„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021470
450
13/09/2019
ვებგვერდი, 13/09/2019
300160070.10.003.021470
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №450

2019 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020230) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-5 მუხლის 32-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მოწმდება შეკუმშულ ბუნებრივ აირსა (CNG) და გათხევადებულ საწვავ აირზე (LPG) მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული აირბალონ(ებ)ისა და აირბალონიანი სისტემის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ვადიანი ინსპექტირების სერტიფიკატი, რომელიც მოიცავს დადებით დასკვნას.“.

2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ.კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. გათხევადებულ საწვავ აირზე (LPG) მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის 32-ე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.“.

4.   დანართ №1-ის 6.1.3  გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.1.3.  საწვავის ავზი და  მილები (საწვავის ავზისა და მილების გამათბობლის ჩათვლით)

ვიზუალური შემოწმება სატრანსპორტო საშუალების სათვალთვალო ორმოზე ან ამწეზე დაყენებით, გაჟონვის გამოვლენის მოწყობილობების (დეტექტორის) გამოყენება LPG/CNG (Liquefied petroleum gas/Compressed natural gas) სისტემების შემთხვევაში.

(ა)

(ბ)

(გ)

(დ)

(ე)

ა) არასაიმედო ავზი ან მილები;

ბ) საწვავის გაჟონვა ან ავზის ჩასასხმელი ყელის არქონა ან არასაიმედოობა;

გ) დაზიანებული ან გაცვეთილი მილები;

დ) საწვავის ონკანი (საჭიროების შემთხვევაში) არ მუშაობს გამართულად;

ე) ცეცხლსაშიშროება:

  • საწვავის გაჟონვის გამო;
  • საწვავის ავზის ან გამონაბოლქვი სისტემის არასათანადო დაცულობის გამო;
  • ძრავას ნაკვეთურის მდგომარეობის გამო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია