დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 447 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021467 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის №556 დადგენილებაში (www,matsne.gov.ge, 21/12/2017, 300160070.10.003.020265) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები ტექნიკური რეგლამენტი – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა, კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმებისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტირებული მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების მიმართ (დანართი №1 – „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების ნუსხა“), რომელთა ფიტოსანიტარიული კონტროლის პროცედურები (გარდა დოკუმენტური შემოწმებისა) შესაძლებელია, განხორციელდეს დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონაში, ან საბაჟო საწყობში (შემდგომში – კონტროლისათვის განსაზღვრული სხვა ადგილი), რომელიც აკმაყოფილებს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პირობებს.“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქონელი – მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები, რომლებიც გადაადგილდება სავაჭრო ან სხვა მიზნებისთვის; ბ) ტვირთი – მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან/და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილდება და რომელზეც, საჭიროების შემთხვევაში, გაცემულია ერთი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი (ტვირთი შესაძლებელია, შედგებოდეს ერთი ან მეტი სახეობის საქონლის ან სასაქონლო პარტიისგან); გ) ფიტოსანიტარიული კონტროლი – ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრული პასუხისმგებელი უწყების მიერ დადგენილი, შეთანხმებული და განხორციელებული ქმედებები; დ) უფლებამოსილი პირი – სსიპ – შემოსავლების სამსახურის სათანადო განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს ფიტოსანიტარიული პროცედურები; ე) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი (სიპ) – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, ასევე საბაჟო ორგანოს საწყობი, სადაც მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან/და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების მიმართ ხორციელდება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის პროცედურები; ვ) საბაჟო საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და მიწის ნაკვეთისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და შემოსაზღვრული; ზ) დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონა – გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც მცენარეების, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების მიმართ დასრულდება ფიტოსანიტარიული კონტროლის პროცედურები; თ) კონტროლისათვის განსაზღვრული სხვა ადგილი – საბაჟო საწყობი ან/და დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია, განხორციელდეს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი; ი) საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი (სფშდ) – ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ით – „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი – (სფშდ)“ განსაზღვრული დოკუმენტი, რომელსაც ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ის – „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის (სფშდ) შევსების წესი“ შესაბამისად ავსებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების მფლობელი ან მისი წარმომადგენელი და სამსახურის უფლებამოსილი პირი; კ) სატრანსპორტო დოკუმენტები – საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი, საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი, საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები; ლ) იდენტურობის შემოწმება – ფიტოსანიტარიული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატსა და სხვა დოკუმენტში არსებული მონაცემების რეგულირებად ობიექტთან ურთიერთშედარებას, ასევე შეფუთვის, მარკირების მდგომარეობისა და ტრანსპორტირების პირობების დადგენას; მ) სიჯანსაღის კონტროლი – ფიტოსანიტარიული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის და საქართველოს საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის საბაჟო საწყობის ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ან/და ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უნდა აკმაყოფილებდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილ მოთხოვნებს.“. 4. მე-9 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ტვირთის იმპორტი“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იმპორტი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია და წარდგენილია სათანადო წესით შევსებული და დამოწმებული „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი“, რომელიც გაფორმების საბაჟო ორგანოში ინახება, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში.“. 5. დანართი №2 (საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი – (სფშდ)) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2
საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი – (სფშდ)
“.
6. დანართ №3-ით (საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის (სფშდ) შევსების წესი) გათვალისწინებული: ა) I.17 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გრაფა I.17 იმპორტისთვის – მოინიშნება წინასწარ განზრახული საბაჟო პროცედურის შესაბამისად;“; ბ) I.19 – I.21 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გრაფა I.19 ტრანზიტისთვის – მოინიშნება წინასწარ განზრახული საბაჟო პროცედურის შესაბამისად: დანიშნულების ქვეყანა – საბოლოო დანიშნულების ქვეყანა; გასვლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება, საიდანაც ტვირთი ტოვებს საქართველოს ტერიტორიას. გრაფა I.20 რეექსპორტისთვის – მოინიშნება წინასწარ განზრახული რეექსპორტის შესაბამისად: დანიშნულების ქვეყანა – საბოლოო დანიშნულების ქვეყანა; გასვლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება, საიდანაც ტვირთი ტოვებს საქართველოს ტერიტორიას. გრაფა I.21 საწყობში განთავსებისთვის – მოინიშნება წინასწარ განზრახული საბაჟო პროცედურის შესაბამისად.“; გ) II.13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გრაფა II.13 მისაღებია იმპორტისთვის – ივსება დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში და მოინიშნება შესაბამისი დანიშნულება.“; დ) II.17 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გრაფა II.17 მისაღებია საწყობში განთავსებისთვის – გამოიყენება საბაჟო საწყობის სპეციალური პროცედურის არჩევისას იმ ტვირთისათვის, რომელიც უნდა გადაადგილდეს და განთავსდეს საწყობში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები