საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 453
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 230210000.10.003.021473
453
16/09/2019
ვებგვერდი, 19/09/2019
230210000.10.003.021473
საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №453

2019 წლის 16 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:

1. „საქონლის წარმო­შო­ბის ქვეყნის განსა­ზღვრის კრი­ტერიუმების, წარმოშო­ბის დამა­დასტურებელი სერ­ტი­ფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გა­ცემის წესი“ (დანართი №1).

2. „საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა“ (დანართი №2).

3. „საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა „A“ (დანართი №3).

4. „დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერი­უმების შესახებ“ (დანართი №4).

5. „საქართველოში წარმოშობილი, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის წესი“ (დანართი №5).

6. „უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადი“ (დანართი №6).

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადა­კარგულად გამოცხადდეს „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილება. 

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრი­დან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი №1

 

საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის  წესი

 


ზოგადი დებულებანი

1. საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. 

შენიშვნა: საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ნიშნავს, რომ წარმოშობის ქვეყნის დადგენა ხორციელდება საქონლის პირველივე საბაჟო პროცედურაში მოქცევის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მომენტისათვის წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება საქონლის პრეფერენციული წარმოშობა, საქონელი ექცევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში. საქონლის ახალ საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევისას წარმოშობის ქვეყნის განმეორებით დადგენა არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულის თაობაზე დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს და წარადგენს დამატებით დოკუმენტებს.

2. საქონლის წარმოშობის დასადასტურებლად საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ან „საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება“ ან „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I დანართით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაცია ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაცია ან ხორციელდება საქონლის წარმოშობის დეკლარირება.

3. საქონლის წარმოშობის დეკლარირება ხორციელდება საქონლის თანმხლები დოკუმენტების, საქონელთან დაკავშირე­ბული სხვა ინფორმაციის (მათ შორის, საქონლის დათვალიე­რების შედეგების გათვალისწინებით) საბაჟო ორგანოს­თვის მიწოდებით.

4. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული). აღნიშნულის გათვალისწინებით:

ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება იყოს პრეფერენციული ან არაპრეფერენციული;

ბ) საქონლის წარმოშობის დეკლარირება ან „საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების“ წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ არაპრეფერენციული მიზნებისათვის;

გ) „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I დანართით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაციისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაციის შედგენა ხორციელდება პრეფერენციული მიზნებისათვის.

მუხლი 2. საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

1. საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფი­კატი წარმოადგენს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორ­განოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ერთმნიშვ­ნე­ლოვნად ადასტურებს საქონლის წარმოშობის ქვეყანას.

2. თუ საბაჟო ორგანო ეჭვს შეიტანს საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნამდვილობაში ან მასში აღნიშნული მონაცემების სისწორეში, მას შეუძლია თხოვნით მიმართოს სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ან სერ­ტიფიკატის გამცემი ქვეყნის სხვა კომპეტენტურ უწყებას და­მატებითი ან დაზუსტებული მონაცემების მისაღებად.

3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურება ხდება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, ხოლო გატანისას – საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 

4. საქონლის რეექსპორტის ან ტრანზიტის დროს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი შემოტანისას თანმხლები, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში − საქართველოდან საქონლის ექსპორტის დროს წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების შესაბამისად.

5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ, ან

ბ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ, სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.

7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი)), „საქართველო-ჰონგ-კონგის, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2018 წლის 28 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი)), ასევე ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ.

8. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ექვსი სახისაა: 

ა) საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი (დანართი №2);

ბ) საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“ (დანართი №3);

გ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;

დ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1;

ე) წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი);

ვ) წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი).

9. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა „A“ გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან განსაზღვრული საქონლის განსაზღვრულ ქვეყნებში („პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის“ მომნიჭებელ ქვეყნებში) ექსპორტის დროს. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და სერტიფიკატის გაცემისა და შევსების წესები განისაზღვრება პრეფერენციის მომნიჭებელი ქვეყნის დირექტივებით. 

10. საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატი გაიცემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

11. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა:

ა) „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I და II დანართების შესაბამისად, „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2016 წლის 27 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით;

ბ) „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმის შესაბამისად.

12. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) გაიცემა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმების მე-3 თავის შესაბამისად.

13. წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) გაიცემა „საქართველო-ჰონგ-კონგის, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2018 წლის 28 ივნისის შეთანხმების მე-3 თავის შესაბამისად.

14. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა:

ა) საქონლის ექსპორტისა და რეექსპორტის დროს;

ბ) დროებით შენახული ან საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ტრანზიტის პროცედურით გატანის დროს.

15. საქართველოში წარმოშობილი საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი СТ-1 გაიცემა ამ დადგენილების დანართ №5-ით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 3. საქონლის წარმოშობის დეკლარირება

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხორციელდება საქონლის წარმოშობის დეკლარირება. 

2. საქონლის წარმოშობის დეკლარირების მიზნებისათვის საქონლის თანმხლები დოკუმენტებია:

ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება;

ბ) ანგარიშსწორების დოკუმენტები – ანგარიშფაქტურა (ინ­­ვოი­სი), პროფორმა ინვოისი, შეფუთვის ფურცლები;

გ) სერტიფიკატები – შესაბამისობის, საქონლის გადაადგი­ლების (EUR.1), ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სერტი­ფიკატები.

3. საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, საქონლის წარმოშობის დეკლარირების მიზნებისათვის, პირის მიერ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს: საქონლის დამამზადებლის ან გამყიდველის მიერ საქონელთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტები, ექსპორტიორი ან/და სატრანზიტო ქვეყნის საბაჟო დეკლარაცია, ექსპორტიორის წერილობითი განაცხადი (დეკლარაცია) ან სხვა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს წარმოშობის ქვეყნის შესახებ და თან ახლავს საქონელს ან მიღებულია ფოსტით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით. 

4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის საკმარისი ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, დეკლარანტის მიერ გამოიყენება მონაცემები, რომლე­ბიც განთავსებულია უშუალოდ საქონელზე: იარლიყები, ეტი­კეტები, მარკირება და ა.შ. (გარდა შტრიხ-კოდებისა).

მუხლი 4. საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის წარმოშობის დადგენა შესაძლებელია „საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილებით“ (შემდგომში − წინასწარი გადაწყვეტილება). 

2. წინასწარ გადაწყვეტილებას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს ყველა საბაჟო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია (გამოცემულია) აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება. 

3. წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადა­წყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადა­წყვე­ტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესები განისაზღ­ვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქარ­თვე­ლოს საბაჟო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 5. არაპრეფერენციული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქონლისათვის არაპრეფერენციული წარმოშობა განისაზღვრება მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მიღებული საქონლის კრიტერიუმის შესაბამისად;

2. საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქონლისათვის არაპრეფერენციული წარმოშობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი;

ბ) ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი;

გ) აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი.

მუხლი 6. მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მიღებული საქონლის კრიტერიუმი

1. საქონელი, რომელიც მთლიანად მიღებულია განსა­ზღვ­რულ ქვეყანაში, წარმოადგენს ამ ქვეყანაში წარმოშობილს. 

2. მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მიღებულად მიიჩნევა მხოლოდ:

ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული ამ ქვეყნის წიაღებიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან;

ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში;

გ) ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები;

დ) ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პრო­დუქტები;

ე) ამ ქვეყანაში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მი­ღებული პროდუქცია;

ვ) საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პროდუქცია, მოპოვებული ამ ქვეყნის გემის საშუალებით;

ზ) ამ ქვეყნის სარეწ გემზე მიღებული პროდუქცია, რო­მელიც მხოლოდ ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქციისაგან არის წარმოებული;

თ) პროდუქცია, რომელიც ამ ქვეყნის ფარგლებს გა­რეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღი­დან არის მიღებული, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების სა­განგებო უფლებები;

ი) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩე­ნები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომელთა შეგროვება განხორციელდა ამ ქვეყანაში და რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის;

კ) საქონელი, რომელიც წარმოებულია ამ ქვე­ყა­ნა­ში ამ პუნქტის „ა“ – „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული პროდუქ­ციი­სა­გან.

მუხლი 7. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი

1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასა­ქონ­ლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირ­ველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი ნიშნავს საქონლის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში ისეთი დოზით, როდესაც გადასამუშავებელი საქონელი იცვლის სასაქონლო კოდის პირველი 4 ციფრიდან (სა­საქონლო პოზიციიდან) თუნდაც ერთ ნიშანს (ციფრს) (მა­გალითად, 2204 შეიცვალა 2205-ით). ამ შემთხვევაში ითვლე­ბა, რომ საქონელი წარმოშობილია იმ ქვეყანაში, სადაც გან­ხორ­ციელდა ეს ცვლილება.

2. მოცემული კრიტერიუმით საქონლის წარმოშობის ქვეყ­ნის განსაზღვრის დროს გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ).

 მუხლი 8. ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი

1. ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმის გა­მოყენების დროს საქონელი ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშო­ბილად, სადაც არის წარმოშობილი ამ საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული, ხოლო ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პრო­დუქციის ღირებულების სულ ცოტა 51%-ს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითი­თებული მასალებისა და ნედლეულის წარმოშობის ქვეყნები სხვადასხვაა და მათი საერთო ღირებულება აჭარბებს მზა პროდუქციის ღირებულების 51%-ს, მაშინ მზა პროდუქცია ჩა­ითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშო­ბილი ის მასალა და ნედლეული, რომელთა ღირებულების პრო­ცენტული წილი უდიდესია.

3. იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმი გამოიხატება ადვალური (ღირებულებითი) წილის წესით, ღირებულებები, რომელთა გათვალისწინება ხდება, უნდა იყოს შემდეგი: 

ა) შემოტანილი მასალებისათვის – მათი საბაჟო ღირებულება შემოტანისას;

ბ) მზა საქონლისათვის – ფასი ფრანკოქარხნის ან ექსპორტის საბაჟო ღირებულების მიხედვით.

მუხლი 9. აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი

აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმის გამოყენებით საქონელი ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც:

ა) მან განიცადა მნიშვნელოვანი და ეკონომი­კუ­რად გამართლებული გადამუშავება, ან

ბ) ამ მიზნებისათვის აღჭურვილ საწარმოში საქონლის მიმართ შესრულდა სამუშაო, რომლის შე­დეგადაც წარმოებულ იქნა ახალი პროდუქცია ან რომელიც წარ­მოადგენს წარმოების პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს.

მუხლი 10. ოპერაციები, რომლებიც არ გაითვალისწინება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კრიტერიუმის დადგენის დროს

1. ოპერაციები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს საქონ­ლის ძირითადი მახასიათებლების ან თვისებების მიღებას ან უზ­რუნველყოფენ მათ მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობით, ძი­რი­თა­დად კი, ოპერაციები, რომლებიც შეიცავს ერთ ან რამ­­დენიმე ოპერაციას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, არ უნდა იქნეს მიჩ­ნე­ული როგორც საქონლის წარმოებისა და გადამუშა­ვე­ბისათვის მნიშვნელოვანი ოპერაციები:

ა) ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია საქონლის ტრან­სპორტირების ან შენახვის უზრუნველსაყოფად;

ბ) საქონლის გარეგანი სახის ან კომერციული ხარისხის გაუმჯობესების ან მისი ტრანსპორტირებისათვის მომზადების ოპერაციები, რომლებშიც შედის საქონლის პარტიის დაყოფა, შეფუთვების დაჯგუფება, სორტირება, მარკირება, მეორეული შეფუთვა;

გ) მარტივი აწყობითი ოპერაციები;

დ) სხვადასხვა წარმოშობის საქონლის შერევა იმ პირო­ბით, რომ მიღებული პროდუქციის მახასიათებლები არსებითად არ განსხვავდება იმ პროდუქტების მახასიათებლებისაგან, რო­მელ­თა შერევაც ხდება.

2. აუწყობელი ან დაშლილი საქონელი, რომლის შემო­ტანა ხდება ორზე მეტი პარტიით, მათი ერთი პარტიით შემო­ტანის მიზანშეუწონლობის გამო, სატრანსპორტო ან საწარმოო ხასიათის მიზეზით, იმპორტიორის მოთხოვნით მიჩნეულ უნდა იქნეს ერთ ნაკეთობად მისი წარმოშობის დასადგენად.

3. წარმოშობის განსაზღვრის მიზნით შეფუთვა უნდა ჩა­ითვალოს იმავე ქვეყანაში წარმოშობილად როგორც შეფუ­თული საქონელი.

4. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის მიზნით იმ შემთ­ხ­ვევებში, როდესაც ითვლება, რომ შეფუთვა იმავე წარმო­შო­ბისაა, რაც საქონელი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მხო­ლოდ ის შეფუთვა, რომელშიც ჩვეულებრივ ხდება ამ საქონ­ლის რეალიზაცია საცალო ვაჭრობაში, განსაკუთრებით იმ შემ­თხვევაში, როდესაც გამოიყენება ადვალური (ღირებუ­ლები­თი) წილის კრიტერიუმი.

5. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის დროს არ გაით­ვალისწინება ენერგიის, მოწყობილობების, მანქანა-იარაღების წარმოშობის ქვეყანა, რომლებიც გამოიყენება საქონლის წარ­მოებისა და გადამუშავებისათვის.

მუხლი 11. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფე­რენ­ციული) წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი №2) ფორმა, შევსების ენა და გაცემა

1. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) არის საქონლის აღწერის განსაზ­ღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარ­მო­შობილია მოცემული ქვეყნიდან.

2. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდ­გენა საბაჟო ორგანოსათვის სავალდებულო არ არის, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთ­ხ­ვევებისა.

3. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, წერილობით მი­მართოს ექსპორტიორი ქვეყნის არაპრეფერენციული წარმო­შო­ბის სერტიფიკატის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს არაპრეფე­რენციული წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობასა და/ან თაღლითობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში.

4. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ბლან­კე­ბი უნდა იყოს დაბეჭდილი:

ა) საქართველოდან საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის დროს – ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე;

ბ) საქართველოში საქონლის იმპორტის დროს – ინგ­ლი­სურ ან ფრანგულ ენებზე.

5. იმ შემთხვევებში, როდესაც არაპრეფერენციული წარ­მოშობის სერტიფიკატი არ ივსება ქართულად, საბაჟო ორგანოებმა არ უნდა მოითხოვონ არაპრეფერენციული წარ­მოშობის სერტიფიკატში მოცემული ინფორმაციის თარგმანი.

6. საქართველოში არაპრეფერენციული წარმოშობის სერ­ტი­ფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდე­ბული არიან სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახონ განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხე­ბა მათ მიერ გაცემულ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებს.

7. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერ­თა­შორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.

8. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო და­ნარ­ჩენი – თეთრი.

9. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექს­პორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორ­განოს.

10. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანო საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის დროს იტოვებს სერტიფიკატის თეთრი ფერის ეგზემპლარს, ხოლო იმპორტის დროს – შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატის ორიგინალს. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა ნებაყოფლობითია.

11. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის და­ზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხა­დების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს არაპრეფე­რენციული წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.

12. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გა­ცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამ­ცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადას­ცემს დად­გენილი წესით გაფორმებულ არაპრეფერენციული წარმო­შობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

13. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის არაპრე­ფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.

14. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაი­ცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არა უგ­ვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

15. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცე­მის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივი­რებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რე­ესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

16. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცე­მი­სათვის აუცილებელი დოკუმენტებია:

ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასა­ხელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერი­უმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი);

დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.

17. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

18. არაპრეფერენციული სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-16 პუნ­ქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.

მუხლი 12. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი №2) შევსების წესი

1. გრაფა 1 – მიეთითება ექსპორტიორის სამართლებ­რი­ვი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა. 

2. გრაფა 2 – აღინიშნება სერტიფიკატის ნომერი და მი­­ე­­თითება „ორიგინალი“. თუ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა დაკარგული ან დაზიანებული ორიგი­ნალის სანაცვლოდ, ახალ სერტიფიკატზე სათაურთან მიეთი­თება სიტყვა „დუბლიკატი“. სერტიფიკატის ორიგინალისა და დუბლიკატის ასლებზე სათაურის გვერდით მიეთითება სიტყვა „ასლი“. ეს გრაფა ასევე განკუთვნილია იმ ორგანიზაციის და­სახელების (ლოგოტიპი, ემბლემა) მითითებისათვის, რომელიც გასცემს სერტიფიკატს, და უნდა მოიცავდეს ადგილს სხვა ოფი­ციალური ხასიათის ინფორმაციის შესატანად.

3. გრაფა 3 – მიეთითება იმპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა. ამ გრაფაში გათვალისწინებული ცნობები შეიძლება შეიცვალოს წარწერით „საორდერო“ და, თუ ეს შესაძლებელი იქნა, დანიშ­ნულების ქვეყნის სახელით.

4. გრაფა 4 – ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს და­­მა­ტებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუა­ლების, მისი მარშრუტის შესახებ და ა.შ., რომელიც მითითებული იქნება აუცილებლობის შემთხვევაში, არაპრეფერენ­ცი­ული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს გადაწყ­ვეტი­ლებით.

5. გრაფა 5 – მიეთითება საქონლის ადგილების რაოდე­ნობა და საქონლის დასახელება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე.

6. გრაფა 6 – მიეთითება საქონლის ბრუტო წონა.

7. გრაფა 7 – მიეთითება საქონლის ანგარიშფაქტურის (ინ­ვოისის) ნომერი და თარიღი.

8. გრაფა 8 – ეს გრაფა დატოვებულია ცნობებისათვის (მაგ., რეექსპორტის/ტრანზიტის დროს წინმსწრები სერტიფიკატის რეკვიზიტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქვე დაისმება არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

9. გრაფა 9 – აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვე­ყა­ნა.

10. გრაფა 10 – აღინიშნება სერტიფიკატის გამცემი ორ­გა­ნო.

