში. საქონლის ახალ საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევისას წარმოშობის ქვეყნის განმეორებით დადგენა არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულის თაობაზე დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს და წარადგენს დამატებით დოკუმენტებს. 2. საქონლის წარმოშობის დასადასტურებლად საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ან „საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება“ ან „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I დანართით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაცია ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაცია ან ხორციელდება საქონლის წარმოშობის დეკლარირება. 3. საქონლის წარმოშობის დეკლარირება ხორციელდება საქონლის თანმხლები დოკუმენტების, საქონელთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის (მათ შორის, საქონლის დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით) საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებით. 4. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული). აღნიშნულის გათვალისწინებით: ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება იყოს პრეფერენციული ან არაპრეფერენციული; ბ) საქონლის წარმოშობის დეკლარირება ან „საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების“ წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ არაპრეფერენციული მიზნებისათვის; გ) „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I დანართით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაციისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაციის შედგენა ხორციელდება პრეფერენციული მიზნებისათვის. მუხლი 2. საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი 1. საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი წარმოადგენს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქონლის წარმოშობის ქვეყანას. 2. თუ საბაჟო ორგანო ეჭვს შეიტანს საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნამდვილობაში ან მასში აღნიშნული მონაცემების სისწორეში, მას შეუძლია თხოვნით მიმართოს სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ან სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის სხვა კომპეტენტურ უწყებას დამატებითი ან დაზუსტებული მონაცემების მისაღებად. 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურება ხდება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, ხოლო გატანისას – საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. საქონლის რეექსპორტის ან ტრანზიტის დროს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი შემოტანისას თანმხლები, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში − საქართველოდან საქონლის ექსპორტის დროს წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების შესაბამისად. 5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ, ან ბ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ, სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. 7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი)), „საქართველო-ჰონგ-კონგის, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2018 წლის 28 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი)), ასევე ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ. 8. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ექვსი სახისაა: ა) საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი (დანართი №2); ბ) საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“ (დანართი №3); გ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1; დ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1; ე) წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი); ვ) წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი). 9. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა „A“ გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან განსაზღვრული საქონლის განსაზღვრულ ქვეყნებში („პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის“ მომნიჭებელ ქვეყნებში) ექსპორტის დროს. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და სერტიფიკატის გაცემისა და შევსების წესები განისაზღვრება პრეფერენციის მომნიჭებელი ქვეყნის დირექტივებით. 10. საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატი გაიცემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). 11. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა: ა) „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I და II დანართების შესაბამისად, „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2016 წლის 27 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით; ბ) „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმის შესაბამისად. 12. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) გაიცემა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმების მე-3 თავის შესაბამისად. 13. წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) გაიცემა „საქართველო-ჰონგ-კონგის, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2018 წლის 28 ივნისის შეთანხმების მე-3 თავის შესაბამისად. 14. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა: ა) საქონლის ექსპორტისა და რეექსპორტის დროს; ბ) დროებით შენახული ან საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ტრანზიტის პროცედურით გატანის დროს. 15. საქართველოში წარმოშობილი საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი СТ-1 გაიცემა ამ დადგენილების დანართ №5-ით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 3. საქონლის წარმოშობის დეკლარირება 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხორციელდება საქონლის წარმოშობის დეკლარირება. 2. საქონლის წარმოშობის დეკლარირების მიზნებისათვის საქონლის თანმხლები დოკუმენტებია: ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება; ბ) ანგარიშსწორების დოკუმენტები – ანგარიშფაქტურა (ინვოისი), პროფორმა ინვოისი, შეფუთვის ფურცლები; გ) სერტიფიკატები – შესაბამისობის, საქონლის გადაადგილების (EUR.1), ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატები. 3. საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, საქონლის წარმოშობის დეკლარირების მიზნებისათვის, პირის მიერ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს: საქონლის დამამზადებლის ან გამყიდველის მიერ საქონელთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტები, ექსპორტიორი ან/და სატრანზიტო ქვეყნის საბაჟო დეკლარაცია, ექსპორტიორის წერილობითი განაცხადი (დეკლარაცია) ან სხვა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს წარმოშობის ქვეყნის შესახებ და თან ახლავს საქონელს ან მიღებულია ფოსტით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით. 4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის საკმარისი ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, დეკლარანტის მიერ გამოიყენება მონაცემები, რომლებიც განთავსებულია უშუალოდ საქონელზე: იარლიყები, ეტიკეტები, მარკირება და ა.შ. (გარდა შტრიხ-კოდებისა). მუხლი 4. საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის წარმოშობის დადგენა შესაძლებელია „საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილებით“ (შემდგომში − წინასწარი გადაწყვეტილება). 2. წინასწარ გადაწყვეტილებას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს ყველა საბაჟო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია (გამოცემულია) აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება. 3. წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 5. არაპრეფერენციული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქონლისათვის არაპრეფერენციული წარმოშობა განისაზღვრება მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მიღებული საქონლის კრიტერიუმის შესაბამისად; 2. საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქონლისათვის არაპრეფერენციული წარმოშობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი; ბ) ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი; გ) აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი. მუხლი 6. მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მიღებული საქონლის კრიტერიუმი 1. საქონელი, რომელიც მთლიანად მიღებულია განსაზღვრულ ქვეყანაში, წარმოადგენს ამ ქვეყანაში წარმოშობილს. 2. მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მიღებულად მიიჩნევა მხოლოდ: ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული ამ ქვეყნის წიაღებიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან; ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში; გ) ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები; დ) ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები; ე) ამ ქვეყანაში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქცია; ვ) საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პროდუქცია, მოპოვებული ამ ქვეყნის გემის საშუალებით; ზ) ამ ქვეყნის სარეწ გემზე მიღებული პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქციისაგან არის წარმოებული; თ) პროდუქცია, რომელიც ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან არის მიღებული, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები; ი) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომელთა შეგროვება განხორციელდა ამ ქვეყანაში და რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის; კ) საქონელი, რომელიც წარმოებულია ამ ქვეყანაში ამ პუნქტის „ა“ – „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული პროდუქციისაგან. მუხლი 7. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი 1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი ნიშნავს საქონლის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში ისეთი დოზით, როდესაც გადასამუშავებელი საქონელი იცვლის სასაქონლო კოდის პირველი 4 ციფრიდან (სასაქონლო პოზიციიდან) თუნდაც ერთ ნიშანს (ციფრს) (მაგალითად, 2204 შეიცვალა 2205-ით). ამ შემთხვევაში ითვლება, რომ საქონელი წარმოშობილია იმ ქვეყანაში, სადაც განხორციელდა ეს ცვლილება. 2. მოცემული კრიტერიუმით საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის დროს გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ). მუხლი 8. ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი 1. ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმის გამოყენების დროს საქონელი ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშობილი ამ საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული, ხოლო ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების სულ ცოტა 51%-ს. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მასალებისა და ნედლეულის წარმოშობის ქვეყნები სხვადასხვაა და მათი საერთო ღირებულება აჭარბებს მზა პროდუქციის ღირებულების 51%-ს, მაშინ მზა პროდუქცია ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშობილი ის მასალა და ნედლეული, რომელთა ღირებულების პროცენტული წილი უდიდესია. 3. იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმი გამოიხატება ადვალური (ღირებულებითი) წილის წესით, ღირებულებები, რომელთა გათვალისწინება ხდება, უნდა იყოს შემდეგი: ა) შემოტანილი მასალებისათვის – მათი საბაჟო ღირებულება შემოტანისას; ბ) მზა საქონლისათვის – ფასი ფრანკოქარხნის ან ექსპორტის საბაჟო ღირებულების მიხედვით. მუხლი 9. აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმის გამოყენებით საქონელი ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც: ა) მან განიცადა მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად გამართლებული გადამუშავება, ან ბ) ამ მიზნებისათვის აღჭურვილ საწარმოში საქონლის მიმართ შესრულდა სამუშაო, რომლის შედეგადაც წარმოებულ იქნა ახალი პროდუქცია ან რომელიც წარმოადგენს წარმოების პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს. მუხლი 10. ოპერაციები, რომლებიც არ გაითვალისწინება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კრიტერიუმის დადგენის დროს 1. ოპერაციები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს საქონლის ძირითადი მახასიათებლების ან თვისებების მიღებას ან უზრუნველყოფენ მათ მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობით, ძირითადად კი, ოპერაციები, რომლებიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ოპერაციას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საქონლის წარმოებისა და გადამუშავებისათვის მნიშვნელოვანი ოპერაციები: ა) ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია საქონლის ტრანსპორტირების ან შენახვის უზრუნველსაყოფად; ბ) საქონლის გარეგანი სახის ან კომერციული ხარისხის გაუმჯობესების ან მისი ტრანსპორტირებისათვის მომზადების ოპერაციები, რომლებშიც შედის საქონლის პარტიის დაყოფა, შეფუთვების დაჯგუფება, სორტირება, მარკირება, მეორეული შეფუთვა; გ) მარტივი აწყობითი ოპერაციები; დ) სხვადასხვა წარმოშობის საქონლის შერევა იმ პირობით, რომ მიღებული პროდუქციის მახასიათებლები არსებითად არ განსხვავდება იმ პროდუქტების მახასიათებლებისაგან, რომელთა შერევაც ხდება. 2. აუწყობელი ან დაშლილი საქონელი, რომლის შემოტანა ხდება ორზე მეტი პარტიით, მათი ერთი პარტიით შემოტანის მიზანშეუწონლობის გამო, სატრანსპორტო ან საწარმოო ხასიათის მიზეზით, იმპორტიორის მოთხოვნით მიჩნეულ უნდა იქნეს ერთ ნაკეთობად მისი წარმოშობის დასადგენად. 3. წარმოშობის განსაზღვრის მიზნით შეფუთვა უნდა ჩაითვალოს იმავე ქვეყანაში წარმოშობილად როგორც შეფუთული საქონელი. 4. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის მიზნით იმ შემთხვევებში, როდესაც ითვლება, რომ შეფუთვა იმავე წარმოშობისაა, რაც საქონელი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის შეფუთვა, რომელშიც ჩვეულებრივ ხდება ამ საქონლის რეალიზაცია საცალო ვაჭრობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი. 5. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის დროს არ გაითვალისწინება ენერგიის, მოწყობილობების, მანქანა-იარაღების წარმოშობის ქვეყანა, რომლებიც გამოიყენება საქონლის წარმოებისა და გადამუშავებისათვის. მუხლი 11. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი №2) ფორმა, შევსების ენა და გაცემა 1. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან. 2. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა საბაჟო ორგანოსათვის სავალდებულო არ არის, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს ექსპორტიორი ქვეყნის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობასა და/ან თაღლითობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში. 4. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი: ა) საქართველოდან საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის დროს – ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე; ბ) საქართველოში საქონლის იმპორტის დროს – ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე. 5. იმ შემთხვევებში, როდესაც არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი არ ივსება ქართულად, საბაჟო ორგანოებმა არ უნდა მოითხოვონ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატში მოცემული ინფორმაციის თარგმანი. 6. საქართველოში არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახონ განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებს. 7. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ. 8. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი. 9. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს. 10. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანო საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის დროს იტოვებს სერტიფიკატის თეთრი ფერის ეგზემპლარს, ხოლო იმპორტის დროს – შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატის ორიგინალს. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა ნებაყოფლობითია. 11. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი. 12. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში. 13. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით. 14. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. 15. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით. 16. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია: ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას); ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად; გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი); დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში; ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით. 17. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 18. არაპრეფერენციული სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით. მუხლი 12. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი №2) შევსების წესი 1. გრაფა 1 – მიეთითება ექსპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა. 2. გრაფა 2 – აღინიშნება სერტიფიკატის ნომერი და მიეთითება „ორიგინალი“. თუ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა დაკარგული ან დაზიანებული ორიგინალის სანაცვლოდ, ახალ სერტიფიკატზე სათაურთან მიეთითება სიტყვა „დუბლიკატი“. სერტიფიკატის ორიგინალისა და დუბლიკატის ასლებზე სათაურის გვერდით მიეთითება სიტყვა „ასლი“. ეს გრაფა ასევე განკუთვნილია იმ ორგანიზაციის დასახელების (ლოგოტიპი, ემბლემა) მითითებისათვის, რომელიც გასცემს სერტიფიკატს, და უნდა მოიცავდეს ადგილს სხვა ოფიციალური ხასიათის ინფორმაციის შესატანად. 3. გრაფა 3 – მიეთითება იმპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა. ამ გრაფაში გათვალისწინებული ცნობები შეიძლება შეიცვალოს წარწერით „საორდერო“ და, თუ ეს შესაძლებელი იქნა, დანიშნულების ქვეყნის სახელით. 4. გრაფა 4 – ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუალების, მისი მარშრუტის შესახებ და ა.შ., რომელიც მითითებული იქნება აუცილებლობის შემთხვევაში, არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით. 5. გრაფა 5 – მიეთითება საქონლის ადგილების რაოდენობა და საქონლის დასახელება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე. 6. გრაფა 6 – მიეთითება საქონლის ბრუტო წონა. 7. გრაფა 7 – მიეთითება საქონლის ანგარიშფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი. 8. გრაფა 8 – ეს გრაფა დატოვებულია ცნობებისათვის (მაგ., რეექსპორტის/ტრანზიტის დროს წინმსწრები სერტიფიკატის რეკვიზიტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქვე დაისმება არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 9. გრაფა 9 – აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყანა. 10. გრაფა 10 – აღინიშნება სერტიფიკატის გამცემი ორგანო. 11. გრაფა 11 – მიეთითება სერტიფიკატის გაცემის თარიღი და დრო. 12. გრაფა 12 – დაისმება სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 13. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის შევსების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით, ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი; ბ) აღნიშვნებისა და შესწორებების გაკეთება არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებზე დაუშვებელია; გ) შეუვსებელ გრაფებში აუცილებლად უნდა იყოს გასმული ხაზი მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასაცილებლად. მუხლი 13. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი –ფორმა „A“-ს (დანართი №3) ფორმა, შევსების ენა და გაცემა 1. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“ (შემდგომში – პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან. 2. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე. 3. საქართველოში პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან შეინახონ სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებს. 4. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ. 5. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი არის ფერადი, ხოლო ერთი – თეთრი. 6. ერთი ფერადი და თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი ფერადი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს. 7. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საქონლის ექსპორტისას საბაჟო ორგანოში თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია. 8. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი. 9. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში. 10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით. 11. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. 12. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით. 13. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია: ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა კოდის დონეზე, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას); ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად; გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი). დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში; ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით. 14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 15. პრეფერენციული სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით. მუხლი 14. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი №3) შევსების წესები 1. გრაფა 1 – მიეთითება ექსპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა. 2. გრაფა 2 – მიეთითება საქონლის მიმღების დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა ისეთი სიზუსტით, რამდენადაც ეს ცნობილია. 3. გრაფა 3 – ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მარშრუტის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცნობილია. 4. გრაფა 4 – ეს გრაფა დატოვებულია დამატებითი ოფიციალური ცნობებისათვის. შევსება არ არის სავალდებულო. 5. გრაფა 5 – მიეთითება საქონლის ნუმერაცია იმ შემთხვევაში, თუ ერთ სერტიფიკატში რამდენიმე სახეობის საქონლის ჩამონათვალია. შევსება არ არის სავალდებულო. 6. გრაფა 6 – მიეთითება საქონლის შეკვრების ნომერი და ნიშნები. შევსება არ არის სავალდებულო. 7. გრაფა 7 – მიეთითება საქონლის შეკვრების რაოდენობა და სახეობა, საქონლის დასახელება (სეს ესნ-ის კოდი (არანაკლებ ოთხნიშნა დონეზე) და სხვა ცნობები, რაც საქონლის იდენტიფიკაციისათვის არის აუცილებელი. 8. გრაფა 8 – მიეთითება წარმოშობის კრიტერიუმები. 9. გრაფა 9 – მიეთითება საქონლის ბრუტო წონა ან საქონლის სხვა რაოდენობრივი მაჩვენებელი. 10. გრაფა 10 – მიეთითება საქონლის ანგარიშფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი. 11. გრაფა 11 – მიეთითება სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, დამოწმებული მისი ხელმოწერით და ბეჭდით. 12. გრაფა 12 – ისმება ექსპორტიორის ხელმოწერა და ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში). 13. წარმოშობის სერტიფიკატის შევსების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით. ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი; ბ) სერტიფიკატებზე აღნიშვნებისა და შესწორებების შემთხვევაში აუცილებელია მისი დამოწმება ბეჭდით; გ) მე-5–მე-10 გრაფების შეუვსებელ ნაწილში აუცილებლად უნდა იყოს გასმული ხაზი, მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასაცილებლად. მუხლი 15. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის შევსების ენა და გაცემა 1. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი CT-1) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან. 2. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი რუსულ ენაზე. 3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახონ განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს CT-1. 4. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ. 5. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი. 6. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს. 7. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია. 8. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის დუბლიკატი. 9. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში. 10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით. 11. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. 12. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით. 13. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია: ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას); ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად; გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი); დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში; ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით. 14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 15. სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით. მუხლი 16. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის შევსების ენა და გაცემა 1. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზედაც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან. 2. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე. 3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახოს განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მის მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს – EUR.1-ებს. 4. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე. 5. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი. 6. ფერადი და ერთი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს. 7. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საქონლის ექსპორტისას საბაჟო ორგანოში თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია. 8. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის დუბლიკატი. 9. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში. 10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის მიღება დასტურდება შესაბამის ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით. 11. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. 12. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით. 13. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია: ა) განცხადება; ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად; გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი); დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში; ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით. 14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 15. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით. მუხლი 17. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) შევსების ენა და გაცემა 1. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან. 2. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე. 3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახოს განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მის მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს. 4. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ. 5. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი. 6. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს. 7. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია. 8. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს სერტიფიკატის დუბლიკატი. 9. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში. 10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) მიღება დასტურდება შესაბამის ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით. 11. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. 12. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით. 13. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია: ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის ექვსნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას); ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად; გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი); დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში; ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით. 14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 15. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით. მუხლი 18. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) შევსების ენა და გაცემა 1. წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან. 2. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე. 3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახოს განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მის მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს (ჰონგ-კონგი). 4. წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ. 5. წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი. 6. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს. 7. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია. 8. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს სერტიფიკატის დუბლიკატი. 9. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში. 10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) მიღება დასტურდება შესაბამის ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით. 11. წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. 12. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით. 13. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია: ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის ექვსნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას); ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად; გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი); დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში; ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით. 14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 15. სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით. მუხლი 19. წარმოშობის დეკლარაცია 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის წარმოშობის დადგენა შესაძლებელია „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I დანართით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაციით (შემდგომში – წარმოშობის დეკლარაცია) ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაციით (შემდგომში ასევე – წარმოშობის დეკლარაცია). 2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტირებულ საქონელზე წარმოშობის დეკლარაციის შედგენის უფლება აქვს: ა) პირს, რომელსაც შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე უფლებამოსილი ექსპორტიორის (შემდგომში – უფლებამოსილი ექსპორტიორი) სტატუსი – ნებისმიერი ღირებულების იმ საქონელზე, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებს და მითითებულია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში; ბ) ნებისმიერ ექსპორტიორს – საქონელზე, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებს და რომლის ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს. 3. წარმოშობის დეკლარაციის მიზნებისათვის, საქონლის პრეფერენციული წარმოშობა გულისხმობს, რომ საქონელი აკმაყოფილებს „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციით ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებულ საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებს. მუხლი 20. წარმოშობის დეკლარაციის შედგენა 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, წარმოშობის დეკლარაციის შედგენა ხორციელდება საქონლის ნასყიდობის დოკუმენტზე (მათ შორის, ანგარიშფაქტურაზე) ან მიწოდების შეტყობინებაზე (თუ მათში აღწერილი მონაცემები იძლევა საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებას) შესაბამისი ტექსტის დატანით, რომელიც განსაზღვრულია „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის IVა დანართითა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმის მე-4 დანართით. 2. წარმოშობის დეკლარაციის ტექსტი დაიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შეთანხმების ერთ-ერთ ენაზე. 3. უფლებამოსილმა ექსპორტიორმა წარმოშობის დეკლარაციაში უნდა მიუთითოს შემოსავლების სამსახურის მიერ მისთვის მინიჭებული ავტორიზაციის ნომერი. 4. წარმოშობის დეკლარაცია დამოწმებული უნდა იყოს ექსპორტიორის ხელმოწერით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოშობის დეკლარაცია შედგენილია უფლებამოსილი ექსპორტიორის მიერ და მას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განაცხადით აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ მის მიერ წარდგენილი ნებისმიერი წარმოშობის დეკლარაცია განიხილება როგორც ხელმოწერილი მის მიერ. 5. თუ ნასყიდობის დოკუმენტი (მათ შორის, ანგარიშფაქტურა) ან მიწოდების შეტყობინება, რომელზეც ხორციელდება წარმოშობის დეკლარაციის შედგენა, მოიცავს პრეფერენციული და არაპრეფერენციული წარმოშობის საქონელს, მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც იძლევა პრეფერენციული საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას. მუხლი 21. უფლებამოსილი ექსპორტიორი 1. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად პირი მიმართავს შემოსავლების სამსახურს ამ წესის დანართ №6-ით გათვალისწინებული „უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადით“ (შემდგომში – ექსპორტიორის განაცხადი). 2. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში; ბ) ექსპორტიორის განაცხადის შემოსავლების სამსახურში წარდგენისას: ბ.ა) საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 175-ე მუხლით გათვალისწინებული: ბ.ა.ა) პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 12 თვის გასვლა; ბ.ბ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების არქონა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება); ბ.გ) ბოლო უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქართველოდან პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტის განხორციელება არანაკლებ 6-ჯერ და არანაკლებ 100 000 ლარის საერთო ღირებულებით; გ) საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე. 4. ექსპორტიორის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ექსპორტის პროცედურით გასატანი, ექსპორტიორის განაცხადში მითითებული საქონლის შესაბამისობა შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული პრეფერენციული წარმოშობის წესებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან. 5. შემოსავლების სამსახური ექსპორტიორის განაცხადის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ვადის არაუმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელება. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე შემოსავლების სამსახური ახორციელებს კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში – ასევე მისი საქმიანობის შემოწმებას. 7. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით, პირს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსთან ერთად ენიჭება ავტორიზაციის ნომერი. 8. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში მიეთითება იმ საქონლის დასახელება და სეს ესნ კოდი, რომელზეც უფლებამოსილ ექსპორტიორს შეუძლია წარმოშობის დეკლარაციის შედგენა. 9. უფლებამოსილი ექსპორტიორის სახელით წარმოშობის დეკლარაციის შედგენისა და ხელმოწერის უფლება აქვს მხოლოდ ექსპორტიორის განაცხადში მითითებულ, წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელ პირს. 10. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილ ექსპორტიორს სურს, განახორციელოს წარმოშობის დეკლარაციის შედგენა უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში მითითებული საქონლისგან განსხვავებულ საქონელზე, იგი ხელახლა მიმართავს შემოსავლების სამსახურს ექსპორტიორის განაცხადით, რომლის პირველ გრაფაში დამატებით მიეთითება მისი ავტორიზაციის ნომერი, ხოლო განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ექსპორტიორის განაცხადს შემოსავლების სამსახური განიხილავს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში. 12. უფლებამოსილი ექსპორტიორი ვალდებულია: ა) წარმოშობის დეკლარაცია შეადგინოს მხოლოდ პრეფერენციული წარმოშობის საქონელზე, რომელიც მითითებულია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოშობის დეკლარაცია დგება ამ წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და კონკრეტული დეკლარაციის შედგენისას პირი არ სარგებლობს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსით (დეკლარაციაში არ უთითებს უფლებამოსილი ექსპორტიორის ავტორიზაციის ნომერს); ბ) შემოსავლების სამსახურის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ექსპორტიორის განაცხადში ან/და მის მიერ შედგენილ წარმოშობის დეკლარაციაში მითითებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია/ინფორმაცია; გ) უზრუნველყოს მის მიერ შედგენილი წარმოშობის დეკლარაციების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით შენახვა; დ) საქონელთან დაკავშირებული, ექსპორტიორის განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში; ე) არ დაუშვას მისთვის მინიჭებული უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის ან/და ამ სტატუსიდან გამომდინარე უფლებების სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: საწარმოს გაყოფისას, სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას. 13. უფლებამოსილი ექსპორტიორის კონტროლი/შემოწმება ხორციელდება: ა) უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 12 თვის შემდეგ – ამ წესით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შესწავლის მიზნით; ბ) ნებისმიერ დროს მიღებული/დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე; გ) იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე. 14. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით („ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობა; ბ) იმპორტის გადასახდელების ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) 4000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ე) საბაჟო ღირებულების 4000 ლარზე მეტით გაზრდის ან შემცირებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ვ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; თ) ექსპორტისას კონტრაფაქციული საქონლის პარტიის გამოვლენა; ი) უფლებამოსილი ექსპორტიორის წერილობითი განცხადება მისთვის მინიჭებული უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების თაობაზე. 15. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ ექსპორტიორს საბაჟო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით ეძლევა 45 კალენდარული დღის ვადა საგადასახადო დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ამ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება), მიიღება გადაწყვეტილება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების შესახებ. 16. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ – ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი არ უქმდება, თუ არსებობს საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე. 17. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით. 18. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული ექსპორტიორის განაცხადი უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან/საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე ან დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
დანართი №2
საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი
საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“
დანართი №4
დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ
1. განმცხადებელი – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - - – - – - - 2. საქონლის დასახელება, რაოდენობა – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - - 3. წარმოშობის კრიტერიუმი: ა) ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონელი – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - - ბ) უცხოეთში წარმოებული პროდუქცია ან წარმოებაში გამოყენებული იმპორტირებული კომპონენტები (სასაქონლო კოდის მითითებით) და მათი წილი საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაში – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - - - – - – - – - – - – - – ----- – - – - – - – - – - – (შესაძლებელია დოკუმენტური დადასტურება) 4. პროდუქციის მესაკუთრე – - – -- – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - - - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - - – - – - – - – - – - – - – - – - 5. სატრანსპორტო საშუალებები და მსვლელობის მარშრუტი (რამდენადაც ეს ცნობილია) – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - - – - -- – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - - დეკლარირებული მონაცემების სინამდვილეზე პასუხს ვაგებ:
ხელმძღვანელის ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში) დანართი №5
საქართველოში წარმოშობილი, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის წესი მუხლი 1. წინამდებარე წესი გამოიყენება საქართველოში წარმოშობილი და მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის, რისთვისაც დადგენილია შემდეგი მოთხოვნები: 1. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 (შემდგომში – სერტიფიკატი) იბეჭდება რუსულ ენაზე, ტიპოგრაფიული მეთოდით დამზადებული А4-ის ფორმატის სპეციალურ დაცულ ბლანკზე (210X297მმ), რომლის სიმკვრივე არ უნდა იყოს 25 გ/მ2 ნაკლები. დაუშვებელია სერტიფიკატში ხელმომწერი პირების ფაქსიმილეს გამოყენება, დადგენილი წესით დადასტურების გარეშე ამოშლილი ადგილის, ჩასწორების ან/და დამატების არსებობა. სერტიფიკატში შესწორებების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გადახაზვით და მასზე სწორი ინფორმაციის გადაბეჭდვით ან ხელით შეყვანით, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით. 2. გრაფა 1 <*> – „გამგზავნი/ექსპორტიორი (დასახელება და საფოსტო მისამართი)“. მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის დასახელება და საფოსტო მისამართი. 3. გრაფა 2 <*> – „მიმღები/იმპორტიორი(დასახელება და საფოსტო მისამართი)“. მიეთითება საქონლის მიმღების/იმპორტიორის დასახელება და საფოსტო მისამართი.
-------------------------- * შენიშვნა: სერტიფიკატის გრაფა 1-ში და გრაფა 2-ში მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის და საქონლის მიმღების/იმპორტიორის იგივე დასახელება და საფოსტო მისამართი, რომელიც მითითებულია საქონლის გაგზავნასთან დაკავშირებულ (საგარეო ვაჭრობის შეთანხმება/გარიგება; ანგარიშფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია და სხვა.) დოკუმენტებში. როდესაც საქონლის გამგზავნი და ექსპორტიორი/მიმღები და იმპორტიორი სხვადასხვა იურიდიული პირები არიან, მითითებული უნდა იყოს, რომ საქონლის გამგზავნი (დასახელება და მისამართი) მოქმედებს ექსპორტიორის (დასახელება და მისამართი) „დავალებით“. 4. გრაფა 3 – „სატრანსპორტო საშუალებები და მარშრუტი (რამდენადაც ცნობილია)“. მიეთითება სატრანსპორტო საშუალება და მარშრუტი, რამდენადაც ეს ცნობილია. 5. გრაფა 4 – მიეთითება სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი, გამცემი ქვეყანა და სახელმწიფო, რომლისთვისაც არის განკუთვნილი ეს სერტიფიკატი. დასაშვებია სარეგისტრაციო ნორმის ხელით შეყვანა ან შტამპით დადება. 6. გრაფა 5 – „სამსახურებრივი შენიშვნები“. იბეჭდება ან იწერება ხელით ან დაედება შტამპი, საქონლის გატანის, ტრანზიტის ან/და მიმღები ქვეყნის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების სამსახურებრივი შენიშვნები. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება შემდეგი ჩანაწერები: „დუბლიკატი“, „გაცემულია სერტიფიკატის ნაცვლად“, „გაცემულია შემდგომში“. სერტიფიკატში შესწორებების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გადახაზვით და მასზე სწორი ინფორმაციის გადაბეჭდვით ან ხელით შეყვანით, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით. 7. გრაფა 6 – „ნომერი“. მიეთითება საქონლის რიგითი ნომერი. 8. გრაფა 7 – „ადგილების რაოდენობა და შეფუთვის სახეობა“. მიეთითება ადგილების რაოდენობა და შეფუთვის სახეობა. 9. გრაფა 8 – „საქონლის აღწერილობა“. მიეთითება საქონლის კომერციული დასახელება და სხვა მონაცემები, რომელიც საბაჟო გაფორმების მიზნებისათვის საქონლის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მიეთითება წარმოშობის შემდეგი კრიტერიუმები: „П“ – როდესაც საქონელი სრულად არის წარმოებული საქართველოს ტერიტორიაზე; „Д1905“ – როდესაც საქონელმა განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება, საბოლოო პროდუქციის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდის პირველი 4 ციფრის მითითებით, მაგ. – 1905; „А“ – საქონელი, რომლის წარმოშობის ქვეყანა განსაზღვრულია ადვალური წილის წესის გამოყენებით, ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელში გამოყენებული უცხოური მასალების ღირებულების პროცენტული წილის მითითებით, რომელიც გამოიანგარიშება მწარმოებელი ფრანკო-ქარხნის ფასის საფუძველზე, მაგ. „А15%“. 10. გრაფა 9 – „ ბრუტო/ნეტო წონა (კგ)“. მიეთითება საქონლის ბრუტო/ნეტო მასა (კგ) ან/და სხვა რაოდენობრივი მაჩვენებლები საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისად. მიწოდებული საქონლის ფაქტობრივი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სერტიფიკატში მითითებული საქონლის რაოდენობას 5%-ზე მეტად. 11. გრაფა 10 – „ანგარიშფაქტურის ნომერი და თარიღი“. მიეთითება ანგარიშფაქტურის (ინვოისის), პროფორმა-ინვოისი, ან საქონლის ფინანსური ან/და რაოდენობრივი მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის მონაცემები. 12. გრაფა 11 – „დამოწმება“. ივსება უფლებამოსილი ორგანოს მიერ და მოიცავს მის დასახელებას, მისამართს, ბეჭედს და სერტიფიკატის გაცემის თარიღს, ასევე, სერტიფიკატის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერას, გვარს და ინიციალებს. უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისი ნამდვილობის დადასტურებას. დასაშვებია თარიღის, უფლებამოსილი პირის გვარისა და ინიციალების ხელით შეყვანა ან შტამპით დადება. 13. გრაფა 12 – „განმცხადებლის დეკლარაცია“. მიეთითება ქვეყანა, სადაც საქონელი სრულად იქნა წარმოებული ან განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება, საქონლის წარმოშობის ქვეყნის მონაცემების დეკლარირების თარიღი, ასევე დაიდება განმცხადებლის ბეჭედი, განმცხადებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, გვარი და ინიციალები. დასაშვებია თარიღის, უფლებამოსილი პირის გვარისა და ინიციალების ხელით შეყვანა ან შტამპით დადება. მუხლი 2. საქონლის წარმოშობის ქვეყანად მიიჩნევა ის ქვეყანა სადაც საქონელი სრულად იქნა წარმოებული ან განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება. მუხლი 3. საკმარისი დამუშავების/გადამუშავების კრიტერიუმი შესრულდება შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: 1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) პირველი 4 ციფრის დონეზე ცვლილება, რომელიც დამუშავების/გადამუშავების საფუძველზე წარმოიშვა; 2. საქონლის დამუშავების/გადამუშავების შედეგად, გამოყენებული უცხოური წარმოშობის მასალების ღირებულება არ აღემატება საბოლოო პროდუქციის ღირებულების 50%-ს (ადვალური წილის წესი). მუხლი 4. ადვალური წესის გამოყენების შემთხვევაში, ღირებულებითი მაჩვენებლები გამოიანგარიშება: ა) უცხოური წარმოშობის მასალებისთვის – იმ ქვეყანაში შემოტანისას საბაჟო ღირებულების შესაბამისად, სადაც ხორციელდება საბოლოო პროდუქციის წარმოება, ან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე დოკუმენტალურად დადასტურებული პირველადი გაყიდვის ფასის საფუძველზე, სადაც ხორციელდება საბოლოო პროდუქციის წარმოება. ბ) საბოლოო პროდუქტისთვის – ფრანკო-ქარხნის ფასის შესაბამისად. მუხლი 5. ქართული წარმოშობის საქონელი ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტერიტორიაზე, თუ ის აკმაყოფილებს წარმოშობის კრიტერიუმებს, და, ასევე, თუ საქონელი: ა) შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს რეზიდენტსა და შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს შორის გაფორმებული შეთანხმების/კონტრაქტის საფუძველზე გადის შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან და შედის შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე; ბ) შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს გააქვს (შემოაქვს) –შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე; გ) არ ტოვებს შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების საბაჟო ტერიტორიებს. დანართი №6
უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადი
|
დოკუმენტის კომენტარები