ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016528
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
06/09/2019
ვებგვერდი, 12/09/2019
010250050.35.105.016528
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/09/2019 - 06/12/2019)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „,ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20  მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დამტკიცდეს თანდართული ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება“.  
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №13 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 12  სექტემბრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის ზედამხედველობის სამსახური

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს კონტროლს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის, რეკლამის/აბრის განთავსების, გარე ვაჭრობის და დასუფთავების წესების დარღვევაზე.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

5. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ან/და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე.

6. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

7. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური   შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან განყოფილების უფროსი.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან განყოფილების უფროსი.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება განისაზღვრება მერიის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება;

 ბ) საორგანიზაციო განყოფილება;

გ) სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება.

მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობაზე კონტროლის განხორციელება;

გ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი წილის) არსებული წესების დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემაზე კონტროლის განხორციელება;

დ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე კონტროლის განხორციელება;

ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა;

ზ) ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე კონტროლის განხორციელება;

თ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ი) მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელება;

კ) ისტორიისა და კულტურის ძეგლების, გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო პირობების დაცვაზე სათანადო კონტროლის განხორციელება;

ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზომების განხორციელება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედგენა;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;

ნ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრება;

ო) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, რომლის უზრუნველსაყოფადაც უფლებამოსილია შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;

ჟ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელება საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;

რ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ს) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ტ) პროექტის, სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის განხორციელებას, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;

უ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ფ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება დადგენილი წესით, წინადადებების მომზადება მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ქ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოება მერიის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;

ღ) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობა;

ყ) მიმწოდებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობის დადგენა, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით ერთობლივი დოკუმენტაციის გადაცემა შესაბამისი სამსახურისათვის;

შ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში (წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე) სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და საჭირო პროცედურების განხორციელება;

ჩ) მერიის სხვა სამსახურებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ;

ც) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება და მიღება-ჩაბარება;

ძ) სამშენებლო პროცესის კონტროლი, დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მიმოწერის განხორციელება და დარღვევის აღმოფხვრის კონტროლი;

წ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების კონტროლი;

ჭ) რეკლამის, აბრის განთავსების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათ დადგენილ წესებთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელება;

ხ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმის მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

ჯ) საქართველოს კანონმდებლობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 4. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

1. ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.

2.ზედამხედველობის სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია ზუგდიდის მერის წინაშე.

3. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ)    მოთხოვნის    შემთხვევაში    შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და გასცემს დავალებებს. ისმენს ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ზ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე;

თ) კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;

ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

კ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეები

1. ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.

2. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

4. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეები:

ა) სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) აკონტროლებენ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას;

გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან მათ საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 6. რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზაოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე.

ბ) კონტროლს სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობაზე.

გ) კონტროლს მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი წილის) არსებული წესების დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემაზე.

დ) კონტროლს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე.

ე) კონტროლს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა- გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე.

ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენას.

ზ) კონტროლს ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე.

თ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.

ი) კონტროლს მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობაზე.

კ) სათანადო კონტროლს ისტორიისა და კულტურის ძეგლების, გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო პირობების დაცვაზე.

ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზომების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედგენას.

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.

ნ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრებას.

ო) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას.

პ) კონტროლის განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც უფლებამოსილია შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა.

ჟ) კონტროლს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრვი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე.

რ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე ზედამხედველობას და კონტროლს.

ს) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობას და კონტროლს.

ტ) პროექტის, სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის განხორციელებას, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას.

უ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ.

ფ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადება მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ.

ქ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან.

ღ) რეკლამის, აბრის განთავსების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათ დადგენილ წესებთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლის განხორცილებას, აგრეთვე, რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელებას.

ყ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმის მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებას.

შ) უნებართვოთ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ სათათბირო საბჭოზე  (კომისიაზე) დოკუმენტების მომზადებას.

მუხლი 7. საორგანიზაციო განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერიის მიერ შემსრულებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალიწინებული სამუშაოების აღრიცხვას და ინფორმაციული ბაზის შედგენას;

ბ) მიმწოდებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობის დადგენას, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებას და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით ერთობლივი დოკუმენტაციის გადაცემას შესაბამისი სამსახურისათვის;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში (წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე) სათანადო დოკუმენტაციის მომზადებასა და საჭირო პროცედურების განხორციელებას;

დ) მერიის სხვა სამსახურებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 8. სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების კონტროლს;

ბ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებასა და მიღება-ჩაბარებას;

გ) მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის კონტროლს;

დ) სამშენებლო პროცესის კონტროლს, დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მიმოწერის განხორციელებასა და დარღვევის აღმოფხვრის კონტროლს;

ე) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 9. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

 დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.