11. გრაფა 11 – მიეთითება სერტიფიკატის გაცემის თა­­რიღი და დრო.

12. გრაფა 12 – დაისმება სერტიფიკატის გაცემისა­თვის უფლე­ბა­მოსილი პირის ხელმოწერა.

13. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის შევ­სების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით, ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი;

ბ) აღნიშვნებისა და შესწორებების გაკეთება არაპრე­ფე­რენ­ციული წარმოშობის სერტიფიკატებზე დაუშვებელია;

გ) შეუვსებელ გრაფებში აუცილებლად უნდა იყოს გასმუ­ლი ხაზი მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასა­ცილებლად.

მუხლი 13. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი –ფორმა „A“- (დანართი №3) ფორმა, შევსების ენა და გაცემა

1. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“ (შემდგომში – პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) არის საქონლის აღწერის განსაზღ­ვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარ­მო­შობილია მოცემული ქვეყნიდან.

2. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.

3. საქართველოში პრეფერენციული წარმოშობის სერტი­ფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდე­ბული არიან შეინახონ სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ პრეფერენციული წარმოშობის სერ­ტიფიკატებს.

4. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერ­თაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.

5. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი არის ფერადი, ხოლო ერთი – თეთრი.

6. ერთი ფერადი და თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექს­პორტიორს, ხოლო ერთი ფერადი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.

7. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საქონლის ექსპორტისას საბაჟო ორგანოში თეთრი ფე­რის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.

8. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დაზია­ნების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.

9. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამცემი ორ­განოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დად­გენილი წესით გაფორმებულ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის პრეფე­რენციული წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.

11. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

12. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივი­რე­ბული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტ­რში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

13. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემი­სა­თვის აუცილებელი დოკუმენტებია:

ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა კოდის დონეზე, საქონლის ოდე­ნობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისა­მართსა და ქვეყანას);

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუ­მების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი).

დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.

14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

15. პრეფერენციული სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტო­ვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.

მუხლი 14. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი №3) შევსების წესები

 1. გრაფა 1 – მიეთითება ექსპორტიორის სამართლებ­რი­ვი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვე­ყანა. 

2. გრაფა 2 – მიეთითება საქონლის მიმღების დასა­ხე­ლება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა ისეთი სიზუსტით, რამ­დენადაც ეს ცნობილია.

3. გრაფა 3 – ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუა­ლებისა და მისი მარშრუტის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცნობილია.

4. გრაფა 4 – ეს გრაფა დატოვებულია დამატებითი ოფი­­­ცია­ლური ცნობებისათვის. შევსება არ არის სავალდე­ბუ­ლო.

5. გრაფა 5 – მიეთითება საქონლის ნუმერაცია იმ შემ­თხ­ვევაში, თუ ერთ სერტიფიკატში რამდენიმე სახეობის საქონ­ლის ჩამო­ნათვალია. შევსება არ არის სავალდებულო.

6. გრაფა 6 – მიეთითება საქონლის შეკვრების ნომერი და ნიშნები. შევსება არ არის სავალდებულო.

7. გრაფა 7 – მიეთითება საქონლის შეკვრების რაოდე­ნობა და სახეობა, საქონლის დასახელება (სეს ესნ-ის კოდი (არანაკლებ ოთხნიშნა დონეზე) და სხვა ცნობები, რაც სა­ქონ­ლის იდენტიფიკაციისათვის არის აუცილებელი.

8. გრაფა 8 – მიეთითება წარმოშობის კრიტერიუმები.

9. გრაფა 9 – მიეთითება საქონლის ბრუტო წონა ან სა­ქონ­ლის სხვა რაოდენობრივი მაჩვენებელი.

10. გრაფა 10 – მიეთითება საქონლის ანგარიშფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი.

11. გრაფა 11 – მიეთითება სერტიფიკატის გამცემი ორ­განოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, დამოწმებული მი­სი ხელმოწერით და ბეჭდით.

12. გრაფა 12 – ისმება ექსპორტიორის ხელმოწერა და ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში).

13. წარმოშობის სერტიფიკატის შევსების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით. ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი;

ბ) სერტიფიკატებზე აღნიშვნებისა და შესწორებების შემ­თხ­ვევაში აუცილებელია მისი დამოწმება ბეჭდით;

გ) მე-5–მე-10 გრაფების შეუვსე­ბელ ნაწილში აუცილებლად უნდა იყოს გასმული ხაზი, მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 15. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის შევსების ენა და გაცემა

1. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 (შემ­დ­გომში – წარმოშობის სერტიფიკატი CT-1) არის საქონლის აღ­წერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადას­ტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერ­ტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

2. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის სერტიფიკატის ბლან­კები უნდა იყოს დაბეჭდილი რუსულ ენაზე.

3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გა­ცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახონ განცხადებები ან სა­კონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გა­ცე­მულ წარმოშობის სერტიფიკატებს CT-1.

4. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რო­მელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორ­გა­ნიზაციის (სსო) მიერ.

5. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 ივსება 4 ეგზემპ­ლა­რად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთ­რი.

6. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექს­პორ­ტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.

7. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.

8. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის დაზიანების ან და­კარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის დუბლიკატი.

9. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორ­­განოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დად­გენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმო­შობის სერტიფიკატი CT-1-ის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.

11. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა ექსპორ­ტიო­რის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუ­შაო დღის განმავლობაში.

12. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთ­ხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

13. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის აუ­ცი­ლებელი დოკუმენტებია:

ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუ­მების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი);

დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.

14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

15. სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუ­მენტების ასლებს დადგენილი წესით.

მუხლი 16. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის შევსების ენა და გაცემა

1. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 (შე­მდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზედაც გაცემულია ეს სერ­ტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

2. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.

3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახოს განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მის მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს – EUR.1-ებს.

4. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე.

5. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ივსება 3 ეგზემპ­ლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.

6. ფერადი და ერთი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.

7. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საქონლის ექსპორტისას საბაჟო ორგანოში თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.

8. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის დაზიანების ან და­კარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძ­ველ­ზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტი­ფი­კატი EUR.1-ის დუბლიკატი.

9. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დად­გენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის მიღება დასტურდება შესაბამის ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით.

11. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა ექსპორ­ტიო­რის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

12. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთ­ხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

13. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუ­მების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი);

დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.

14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

15. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტ­ში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.

მუხლი 17. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთიშევსების ენა და გაცემა

1. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) არის საქონლის აღ­წერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადას­ტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერ­ტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

2. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) ბლან­კები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.

3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახოს განცხადებები ან სა­კონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მის მიერ გა­ცე­მულ წარმოშობის სერტიფიკატებს.

4. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რო­მელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორ­გა­ნიზაციის (სსო) მიერ.

5. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) ივსება 4 ეგზემპ­ლა­რად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთ­რი.

6. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექს­პორ­ტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.

7. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.

8. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) დაზიანების ან და­კარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს სერტიფიკატის დუბლიკატი.

9. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორ­­განოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დად­გენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) მიღება დასტურდება შესაბამის ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით.

11. წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) გაიცემა ექსპორ­ტიო­რის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუ­შაო დღის განმავლობაში.

12. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

13. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გაცემისათვის აუ­ცი­ლებელი დოკუმენტებია:

ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის ექვსნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუ­მების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი);

დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.

14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

15. წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუ­მენტების ასლებს დადგენილი წესით.

მუხლი 18. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგიშევსების ენა და გაცემა

1. წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) არის საქონლის აღ­წერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადას­ტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერ­ტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

2. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) ბლან­კები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.

3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახოს განცხადებები ან სა­კონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მის მიერ გა­ცე­მულ წარმოშობის სერტიფიკატებს (ჰონგ-კონგი).

4. წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რო­მელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორ­გა­ნიზაციის (სსო) მიერ.

5. წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) ივსება 4 ეგზემპ­ლა­რად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთ­რი.

6. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექს­პორ­ტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.

7. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.

8. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) დაზიანების ან და­კარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს სერტიფიკატის დუბლიკატი.

9. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორ­­განოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დად­გენილი წესით გაფორმებულ სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმო­შობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) მიღება დასტურდება შესაბამის ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით.

11. წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) გაიცემა ექსპორ­ტიო­რის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუ­შაო დღის განმავლობაში.

12. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთ­ხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

13. წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) გაცემისათვის აუ­ცი­ლებელი დოკუმენტებია:

ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის ექვსნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუ­მების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

გ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი);

დ) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.

14. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

15. სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუ­მენტების ასლებს დადგენილი წესით.

მუხლი 19. წარმოშობის დეკლარაცია

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის წარმოშობის დადგენა შესაძლებელია „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I დანართით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაციით (შემდგომში – წარმოშობის დეკლარაცია) ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაციით (შემდგომში ასევე – წარმოშობის დეკლარაცია).

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტირებულ საქონელზე წარმოშობის დეკლარაციის შედგენის უფლება აქვს:

ა) პირს, რომელსაც შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე უფლებამოსილი ექსპორტიორის (შემდგომში – უფლებამოსილი ექსპორტიორი) სტატუსი – ნებისმიერი ღირებულების იმ საქონელზე, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებს და მითითებულია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში;

ბ) ნებისმიერ ექსპორტიორს – საქონელზე, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებს და რომლის ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს.

3. წარმოშობის დეკლარაციის მიზნებისათვის, საქონლის პრეფერენციული წარმოშობა გულისხმობს, რომ საქონელი აკმაყოფილებს „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციით ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებულ საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებს.

მუხლი 20. წარმოშობის დეკლარაციის შედგენა

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, წარმოშობის დეკლარაციის შედგენა ხორციელდება საქონლის ნასყიდობის დოკუმენტზე (მათ შორის, ანგარიშფაქტურაზე) ან მიწოდების შეტყობინებაზე (თუ მათში აღწერილი მონაცემები იძლევა საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებას) შესაბამისი ტექსტის დატანით, რომელიც განსაზღვრულია „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის IVა დანართითა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმის მე-4 დანართით.

2. წარმოშობის დეკლარაციის ტექსტი დაიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შეთანხმების ერთ-ერთ ენაზე.

3. უფლებამოსილმა ექსპორტიორმა წარმოშობის დეკლარაციაში უნდა მიუთითოს შემოსავლების სამსახურის მიერ მისთვის მინიჭებული ავტორიზაციის ნომერი.

4. წარმოშობის დეკლარაცია დამოწმებული უნდა იყოს ექსპორტიორის ხელმოწერით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოშობის დეკლარაცია შედგენილია უფლებამოსილი ექსპორტიორის მიერ და მას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განაცხადით აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ მის მიერ წარდგენილი ნებისმიერი წარმოშობის დეკლარაცია განიხილება როგორც ხელმოწერილი მის მიერ.

5. თუ ნასყიდობის დოკუმენტი (მათ შორის, ანგარიშფაქტურა) ან მიწოდების შეტყობინება, რომელზეც ხორციელდება წარმოშობის დეკლარაციის შედგენა, მოიცავს პრეფერენციული და არაპრეფერენციული წარმოშობის საქონელს, მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც იძლევა პრეფერენციული საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას.

მუხლი 21. უფლებამოსილი ექსპორტიორი

1. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად პირი მიმართავს შემოსავლების სამსახურს ამ წესის დანართ №6-ით გათვალისწინებული „უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადით“ (შემდგომში – ექსპორტიორის განაცხადი).

2. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

ბ) ექსპორტიორის განაცხადის შემოსავლების სამსახურში წარდგენისას:

ბ.ა) საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 175-ე მუხლით გათვალისწინებული:

ბ.ა.ა) პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან

ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 12 თვის გასვლა;

ბ.ბ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების არქონა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება);

ბ.გ) ბოლო უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქართველოდან პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტის განხორციელება არანაკლებ 6-ჯერ და არანაკლებ 100 000 ლარის საერთო ღირებულებით;

გ) საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

4. ექსპორტიორის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ექსპორტის პროცედურით გასატანი, ექსპორტიორის განაცხადში მითითებული საქონლის შესაბამისობა შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული პრეფერენციული წარმოშობის წესებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან.

5. შემოსავლების სამსახური ექსპორტიორის განაცხადის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ვადის არაუმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე შემოსავლების სამსახური ახორციელებს კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში – ასევე მისი საქმიანობის შემოწმებას.

7. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით, პირს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსთან ერთად ენიჭება ავტორიზაციის ნომერი.

8. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში მიეთითება იმ საქონლის დასახელება და სეს ესნ კოდი, რომელზეც უფლებამოსილ ექსპორტიორს შეუძლია წარმოშობის დეკლარაციის შედგენა.

9. უფლებამოსილი ექსპორტიორის სახელით წარმოშობის დეკლარაციის შედგენისა და ხელმოწერის უფლება აქვს მხოლოდ ექსპორტიორის განაცხადში მითითებულ, წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელ პირს.

10. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილ ექსპორტიორს სურს, განახორციელოს წარმოშობის დეკლარაციის შედგენა უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში მითითებული საქონლისგან განსხვავებულ საქონელზე, იგი ხელახლა მიმართავს შემოსავლების სამსახურს ექსპორტიორის განაცხადით, რომლის პირველ გრაფაში დამატებით მიეთითება მისი ავტორიზაციის ნომერი, ხოლო განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ექსპორტიორის განაცხადს შემოსავლების სამსახური განიხილავს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში.

12. უფლებამოსილი ექსპორტიორი ვალდებულია:

ა) წარმოშობის დეკლარაცია შეადგინოს მხოლოდ პრეფერენციული წარმოშობის საქონელზე, რომელიც მითითებულია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოშობის დეკლარაცია დგება ამ წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და კონკრეტული დეკლარაციის შედგენისას პირი არ სარგებლობს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსით (დეკლარაციაში არ უთითებს უფლებამოსილი ექსპორტიორის ავტორიზაციის ნომერს);

ბ) შემოსავლების სამსახურის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ექსპორტიორის განაცხადში ან/და მის მიერ შედგენილ წარმოშობის დეკლარაციაში მითითებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

გ) უზრუნველყოს მის მიერ შედგენილი წარმოშობის დეკლარაციების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით შენახვა;

დ) საქონელთან დაკავშირებული, ექსპორტიორის განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში;

ე) არ დაუშვას მისთვის მინიჭებული უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის ან/და ამ სტატუსიდან გამომდინარე უფლებების სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: საწარმოს გაყოფისას, სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას.

13. უფლებამოსილი ექსპორტიორის კონტროლი/შემოწმება ხორციელდება:

ა) უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 12 თვის შემდეგ – ამ წესით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შესწავლის მიზნით;

ბ) ნებისმიერ დროს მიღებული/დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე;

გ) იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.

14. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით („ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობა;

ბ) იმპორტის გადასახდელების ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) 4000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ე) საბაჟო ღირებულების 4000 ლარზე მეტით გაზრდის ან შემცირებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ვ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

თ) ექსპორტისას კონტრაფაქციული საქონლის პარტიის გამოვლენა;

ი) უფლებამოსილი ექსპორტიორის წერილობითი განცხადება მისთვის მინიჭებული უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების თაობაზე.

15. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ ექსპორტიორს საბაჟო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით ეძლევა 45 კალენდარული დღის ვადა საგადასახადო დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ამ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება), მიიღება გადაწყვეტილება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების შესახებ.

16. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ – ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი არ უქმდება, თუ არსებობს საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

17. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით.

18. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული ექსპორტიორის განაცხადი უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან/საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე ან დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

 

დანართი №2

 

საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული)

  წარმოშობის სერტიფიკატი

                                               

1. ექსპორტიორი (დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, ქვეყანა)

 

2. ნომერი

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

-------------------------------------

 

 

3. იმპორტიორი (სამართლებრივი ფორმა, დასახელება, იურიდიული მისამართი, ქვეყანა)

 

4. მონაცემები სატრანსპორტო საშუალების,  მარშრუტის და ა.შ. შესახებ

(აუცილებლობის შემთხვევაში)

 

5. საქონლის ადგილების რაოდენობა და საქონლის დასახელება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის მიხედვით

 

6. საქონლის ბრუტო-წონა

7. ანგარიშფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი

8. დამატებითი ინფორმაცია               

                     

 

         

9. ამასთან, დადასტურებულია, რომ ზემოთ ხსენებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა არის:

10.  სერტიფიკატის გამცემი ორგანო

11. გაცემის თარიღი და დრო

ბ.ა.

12. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

                                      


დანართი №3

 

საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის

სერტიფიკატი – ფორმა „A“

 

1. Goods consigned from (Exporter’s business name, address, country)

 

Reference No

 

GENERALIZED SYSTEM OF PREFERENCES

CERTIFICATE OF ORIGIN

(Combined declaration and certificate)

Form A

 

Issued in ……………………………………………….

(country)                                          Sea Notes overleaf

2. Goods consigned to (consignee’s name, address, country)

 

 

3. Means of transport and route (as far as known)

4. For official use

5. Item number

 

 

 

 

6. Marks and numbers of packages

7. Number and kind of packages: description of goods

8. Origin criterion (see Notes overleaf)

9. Gross weight  or other quantity

10. Number and date of invoices

11. Certification

It is hereby certified, on the basis of control carried out, that the declaration by the exporter is correct

 

 

 

 

 

 

 

 

…………………………………………................

Place and date, signatures and stamp of certifying authority

12. Declaration by the exporter

The undersigned hereby declares that the above details and statements are correct; that all the goods were produced in

…………………………………………………

(country)

 

and that they comply with the origin requirements specified for those goods in the Generalised System of Preferences for goods exported to

………………………………………………….

(importing country)

………………………………………………….

Place and date, signature of authorised signatory

დანართი №4

 

დეკლარაცია

საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ

 

1. განმცხადებელი – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -  – - – - -

2. საქონლის დასახელება, რაოდენობა – - – -  – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

3. წარმოშობის კრიტერიუმი:

ა) ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონელი – - – -  – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

ბ) უცხოეთში წარმოებული პროდუქცია ან წარმოებაში გამოყენებული იმპორტირებული კომპონენტები (სასაქონლო კოდის მითითებით) და მათი წილი საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაში – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – -

– - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

- – - – - – - – - – - – ----- – - – - – - – - – - – (შესაძლებელია დოკუმენტური დადასტურება)

4. პროდუქციის მესაკუთრე – - – -- – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

- – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – -  – - – - – - – - – - -  – - – - – - – - – - – - – - – - 

5. სატრანსპორტო საშუალებები და მსვლელობის მარშრუტი (რამდენადაც ეს ცნობილია) – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

– - -- – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

დეკლარირებული მონაცემების სინამდვილეზე პასუხს ვაგებ:

 

ხელმძღვანელის ხელმოწერა,

ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)

დანართი №5

 

საქართველოში წარმოშობილი, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის წესი

მუხლი 1. წინამდებარე წესი გამოიყენება საქართველოში წარმოშობილი და მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის, რისთვისაც დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

1. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 (შემდგომში – სერტიფიკატი) იბეჭდება რუსულ ენაზე, ტიპოგრაფიული მეთოდით დამზადებული А4-ის ფორმატის სპეციალურ დაცულ ბლანკზე (210X297მმ), რომლის სიმკვრივე არ უნდა იყოს  25 გ/მ2 ნაკლები. დაუშვებელია სერტიფიკატში ხელმომწერი პირების ფაქსიმილეს გამოყენება, დადგენილი წესით დადასტურების გარეშე ამოშლილი ადგილის, ჩასწორების ან/და დამატების არსებობა. სერტიფიკატში შესწორებების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გადახაზვით და მასზე სწორი ინფორმაციის გადაბეჭდვით ან ხელით შეყვანით, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით.

2. გრაფა 1 <*> – „გამგზავნი/ექსპორტიორი (დასახელება და საფოსტო მისამართი)“.  მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის დასახელება და საფოსტო მისამართი.

3. გრაფა 2 <*> – „მიმღები/იმპორტიორი(დასახელება და საფოსტო მისამართი)“. მიეთითება საქონლის მიმღების/იმპორტიორის დასახელება და საფოსტო მისამართი.

 

--------------------------

* შენიშვნა:

სერტიფიკატის გრაფა 1-ში და გრაფა 2-ში მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის და საქონლის მიმღების/იმპორტიორის იგივე დასახელება და საფოსტო მისამართი, რომელიც მითითებულია საქონლის გაგზავნასთან დაკავშირებულ (საგარეო ვაჭრობის შეთანხმება/გარიგება; ანგარიშფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია და სხვა.) დოკუმენტებში.

როდესაც საქონლის გამგზავნი და ექსპორტიორი/მიმღები და იმპორტიორი სხვადასხვა იურიდიული პირები არიან, მითითებული უნდა იყოს, რომ საქონლის გამგზავნი (დასახელება და მისამართი) მოქმედებს ექსპორტიორის (დასახელება და მისამართი) „დავალებით“.

4. გრაფა 3 – „სატრანსპორტო საშუალებები და მარშრუტი (რამდენადაც ცნობილია)“. მიეთითება სატრანსპორტო საშუალება და მარშრუტი, რამდენადაც ეს ცნობილია.

5. გრაფა 4 – მიეთითება სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი, გამცემი ქვეყანა და სახელმწიფო, რომლისთვისაც არის განკუთვნილი ეს სერტიფიკატი. დასაშვებია სარეგისტრაციო ნორმის ხელით შეყვანა ან  შტამპით დადება.

6. გრაფა 5 – „სამსახურებრივი შენიშვნები“. იბეჭდება ან იწერება ხელით ან დაედება შტამპი, საქონლის გატანის, ტრანზიტის ან/და მიმღები ქვეყნის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების სამსახურებრივი შენიშვნები. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება შემდეგი ჩანაწერები: „დუბლიკატი“, „გაცემულია სერტიფიკატის ნაცვლად“, „გაცემულია შემდგომში“. სერტიფიკატში შესწორებების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გადახაზვით და მასზე სწორი ინფორმაციის  გადაბეჭდვით ან ხელით შეყვანით, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით.

7. გრაფა 6 – „ნომერი“. მიეთითება საქონლის რიგითი ნომერი.

8. გრაფა 7 – „ადგილების რაოდენობა და შეფუთვის სახეობა“. მიეთითება ადგილების რაოდენობა და შეფუთვის სახეობა.

9.  გრაფა 8 – „საქონლის აღწერილობა“. მიეთითება საქონლის კომერციული დასახელება და სხვა მონაცემები, რომელიც საბაჟო გაფორმების მიზნებისათვის საქონლის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მიეთითება წარმოშობის შემდეგი კრიტერიუმები:

„П“ – როდესაც საქონელი სრულად არის წარმოებული საქართველოს ტერიტორიაზე;

„Д1905“ – როდესაც საქონელმა განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება, საბოლოო პროდუქციის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდის პირველი 4 ციფრის მითითებით, მაგ. – 1905;

„А“ – საქონელი, რომლის წარმოშობის ქვეყანა განსაზღვრულია ადვალური წილის წესის გამოყენებით, ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელში გამოყენებული უცხოური მასალების ღირებულების პროცენტული წილის მითითებით, რომელიც გამოიანგარიშება მწარმოებელი ფრანკო-ქარხნის ფასის საფუძველზე, მაგ. „А15%“.

10. გრაფა 9 – „ ბრუტო/ნეტო წონა (კგ)“. მიეთითება საქონლის ბრუტო/ნეტო მასა (კგ) ან/და სხვა რაოდენობრივი მაჩვენებლები საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისად. მიწოდებული საქონლის ფაქტობრივი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სერტიფიკატში მითითებული საქონლის რაოდენობას 5%-ზე მეტად.

