2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016459
27/2019
06/09/2019
ვებგვერდი, 06/09/2019
010240060.15.008.016459
2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №27/2019

2019 წლის 6  სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის №26/2019 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი დანართის სახით.
მუხლი 2
ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით შესაძლებელია ხარჯების ცვლილების განხორციელება (გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისა), შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული საოლქო და საუბნო ხარჯების ჯამური ოდენობის არაუმეტეს 15 პროცენტის ფარგლებში.
მუხლი 4
საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცეთ უფლება წარმომადგენლობითი ხარჯები გაწიონ არაუმეტეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1 პროცენტისა.
მუხლი 5
დაევალოთ საოლქო საარჩევნო კომისიებს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან ყოველგვარი ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი

ოლქის № ოლქის დასახელება საოლქო ხარჯები საუბნო ხარჯები დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები სულ მთლიანი ჯამი
1 15 ლაგოდეხი             4,571                671                            8,840                 14,082
2 38 ადიგენი             2,987                239                            8,361                 11,587
3 65 მარტვილი             4,232                169                            7,854                 12,255
სულ ჯამი       11,790         1,079                   25,055            37,924