11. გრაფა 10 – „ანგარიშფაქტურის ნომერი და თარიღი“. მიეთითება ანგარიშფაქტურის (ინვოისის), პროფორმა-ინვოისი, ან საქონლის ფინანსური ან/და რაოდენობრივი მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის მონაცემები.

12. გრაფა 11 – „დამოწმება“. ივსება უფლებამოსილი ორგანოს მიერ და მოიცავს მის დასახელებას, მისამართს, ბეჭედს და სერტიფიკატის გაცემის თარიღს, ასევე, სერტიფიკატის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერას, გვარს და ინიციალებს. უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისი ნამდვილობის დადასტურებას. დასაშვებია თარიღის, უფლებამოსილი პირის გვარისა და ინიციალების ხელით შეყვანა ან შტამპით დადება.

13. გრაფა 12 – „განმცხადებლის დეკლარაცია“. მიეთითება ქვეყანა, სადაც საქონელი სრულად იქნა წარმოებული ან განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება, საქონლის წარმოშობის ქვეყნის მონაცემების დეკლარირების თარიღი, ასევე დაიდება განმცხადებლის ბეჭედი, განმცხადებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, გვარი და ინიციალები. დასაშვებია თარიღის, უფლებამოსილი პირის გვარისა და ინიციალების ხელით შეყვანა ან შტამპით დადება.

მუხლი 2. საქონლის წარმოშობის ქვეყანად მიიჩნევა ის ქვეყანა სადაც საქონელი სრულად იქნა წარმოებული ან განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება.

მუხლი 3. საკმარისი დამუშავების/გადამუშავების კრიტერიუმი შესრულდება შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) პირველი 4 ციფრის დონეზე ცვლილება, რომელიც დამუშავების/გადამუშავების საფუძველზე წარმოიშვა;

2. საქონლის დამუშავების/გადამუშავების შედეგად, გამოყენებული უცხოური წარმოშობის მასალების ღირებულება არ აღემატება საბოლოო პროდუქციის ღირებულების 50%-ს (ადვალური წილის წესი).

მუხლი 4. ადვალური წესის გამოყენების შემთხვევაში, ღირებულებითი მაჩვენებლები გამოიანგარიშება:

ა) უცხოური წარმოშობის მასალებისთვის – იმ ქვეყანაში შემოტანისას საბაჟო ღირებულების შესაბამისად, სადაც ხორციელდება საბოლოო პროდუქციის წარმოება, ან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე დოკუმენტალურად დადასტურებული პირველადი გაყიდვის ფასის საფუძველზე, სადაც ხორციელდება საბოლოო პროდუქციის წარმოება.

ბ) საბოლოო პროდუქტისთვის – ფრანკო-ქარხნის ფასის შესაბამისად.

მუხლი 5. ქართული წარმოშობის საქონელი ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტერიტორიაზე, თუ ის აკმაყოფილებს წარმოშობის კრიტერიუმებს, და, ასევე, თუ საქონელი:

ა)  შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს რეზიდენტსა და შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს შორის გაფორმებული შეთანხმების/კონტრაქტის საფუძველზე გადის შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან და შედის შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე;

ბ)  შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს გააქვს (შემოაქვს) –შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე;

გ)  არ ტოვებს შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების საბაჟო ტერიტორიებს.

 დანართი №6

 

უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადი

1. ექსპორტიორი

(სახელი გვარი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი/იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ვებგვერდის მისამართი)

 

2. წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი/პირები

(სახელი გვარი, პირადი ნომერი, სამსახურებრივი პოზიცია, მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი)

3. საქონელი, რომლის ექსპორტიც განხორციელდება

საქონლის შესაბამისი დასახელება სეს ესნ-ის მიხედვით

სეს ესნ კოდი (4-ნიშნა დონეზე)*

საქონლის აღწერა

დანიშნულების ქვეყანა/ქვეყნები

წარმოშობის კრიტერიუმი**

საქონლის მწარმოებელი პირი

დასახელება

ს/ნ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. საქონლის მწარმოებლის/მწარმოებლების (წარმოების) ფაქტობრივი მისამართი:

 

5. გსურთ წარმოშობის დეკლარაციის ხელმოწერის ვალდებულებისაგან გათავისუფლება? ***

 

დიახ

არა

6. წინამდებარე განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:

7. ვაცხადებ, რომ:

 

  • ვარ უფლებამოსილი, ხელი მოვაწერო წინამდებარე განაცხადს და ვადასტურებ, რომ აქ მოცემული ინფორმაცია ზუსტი და სრულყოფილია და მასში არ არის წინასწარგანზრახვით გამოტოვებული მონაცემები, რასაც გავლენა ექნებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
  • წინამდებარე განაცხადში ან/და მასზე თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული საქონელთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციას მივაწვდი სსიპ – შემოსავლების სამსახურს, ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
  • ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას წინამდებარე განაცხადში მითითებულ საქონელზე შედგენილი წარმოშობის დეკლარაციების სისწორეზე და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
  • წარმოშობის დეკლარაციას შევადგენ მხოლოდ პრეფერენციული წარმოშობის იმ საქონელზე, რომელიც მითითებულია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში.

შენიშვნა:

მხოლოდ ბრძანებაში მითითებულ საქონელზე შედგენის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნასყიდობის დოკუმენტში/მიწოდების შეტყობინებაში მითითებული პრეფერენციული წარმოშობის საქონლის საერთო ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს და კონკრეტული წარმოშობის დეკლარაციის შედგენისას პირი არ სარგებლობს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსით (დეკლარაციაში არ უთითებს უფლებამოსილი ექსპორტიორის ავტორიზაციის ნომერს).

 

წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი/პირების ხელმოწერა

 

ექსპორტიორის/წარმომადგენლის ხელმოწერა              

 

ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)

* მიეთითება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდი 4-ნიშნა დონეზე.

** მიეთითება „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები.

*** წარმოშობის დეკლარაციის ხელმოწერის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, კისრულობთ სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ იმ წარმოშობის დეკლარაციაზე, რომელზეც მითითებულია ავტორიაციის ნომერი და განიხილება, როგორც ხელმოწერილი თქვენ მიერ.